Jump to content
Planeta.Ge

რას ნიშნავს სიტყვა ხალხი?

Recommended Posts

Marta1

შევთანხმდეთ, რომ ხალხს აქვს მხოლოდ ემოციები და ამისტვის არ უნდა ვლანძღოთ, პირიქით,

ვისაც ტვინი აქვს ის ახერხებს ხალხის ემოციების მანიპულირებას, ანუ ჩათლახობა აქვს და არა ტვინი

ვეღარ უნდა განვასხვავოთ, ხალხმა, ეს ჩათლახობები ტვინისგან?

ვერ გამიგეთ ალბათ. ტვინი აქ იხმარება სხვა მნიშვნელობით. უფრო გონი შეიძლება იყოს სწორი გამოთქმა.

ხალხი უტვინოაო არავის უკადრებია მაგის თქმა. ჩვენ ყველა ხალხი არა ვართ? ერთად მდგომ ხალხს ემოცია მართავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი შედგება ინდივიდესბისგან, ხოლო როდესაც ერთა მყოფი ინდივიდები კარგავენ საკუთარ სახეს, ნებელობას და უკონტროლოდ ემორჩილებიან ვინმეს ნებას, ან რაიმე ემოციას ასეთ შემთხვევაში ხალხი გადაიქცევა ბრბოდ,

მაგრამ საინტერესოა შEიძლება თუ არა ბრბოდ მივიჩნითო სტადიონზე მყოფი ხალხი რომლებიც ერთ გუნდს საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობენ, ოღონდ ყოველგვარი აგრესიული ქმედებების გარეშე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

giauridia

თეორიის დონეზე ეს ყველაფერი ვიცით, ხალხი იქცევა ბრბოდ მოძალებული ემოციის საფუძველზე, კი ბატონო, მაგასაა რომ ვჩივი,

იმისთვის, რომ ხალხი არ იქცეს ბრბოდ მოიგონეს სამოქალაქო საზოგადოებები, არასამთავრობოები, უფლებადამცველები,

ანუ უამრავი წვრილ წვრილი საზოგადოებები, საკუთარი არჩეული ლიდერებით, და არა თამადებით :givi:

ინტერესთა სხვაობა ბადებს კონსენსუსს და აზრთა ჭიდილს, მრავალთა შორის, და არა საერთო ემოციას, ეს უკვე ვიცით რაც არის,

პატარა ჯგუფებით საერთო მიზნისკენ, მხოლოდ ასე შეიძლება საერთო ემოციონალური მუხტის აზრობრივად სწორ გზაზე გადატანა,

მე ასე მიმაჩნია ემოციების სწორ კალაპოტში მოქცევა, რამაც შეიძლება დამანგრეველი ეფექტი მოიტანოს,

და მერამდენედ?

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი - ჩვეულებრივი, ძალიან მარ მართვადი ორგანიზმია და არა აქვს მნიშვნელობა ეს ხალხი ქართველია, ქურთი, დანიელი თუ ჩუქჩა. ხალხი ხალხია, გონიერი მხოლოდ ერთი, ან მაქსიმუმ 10-15 ადამიანის ერთობლიობა იყოს.

შენ ემიჯნები ხალხს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ საინტერესოა შEიძლება თუ არა ბრბოდ მივიჩნითო სტადიონზე მყოფი ხალხი რომლებიც ერთ გუნდს საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობენ, ოღონდ ყოველგვარი აგრესიული ქმედებების გარეშე

ძალიან ძნელია საზღვარის გავლება ხალხსა და ბრბოს შორის,

მე ასე ვფიქრობ, თუკი საბოლოო შედეგი ზოგადად სასიკეთოა, საქმე გვაქვს ხალხთან და

როცა შედეგი უარყოფითი მაშინ ბრბოსთან. :givi:

წინასწარ როგორ უნდა განსაზღვრო შედეგი თუ არა იქნა ლიდერების გონიერება და პასუხისმგებლობა?

ამიტომ ხალხის ბრბოდ გადაქცევაზე პასუხისმგებლობა ლიდერების კისერზეა ყოველთვის.

აქედან მოდის გამოთქმა, ხალხი ყოველთვის მართალია, თავის ემოციებში, სხვა არც არაფერი ეკითხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ამიტომ ხალხის ბრბოდ გადაქცევაზე პასუხისმგებლობა ლიდერების კისერზეა ყოველთვის.

ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ თემას. 1981 სტადიონზე მივიდა სრულიად კეთილგანწყობილი ხალხი. მოხდა არეულობა, რომელსაც ლიდერი არ ჰყოლია. იყო მანქანების დაწვა , დამტვრევა, მაღაზიების გატეხვა და ბევრი რამე. ხალხი უცებ გადაიქცა ბრბოდ, რომელიც უკონტროლო იყო. გამაღიზიანებელმა ფაქტორმა ყველაზე ერთი და იგივე რეაქცია გამოიწვია.

პ.ს. მგონი ფილოსოფიაში გადავვარდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ თემას. 1981 სტადიონზე მივიდა სრულიად კეთილგანწყობილი ხალხი. მოხდა არეულობა, რომელსაც ლიდერი არ ჰყოლია. იყო მანქანების დაწვა , დამტვრევა, მაღაზიების გატეხვა და ბევრი რამე. ხალხი უცებ გადაიქცა ბრბოდ, რომელიც უკონტროლო იყო. გამაღიზიანებელმა ფაქტორმა ყველაზე ერთი და იგივე რეაქცია გამოიწვია.

ემოციების ზეგავლენით ადამიანი შეიზლება მკვლელიც გახდეს,

ემოციები ასმაგდება მასის შემთხვევაში, კოლექტიური გონი სამწუხაროდ ადამიანებში ძალიან იშვიათად იღვიძებს,რაც ფუტკრების შემთხვევაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

აბა სხვა რა მოხდებოდა სტადიონზე, თუკი ხალხი გაგულისდა, სიძულვილის ემოცია ყველაფერს ამსხვრევს.

ჩემის აზრით ამ ლექსის ნაწყვეტი კარგად გამოხატავს ემოციების და გონების ჭიდილს:

კლდე და მდინარე

ვაჟა–ფშაველა

I

კლდეს შაეზღუდა ხეობა,

რაზეც მდინარე დიოდა,

სალსა, ასპიტსა, დიდრონსა

ფერფლიც-კი არა სცვიოდა.

მდინარე უყეფს: “გზა მომეც,

კლდეო, გამიშვი წინაო;

აქ ქვა-ლოდებზე ხტომამა

ძალიან დამაშინაო...

მინდა, რომ ბარად ჩავიდე,

იქ მოვიპოვო ბინაო.

გამიშვი, შენი ჭირიმე,

აქ ყოფნა მომეწყინაო”.

და თან კლდის კალთას ეხვევა,

ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,

ვით ბავშვი თავის დედასა,

ვედრებას ეტყვის ფრიადსა.

- “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს,

სიტყვას რად ამბობ მცდარესა?

მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,

სად თქმულა, რომელ მხარესა?!

...............

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კლდე და მდინარე

ვაჟა–ფშაველა

კლდეს შაეზღუდა ხეობა,

რაზეც მდინარე დიოდა,

სალსა, ასპიტსა, დიდრონსა

ფერფლიც-კი არა სცვიოდა.

მდინარე უყეფს: “გზა მომეც,

კლდეო, გამიშვი წინაო;

აქ ქვა-ლოდებზე ხტომამა

ძალიან დამაშინაო...

მინდა, რომ ბარად ჩავიდე,

იქ მოვიპოვო ბინაო.

გამიშვი, შენი ჭირიმე,

აქ ყოფნა მომეწყინაო”.

და თან კლდის კალთას ეხვევა,

ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,

ვით ბავშვი თავის დედასა,

ვედრებას ეტყვის ფრიადსა.

- “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს,

სიტყვას რად ამბობ მცდარესა?

მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,

სად თქმულა, რომელ მხარესა?!

...............

აუჰჰ.. ძალიან მაგარია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

თეორიის დონეზე ეს ყველაფერი ვიცით, ხალხი იქცევა ბრბოდ მოძალებული ემოციის საფუძველზე, კი ბატონო, მაგასაა რომ ვჩივი,

იმისთვის, რომ ხალხი არ იქცეს ბრბოდ მოიგონეს სამოქალაქო საზოგადოებები, არასამთავრობოები, უფლებადამცველები,

ანუ უამრავი წვრილ წვრილი საზოგადოებები, საკუთარი არჩეული ლიდერებით, და არა თამადებით

ინტერესთა სხვაობა ბადებს კონსენსუსს და აზრთა ჭიდილს, მრავალთა შორის, და არა საერთო ემოციას, ეს უკვე ვიცით რაც არის,

პატარა ჯგუფებით საერთო მიზნისკენ, მხოლოდ ასე შეიძლება საერთო ემოციონალური მუხტის აზრობრივად სწორ გზაზე გადატანა,

მე ასე მიმაჩნია ემოციების სწორ კალაპოტში მოქცევა, რამაც შეიძლება დამანგრეველი ეფექტი მოიტანოს,

და მერამდენედ?

ვერაფერი გავიგე. დაწერე რა ჩვენებურად, გლეხურადა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ვერაფერი გავიგე. დაწერე რა ჩვენებურად, გლეხურადა :givi:

ასე გაუგებრად ვწერ?

ანუ, ჩვენ ყველანი ველოდებით ერთი ლიდერის გამოჩენას და მერე მის გარშემო კოლექტიურ მასად ვიქცევით ხოლმე,

სხვანაირად არც იქნება, როცა ერთი ორი ლიდერია. გვეზარება ცალ ცალკე ჯგუფებად გაერთიანება რაღაც მიზნისთვის,

სუფრაზე იცოცხლე გვიყვარს, მაგრამ პრაქტიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა.

ყველაზე მარტივი, პროფკავშირები, ისიც კი არ გვაქვს, ამ დროს ყველა სამსახურში უკვე უნდა იყოს.

არასამთავრობოები მხოლოდ გრანტების დასათრევად იქმნება, რეალურად არ აქტიურობენ,

უფლებადამცველი ორგანიზაციებიც იგივეს აკეთებენ. ანუ მთელი ხალხი რომ განაწილებული იყოს

სხვადასხვა თვითორგანიზებულ სტრუქტურებში, რომელთაც თავიანთი მიზნები ექნებათ,

ასე სტიქიურად და მხოლოდ ემოციის საფუძვლებზე გამოსვლებს მოუკლებდნენ და ყველა

რაღაც შეთანხმებული მოთხოვნებით გამოვიდოდა. იმ მოთხოვნებს ხომ ჩამოყალიბება უნდა, ტვინის გატოკება

და არა პირდაღებული ყვირილი წადი, წადი. რომ წავიდეს ვინ უნდა მოვიდეს თუ ასეთ ორგანიზაციებში

გამოცდილება არ მიიღო, იგივე მუქთახორები? მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობენ.

ორგანიზაციული ნიჭი იშვიათი ნიჭთაგანია, რომელსაც პრაქტიკა ჭირდება. ეს პრაქტიკა კი არ არის.

არც სოციუმია მომზადებული რაიმე იდეის გარშემო თავი მოიყარონ ჩვეულებრივ დღეებში.

სულ ელოდებიან სადღაციდან მესიას და უცებ ყველაფრის შეცვლას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

მართლაც, ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა:

“მადლობა შენდა დამბადებელო,

ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,

როგორიც ამ დღეს საჭირო არი,

სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა,

ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ,

მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!”

ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება.

ჩვენ სულ ვთხოვთ უფალს, რომ გადაგვარჩინოს, იმან კი უკვე დიდი ხანია ჩვენს გადასარჩენად (და არამარტი ჩვენს) ვაჟა გამოგვიგზავნა, ჩვენ კი ის ჯერ ვერ გაგვიგია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ვაჟა გენიოსია,

გულო, არ გასტყდე!

ვაჟა–ფშაველა

(სიმღერა)

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,

კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!

რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,

მეცა გყევივარ ავადა.

ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,

ნუ დავბერდებით შავადა.

სინათლე ნუმც გაგიქრება

და სხივი _ მოძმეთ ნუგეში,

ანდერძსა მამა-პაპისას

ფრთხილად ვინახავ უბეში.

ძალნო ცისანო, გვიშველეთ,

საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო,

იმედს ნუ დამინიავებ,

დაზიანებულს სიცოცხლეს

მეტად ნუ დამიზიანებ;

მიშველე რამა, შენს მადლსა,

წამალს ნუ დამიგვიანებ!

არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,

უსულოდ გდებულს, ტიალად;

სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი

მათრევდენ, მჭამდენ ზიარად.

ნუ გადამაქცევ, უფალო,

შხამისა სასმელ ფიალად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე

გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!

სიმტკიცე მიჭირს დიადი,

ეხლა ისეთი დრო არი.

გამშორდი, სულით სიდაბლევ,

გზაო, მაშინებ ვეღარა, _

იმ თავად, ჩემო სავალო,

შენზე ეკალი ეყარა.

გაკაწრულ-გაფხაჭულები

დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.

ვიცოდი ძალიან კარგად,

ეს უნდა გადამეყარა

და დღესაც ისევ ძველებრივ

უნდა ვიხადო ბეგარა.

გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,

ნისლი ნუ გადაგეფარა:

თუ აქამომდე გავძელით,

დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...