planetanews Posted October 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/superillu-insm-150x56.jpg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი ჟურნალ SuperIllu-სთან ინტერვიუში გერმანიის ერთიანობის პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერწყმასა და ასევე იმის შესახებ საუბრობს, თუ რით შეუძლიათ იამაყონ აღმოსავლეთ გერმანელებმა. ანგელა მერკელი: „უპირველეს ყოვლისა მათ შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ მოახდინეს მშვიდობიანი რევოლუცია.” მათ შეუძლიათ იამაყონ თავიანთი ცხოვრებით, რადგან ბევრი ღირებულება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ოჯახი, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, მიუხედავად მათი დაყოფისა, ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი იყო. ჩვენ გერმანიის გაერთიანების 20 წლისთავს ვზეიმობთ, რაც ანგელა მერკელის 20 წლიან პოლიტიკურ მოღვაწეობას ემთხვევა. თუ გაქვთ წარმოდგენილი, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება, ბერლინის კედელი რომ არ დანგრეულიყო? ამაზე იშვიათად ვფიქრობ, რადგან ოპტიმისტი ვარ. მაგრამ რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ: ისევ სამეცნიერო საქმიანობას გავაგრძელებდი. რა ჩვევები შემოგრჩათ იმ დროიდან, როცა გდრ–ში ცხოვრობდით? ისევ მიირთმევთ თურქულ ყავას? თქვენ და თქვენი მეუღლე ისევ დადიხართ ნაჩქარევად “უნივერმაგში”? გამომიჭირეთ! (ცინის) თურქულ ყავას დღემდე ვსვავ, როცა სახლში ვარ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს ყავა უკეთაა დაფხვნილი, ვიდრე მაშინდელი Mocca Fix იყო. ჭურჭელს ისევ fit–ით ვრეცხავ. სუპერმარკეტს კი ხშირად “უნივერმაგს” ვეძახი. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ სიტყვა “სუპერმარკეტს” უკვე ადვილად წარმოვთქვამ, და ეს გერმანიის გაერთიანებიდან 15,16 წლის შემდეგ. რა ჩვევები შემოგრჩათ იმ ძველი დროიდან? ზოგჯერ ისეთ რამეს ვყიდულობ, რაც იმ წუთში მართლა არ მჭირდება. ვიმარაგებ. ეს ჩვევა ღრმად ზის ჩემში. რადგან ადრე, გაჭირვების დროს ყველაფერს ვიმარაგებდით. სხვა მხრივ ტიპურ სადილებს მივირთმევ, როგორიცაა მაგალითად: სალიანკა, მწვადი, ლეჩო. ეს კერძები დღესაც ძალიან მიყვარს. გერმანიის გაერთიანების პირველ წლებში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იმდენად დიდი სხვაობა იყო, რომ ხალხს ეს ვიზუალურადაც ეტყობოდა. ხშირად თქვენც გიფიქრიათ, რომ ეს შეიძლება აღმოსავლეთიდან იყოს, ის დასავლეთიდან? ზოგჯერ კი, თუმცა რაც დრო გადის უფრო იშვიათად. დღესდღეობით წარმომავლობითი განსხვავება ვიზუალურად უფროს თაობაშიც კი ძნელი შესამჩნევია, ახალგაზრდებში კი საერთოდ არ იგრძნობა. განსხვავება იგრძნობა საცხოვრებელი ბინების მოწყობაში. აღმოსავლეთ გერმანელების სახლებში ხშირად გვხვდება ყვითელი ვიეტნამური ხალიჩები. ისინი სტუმრებს, ძველი ჩვევის მიხედვით, კვლავ ოთხი, ან ხუთი ტიპის ღვინით უმასპინძლდებიან, ისეთებით როგორებიცაა მაგალითად, Rosenthaler Kadarka, Lindenblatt და ა. შ. როგორც ვიცი, სასმელებიდან მშრალი, თეთრი ღვინო მოგწონთ. ადრე არ მოგწონდათ? როგორ არა, მომწონდა, მაგრამ, დეფიციტის გამო მისი შოვნის საშუალება ყოველთვის არ მქონდა. მშრალ თეთრ ღვინოს მხოლოდ რესპუბლიკის სასახლეში ვსვამდი. გთხოვთ გულახდილად მითხრათ, რესპუბლიკის სასახლეზე გააქვთ ნოსტალგია? რესპუბლიკის სასახლეს მე ზედაპირულად ვიცნობდი. ახლო შეხება მასთან არ მქონია (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ძალიან მომწონდა იქაური სასადილო. გდრ–ის პირობაზე იქ არაჩვეულებრივი ღვინო და საჭმელი იყო. “ტიპური აღმოსავლელი”, “ტიპური დასავლელი”, ხშირად გამოგიჭერიათ თქვენი თავი, რომ ადამიანებს ასეთ კატეგორიებად ყოფთ? არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანებს კატეგორიებად დაყოფს. თუმცა ყველას აქვს თავისი მოგონებები და გასაკვირი არაა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხს განსხვავებული მოგონებები ჰქონდეთ. მაგალითად, მე არ ვიცი როგორი იყო სკოლა დასავლეთში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებები ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ამისათვის საჭიროა საუბარი, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. პირიქით ეს უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთს. როდესაც 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰელმუტ კოლი ხალხს “აყვავებულ მიწებს” პირდებოდა, თქვენ მაშინ ამაზე რას ფიქრობდით? მე პოზიტიურად აღვიქვამდი გერმანიის გაერთიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სირთულესაც ვხედავდი. ამიტომ „აყვავებულ მიწებს“ მე არ შევუშინებივარ. პირიქით, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა. როდესაც შემდეგ 1990-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში დიდი უმუშევრობა იყო, ძალიან შემეშინდა, მაშინ ჩემთვის ადვილი არ იყო „აყვავებულ მიწებზე” საუბარი. მაგრამ დღეს უკვე მიმაჩნია, რომ 2010 წლის აღმოსავლეთ გერმანიის რეალური მდგომარეობა ზუსტად შეესატყვისება ამ სახელს. ბოლო გამოკითხვებიც ცხადყოფს, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანელების უმრავლესობაც ასე ფიქრობს. ჩვენი გამოკითხვის შედეგებით, აღმოსავლეთ გერმანელების 68 პროცენტს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთის მშენებლობა ყოველმხრივ წარმატებული იყო. ეთანხმებით ამ აზრს? დიახ, ვეთანხმები. უამრავი ადამიანია აღმოსავლეთ გერმანიაში, რომელიც აქტიურად იღწვის მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თავიანთი სამშობლოსთვის. სამწუხაროა, რომ ამაზე ნაკლებად საუბრობენ. არის ორი რამ, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვაწუხებს. პირველი, ეს არის უმუშევრობა, რაც ამ ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით სოფელის მოსახლეობას დაატყდა თავს, რადგან გდრ-ში მოსახლეობის 13 პროცენტი თავს სოფლის მეურნეობით ირჩენდა, ხოლო ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი მისდევდა მიწათმოქმედებას. რადიკალური ცვლილებებს კვლავ სტრუქტურული პრობლემების მოგვარება სჭირდება. მეორე – ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია, რადგან ის ძირითადი კარგი იდეები, რასაც გდრ-ის პოლიტიკა შეიცავდა, გაერთიანებულ გერმანიაში ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. გაერთიანებულ გერმანიაში თავიდან სათანადო ყურადღება არ მიექცა ძველი გდრ-ის დროინდელ გამოცდილებებს. თუმცა, ჩემი აზრით, 20 წლიანი გაერთიანების ბალანსი მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიურია. ყველაზე მეტად გული მიჩუყდება იმ რწმენაზე, რაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის მიმართ აქვთ და რომლითაც ისინი ცხოვრების გზას მიუყვებიან, იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ უცხოეთში გამგზავრება. რით შეუძლიათ აღმოსავლეთ გერმანელებს იამაყონ? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინეს. შემდეგია, მათი ცხოვრება, ის რომ გდრ–ში ცხოვრობდნენ. რადგან გერმანია ვერასდროს ვერ გაერთიანდებოდა, ჩვენ და დასავლეთ გერმანელებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები რომ არ გვქონოდა, მაგალითად ოჯახში. რა თქმა უნდა, ხელახალი გაერთიანების შემდეგ იყო გაუცხოება, რადგან ყოველდღიური ცხოვრება ახალ ქვეყანაში სრულიად გარდაიქმნა. ამ ყველაფერს რომ ახლიდან მორგებოდნენ, აღმოსავლეთ გერმანელებმა 1990 წლიდან წარმოუდგენლად ბევრი იშრომეს. კარგად განწყობილი მოსახლეობის გარდა, არსებობს კიდევ უმცირესობა, მოსახლეობის 25 პროცენტი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთის აღმშენებლობა არ შედგა. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი ამ ადამიანებისთვის საპირისპიროს მტკიცებას? თუ სჯობს ამ ფაქტს უბრალოდ შეეგუოთ? ამ ადამიანებს რას ეტყოდით? პირველ რიგში, მე მათ ვერ დავეთანხმები, მიმაჩნია რომ გერმანიის გაერთიანება ბედნიერი მოვლენაა. აღმოსავლეთის აღმშენებლობა კი წარმატებით შედგა. თუმცა სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან საუბარი ყოველთვის შემიძლია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადამიანებს თვალი აუხილო და აუხსნა, რომ სრულ მარცხსა და ბრწყინვალე შედეგს შორის ბევრი საფეხურია. გული მტკივა იმის გამო, რომ ბევრ ახალგაზრდას, რომელსაც გზა ხსნილი აქვს მშვენიერი ცხოვრებისკენ, აქვს წარმატების მიღწევის უამრავი შანსი და შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილებით ვერ ანსხვავებს დღევანდელ გერმანიას და გდრ-ის პოლიტიკას. ისინი ამას ვერ ხედავენ, რადგანაც ნეგატიურად არიან განწყობილნი. ვფიქრობ, საზოგადოებას და მედიას ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მათ მითებს ფაქტები უნდა დაუპირისპირონ. ამაზე მუშაობა მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანელებს სჭირდებათ? არავითარ შემთხვევაში. ბევრ დასავლელ გერმანელსაც აქვს განსხვავებული დამოკიდებულება იმაზე, რაც გდრ-ში მოხდა. ისინი მიდრეკილები არიან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გდრ-ში საკუთარ ცხოვრებასთან გააიგივონ. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. SuperIllu–ს საიდუმლო ხომ ის არის, რომ თქვენ ამ ორს ერთმანეთისგან ანსხვავებთ და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას გდრ-ში წინასწარი განწყობის გარეშე ასახავთ. რაც შეეხება მომავალს, აღმოსავლეთ გერმანელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. 57 პროცენტს არ აქვს იმის იმედი, რომ 2019 წელს, როდესაც სოლიდარობის პაქტი II-ს ვადა გუავა, ცხოვრების პირობები აღმოსავლეთსა და დასავლეთში ერთნაირი იქნება. როგორ ფიქრობთ მართლა არ უნდა გვქონდეს ამის იმედი? ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, ძველ ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებობდა სხვაობა ჰამბურგსა და ოსთფრიზლანდს შორის, დუსელდორფსა და აიფელს შორის. საინტერესო ისაა, რომ ფედერაციულ სახელმწიფოში ერთ დროს ჩამორჩენილმა რეგიონებმა განვითარება შეძლეს. მაგალითად, ის რაც ბავარიამ საკუთარი რესპუბლიკისგან შექმნა, ძალიან შთამბეჭდავია. ასევე ახალ ფედერაციულ მიწებს აქვთ წინ წასვლის შანსი. ვფიქრობ, რომ ზოგი ამას 2019 წლამდე თავისუფლად მოასწრებს. აღმოსავლეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს დემოგრაფიული განვითარების საკითხი. ძალიან შემცირდა ახალგაზრდების რიცხვი. და დარჩენილი ახალგაზრდებიც რომ გადასახლდნენ და მხოლოდ მოხუცები დარჩნენ ძალიან გულსატკენი იქნება. აღმოსავლეთ გერმანიიდან ხალხის მასობრივი გადასახლების წინააღმდეგ რა შეიძლება გაკეთდეს? აღმოსავლეთ გერმანიას აქვს ძალიან კარგი განათლების სისტემა. რომელიც უამრავ თავისუფალ ადგილს სთავაზობს სწავლის მსურველებს უმაღლეს სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში. აღმოსავლეთ გერმანიაში ძალიან კარგი ბუნებაა, სუფთა გარემო, თავისუფალი დროის კარგად გატარების შესაძლებლობა. 2019 წლის შემდეგ კიდევ რამდენ სოლიდარობას უნდა ელოდნენ აღმოსავლეთ გერმანელები? ძველ ფედერაციულ რესპუბლიკაშიც ბევრ რეგიონს აქვს შესამჩნევი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი სხვავებაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგალითად უმუშევრობის მხრივ, არ მგონია 2019 წლის შემდეგ ეს კიდევ გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის ფინანსური ბალანსის შენარჩუნება შემდეგაც გაგრძელდება. მაგრამ, საბოლოოდ ახალმა ქვეყნებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა გაიტანონ. სწორედ ახლახანს, კონსტიტუციურმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დამატებითი გადასახადის გაზრდის შესახებ. ცოტა ხნის წინ მემარცხენე პოლიტიკოსმა პერლა პაუმ ერთ სტატიაში ასეთი პროვოკაციული შეკითხვა დასვა: რა მოიგეს ძველი ფედერაციის მოქალაქეებმა გდრ-ის შემოერთებით? პაუს პასუხი ასე ჟღერდა: “არაფერი!” თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? უპირველეს ყოვლისა, გერმანიის გაერთიანებიით მათ ის მოიგეს, რომ ჩემი სახით ჰყავთ ძალიან საინტერესო კანცლერი (იცინის). ახლა კი სერიოზულად: ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ დასავლეთ გერმანელებს უპრობლემოდ შეუძლიათ გადაწყვიტონ ის, თუ სად იცხოვრებენ და შექმნიან ოჯახს დრეზდენში, ვაიმარში, შთრალუნდში თუ ვისმარში. შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ მეურნეობის აყვავების საქმეში, ბადენ-ვურთენბურგსა და ბავარიაში, სადაც უამრავი ახალგაზდრა, განათლებული აღმოსავლეთ გერმანელია დაკავებული ამ საქმიანობით. ბოლოს და ბოლოს არსებობენ რეგიონები, რომლებიც ადრე გდრ-ის საზღვართან მდებარეობდნენ, გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი ქვეყნის ცენტრში აღმოჩნდნენ. რას იტყვით პლაცეკის ნათქვამზე, რომ გერმანიის ხელახალი გაერთიანება არის გდრ-ის „მიერთება“ ფედერაციულ რესპუბლიკასთან? ჩემ თავს ვეკითხები, ის შეიცვალა თუ ასე იმისთვის ილაპარაკა, რომ ამომრჩევლებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. რადგან აქამდე მას ასე არ ვიცნობდი. გდრ-ის მოსახლეობის უმრავლესობამ 1990 წლის მარტში მხარი დაუჭირა გდრ-ის ფედერაციულ რესპუბლიკასთან შეერთებას. სიტუაცია სრულიად ნათელი და გასაგები იყო. ხალხს უნდოდა გაერთიანება. ეს მაშინ იყო ჩვენი პოლიტიკური დავალება და ჩვენ ეს შევასრულეთ. ფედერაციის პრეზიდენტმა ვულფმა ინტერვიუში გვითხრა, რომ სიტყვა “ახალი ქვეყნები” დღეს უკვე აღარ არის ადეკვატური. თქვენ რას ფიქრობთ? ის მართალს ამბობს, რომ გერმანიის გაერთიანებიდან 20 წლის შემდეგ ეს უკვე უცნაურად ჟღერს. ისე ყველას შეუძლია გააკეთოს ის რაც სურს. მანამ, სანამ ვიცით რას გულისხმობენ, თუ სურთ ილაპარაკონ “ახალ ფედერაციულ ქვეყნებზე”. ვისაც ეს არ მოსწონს, შეუძლია თავისი ფედერაციული მიწა სახელით მოიხსენიოს. მე კი მგონია, რომ მოვა დრო და უფრო მეტს ისაუბრებენ ჩრდილოეთსა და სამხრეთზე, ვიდრე დასავლეთსა და აღმოსავლეთზე. რადგან აღმოსავლეთ გერმანულ ფედერაციულ მიწებშიც კი სხვაობა თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება. გერმანიის გაერთიანება ჩემთვის სრულად განხორციელებული მაშინ იქნება, როდესაც მაგალითად საქსონიას მეტი საერთო ექნება ბავარიასთან ვიდრე მექლენბურგ-ფორპომერნთან, ან მექლენბურგ-ფორპომერნი უფრო დაუახლოვდება შლეზვიგ-ჰოლშტაინს ვიდრე საქსონიას. ეს სრულიად ნორმალური პროცესი იქნება. დავუბრუნდეთ აქტუალურ პოლიტიკას. მიუხედავათ იმისა, რომ ეკონომიკა ყვავის, უმუშევართა რიცხვი იკლებს, შესამჩნევია, რომ თქვენი მმართველობით მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. როგორ გგონიათ რა არის ამის საფუძველი? სინამდვილეში ჩვენ კარგ პოლიტიკას ვატარებთ. აღმოსავლეთში ჯერ კიდევ 1990-იან წლებთან შედარებით ერთ მილიონზე ნაკლები უმუშევარია. დასაქმების სფეროში სასიკეთო ძვრები პოლიტიკურ განწყობასაც დადებითად წარმართავს. ჩვენ იმან გაგვაკვირვა, რომ გუტენბერგში ხალხი ყველაზე მეტად ბავარიელ თავდაცვის მინისტრს ენდობა. ეს როგორ მოხდა? აღმოსავლეთ გერმანელები სულ უფრო და უფრო აზროვნებენ ისე, როგორც ერთიანი გერმანიის მოქალაქეები. წარმომავლობა უკვე ისეთ დიდ როლს აღარ თამაშობს. კარლ-თეოდორი, გუტენბერგელების აზრით, კარგი და სანდო პიროვნებაა. მას აქვს იუმორის გრძნობა, იმავდროულად თავს არ არიდებს პრობლემებზე ღიად საუბარს. თილო სარაცინიც ღიად საუბრობს პრობლემებზე. ამის გამო მას მოუწია ბანკის და სპდ-ს დატოვება მოუწია. ბევრი აღმოსავლეთ გერმანელი თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. არავითარ შემთხვევაში. დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება ყველას აძლევს უფლებას ილაპარაკოს ის, რაც სურს. თარგმანი მოგვაწოდა ანა კიკალეიშვილმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts