Jump to content
Planeta.Ge

რას ნიშნავს სიტყვა ხალხი?


Recommended Posts

ხალხის ბევრი უარყოფითი დახასიათება შემხვედრია ამ ბოლო დროს,

რას ნიშნავს ეს სიტყვა ,,ხალხი" რა მოთხოვნები აქვს და რა პასუხისმგებლობა.

საზოგადოებაც ძაან პირობითი ცნებაა ჩემთვის ამ პოსტკომუნისტურ და ახალ ვარდოსნულ ეპოქაში,

შეიძლება თუ არა ხალხი იყოს ბრძენი, ან სამართლიანი, ან ყველაფრისმცოდნე,

მე ვიცი რომ ხალხს აქვს ემოციური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, ერთიანდება ემოციის ნიადაგზე,

უყვარს ან ძულს და ეს ემოციები არის დამანგრეველი ან პირიქით აღმაშენებელი,

.....და მე რა მაინტერესებს, გონიერება ხალხის ფუნქციაა თუ ცალკეული ლიდერების,

ანუ, უნდა ველოდოთ ლიდერებს? კი ბატონო, მაგრამ სხვა რა გამოსავალია ხალხისთვის,

ვაგროვოთ ეს ემოციები და ველოდოთ? ვაი, თუ ეს დაგროვილი ემოციები ვიღაც ვიღაცეებმა არასწორად გამოიყენონ,

როგორც ეს მოხდა იმ საუკუნის ბოლოს, ვითომ ერ მოძრაობის წევრებმა, თვითონ რომ არ იცოდნენ მერე რა უნდა ექნათ,

ისე შეგვაგდეს ისტორიის ხორცსაკეპში...

მე ასე მგონია, ხალხი ყოველთვის მართალი იყო თავის ემოციებში, უბრალოდ ლიდერებში არ გაუმართლა,

ლიდერებში, ვისაც სხვადასხვა აქტივობის და მოძრაობის დროს გონიერების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, დაეგეგმა,

პასუხისმგებლობა ეგრძნო ამ დაგეგმილზე და ხალხისთვის საბოლოო მიზანი განემარტა.

ახლაც იგივე გრეძელდება, არა, უფრო უარესი. უნდათ ზემოდან მოექცენ სიტუაციას ყველა მეთოდით,

გამოიყენონ ხალხის ემოციები და ძალაუფლება მიიღონ.

არ არის ასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

რას ნიშნავს სიტყვა ხალხი? ხალხი ყოველთვის მართალია?

ხალხი არის ბრბო,რომელსაც იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მსაღწევად,და როცა მიღწევენ მერე ხმარობენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის მოსახლოება შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად

 

ელიტად-ვის ხელშიცაა ძალაუფლება

და ხალხი, ვინც უშუალოდ მონაწილეობას არ ღებულობს სახელმწიფოს მართვაში,

 

რაც უფრო მაღალია ხალხის სოციალური შეგნება, მით მეტ აგნარიშს უწევს მმართველი ელიტა ხალხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი არის ბრბო,რომელსაც იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მსაღწევად,და როცა მიღწევენ მერე ხმარობენ..

ეგ არ აწყობთ :) ხალხი ბრძენია, ეგ უფრო ლამაზად ჟღერს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ხალხი არის ბრბო,რომელსაც იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მსაღწევად,და როცა მიღწევენ მერე ხმარობენ..

იყენებენ ხალხის ემოციებს, ანუ ხალხს არ აქვს კოლექტიუირი გონიერება, თუ არ აქვს რას თხოვ? მაშინ არც უნდა მოსთხოვო,

რა ქნას ხალხმა, რომელსაც ყოველთვის სწორი დამოკიდებულება, ემოციური, აქვს არსებული სიტუაციის მიმართ?

რატომ ილანძღება ყოველთვის ხალხი, იმიტომ რომ თავის წიაღში ვერ შობა უკეთესი ლიდერი?

როგორ უნდა შობოს? რა დროს იშვება? ნუ, ემოციები რომ წინ უსწრებს სამხრეთულ ქვეყნებში გონიერებას ეს იასნია.

მაშინ დავანებოთ თავი ამ ემოციებს და საქმეს შევხედოთ ცივსისხლიანი გერმანელივით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი არის ბრბო,რომელსაც იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მსაღწევად,და როცა მიღწევენ მერე ხმარობენ..

 

კაკო ბაქრაძეს აქვს ნათქვამი: ხალხს, ბრბოს ტვინი არ აქვსო. ტვინი აქვს პიროვნებას ცალკე აღებულსო.

ვეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი ბრბოა-ძალიან გამარტივებული მიდგომაა,

ჩვენც ხალხი ვართ, ყველანი ვინც ძალაუფლების ბერკეტებს არ ვფლობთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

კაკო ბაქრაძეს აქვს ნათქვამი: ხალხს, ბრბოს ტვინი არ აქვსო. ტვინი აქვს პიროვნებას ცალკე აღებულსო.

ვეთანხმები.

შევთანხმდეთ, რომ ხალხს აქვს მხოლოდ ემოციები და ამისტვის არ უნდა ვლანძღოთ, პირიქით,

ვისაც ტვინი აქვს ის ახერხებს ხალხის ემოციების მანიპულირებას, ანუ ჩათლახობა აქვს და არა ტვინი :givi:

ვეღარ უნდა განვასხვავოთ, ხალხმა, ეს ჩათლახობები ტვინისგან? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ვეღარ უნდა განვასხვავოთ, ხალხმა, ეს ჩათლახობები ტვინისგან?

როგორც ჩანს ჯერ კიდე კარგა ხანი,ვერ განვასხვავებთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

როგორც ჩანს ჯერ კიდე კარგა ხანი,ვერ განვასხვავებთ..

დღეს ერთ გადაცემაში იყო მოწვეული ერთი სტუმარი, მისი ნათქვამი მენიშნა,

ქართულ სუფრაზეო, ყველას ადღეგრძელებენ რიგის მიხედვითო, რა გინდ ნაძირალა უნდა იჯდეს სუფრაზეო,

მაინც მოუძებნიან კარგ მხარეს და ადღეგრძელებენ სიკეთითო, იქვე ფარისევლობა შეარქვა ამას,

ეს ჩვენი ნაციონალური ტოლერანტობაა თუ არ ვიცი რა, ყველა ადამიანში კარგის დანახვა გვინდა,

ნუ სურვილი გვაქვს ამის, გვქონდა უფო სწორად :givi:

ახლა საპირისპირო მხარეს გადავვარდით, არავის ვენდობით,

ეს სულ ემოციებია, როდის გაჩნდება რეალური აღქმის უნარი, თუ საერთოდ მოკლებული ვართ ამას?

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერთი კითხვა მაქვს ვინც ხალხს ბრბოდ მოიხსენეიბთ თავად თქვენ არ ხალხთ ხალხი?

:yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერთი კითხვა მაქვს ვინც ხალხს ბრბოდ მოიხსენეიბთ თავად თქვენ არ ხალხთ ხალხი?

უნდა შევთანხმდეთ რომ, ხალში ვართ ყველა, ვინც ხელისუფლებაში არ შედის.

ბრბოს ეძახიან ემოციებით ვინც მოქმედებს, მაგრამ ხალხისგან საკუთარი გონიერებით ვერავინ გამოიყოფა,

პასუხისმგებლობას თუ ვერ აიღებს, სულ ტყუილად უნდათ ცალკე გამოყოფა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

უნდა შევთანხმდეთ რომ, ხალში ვართ ყველა, ვინც ხელისუფლებაში არ შედის.

ბრბოს ეძახიან ემოციებით ვინც მოქმედებს, მაგრამ ხალხისგან საკუთარი გონიერებით ვერავინ გამოიყოფა,

პასუხისმგებლობას თუ ვერ აიღებს, სულ ტყუილად უნდათ ცალკე გამოყოფა :givi:

მასობრივი თავშეყრის ადგილებში ზოგჯერ ძალიან კულტურული და არააგესიული ადამიანებიც კი იქცევიან არაადეკვატურად,

ასეთი სახის მოვლენას, ანუ ხალხის გაბრბოებას ყველგან შეიძლება ჰქონდეს ადგილი,

თუმცა გარკვეული პირეობები უნდა არსებობდეს,

ხალხი ყოველთვის ბრბო არ არის, ხალხი ძირითადად რაიმე გამონაკლისი, უჩვეულო მდგომარეობის დროს შEიძლება გადაიქცეს ბრბოდ, რაიმე ერთი-ნეგატიური მუხტით გაერთიანებულ მასად, რომლის მიზანიც იმ მომენტში ერთ რამეზე კონცენტრირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ადამიანთა ერთობამ, სისტემის თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება შექმნას საზოგადოება, მასა ან ბრბო.

ალბათ, დიდ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ ადამიანთა ნაკრებს _ საზოგადოებას, მასას და ბრბოს შემდეგნაირად დავახასიათებთ. საზოგადოება, ესაა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ორგანიზააციის მქონე ნაკრები. შედარებით დაბალ, მაგრამ ადამიანთა მაინც ორგანიზებულ ნაკრებს ვუწოდოთ მასა. ადამიანთა არაორგანიზებული ნაკრები კი უკვე ბრბოა.

ფაქტია _ ინდივიდი, როგორც საზოგადოების, მასის ან ბრბოს შემადგენელი ნაწილი, უმრავლეს შემთხვევაში, სხვადასხვანაირად გრძნობს, ფიქრობს და მოქმედებს.

განვიხილოთ სუბიექტი, რომელიც მასაში, ბრბოში ხვდება.

მართლაც, ისეთი რა უნიკალური თვისება ახასიათებს ბრბოს, მასას, საზოგადოებას, რომ შეუძლია შეცვალოს ადამიანი?

როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისაგან _ პროფესიით, ხასიათით, ინტელექტით, მაინც ის Fფენომენი მოქმედებს, რასაც შეიძლება კოლექტიური “სული” ვუწოდოთ. მისი ზემოქმედებით სუბიექტები და ინდივიდები, როგორც აღვნიშნეთ, სხვანაირად აღქმას, ფიქრს, ქმედებას იწყებენ. ჩნდება ან მჟღავნდება, ან გარდაიქმნება იდეები და გრძნობები. თითქოს, უცბად შეერთებული ადამიანები ქმნიან ახალ არსებას, ორგანიზმს (მასას, ბრბოს ან საზოგადოებას), მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ახალი თვისებებით, რომელიც განსხვავებულია მისი შემადგენელი უჯრედის, ინდივიდის თვისებებისაგან.

ანუ იქმნება მასის საშუალო ხასიათი. მასაში მყოფი ადამიანი, მასის ნაწილი, თავს “ძლიერად” გრძნობს. თავისუფლდება მარტივი იმპულსები, რომელიც ინდივიდის განმხოლოებისას შეზღუდულია. მასა ქმნის ანონიმურებას, ანუ ქრება პირადი პასუხისმგებლობა; ქრება “სოციალური შიში”; ქვეცნობიერის ყველა უარყოფითი იმპულსი ზედაპირზე ამოდის; იძირება ცნობიერი; ინდივიდი მზადაა ჰიპნოზისათვის; იგი გამოსხივების იმ ველში ხვდება, რასაც მასა ასხივებს; ის მართული ხდება და ცივილიზაციის კიბეზე რამდენიმე საფეხურით ეშვება; განსწავლულიც კი ველური ხდება, ანუ _ ბიოლოგიური ობიექტი, რასაც მარტივად მართავს ნებისმიერი ვიგინდარა; ჩნდება სპონტანურობა, ველური ენთუზიაზმი; ქრება საკუთარი თავის უნდობლობა, ეჭვი; იბადება, ერთი მხრივ, ვიღაცის ან რაღაცის გაღმერთების დაუოკებელი სურვილი და მეორე მხრივ, ვიღაცისა, თუ რაღაცის მიმართ ანტიპათია ან ცხოველური სიძულვილი.

ზნეობადაქვეითებულ, შემთხვევით ამოტივტივებულ ლიდერს საქმე უმარტივდება. ლოგიკა აღარაა საჭირო; მთავარია ექსპრესია; მთავარია იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. ანუ _ ახლისადმი, პროგრესისადმი. თითქოს, მასის სული ხდება მისი შემადგენლის, გაპრიმიტივებული ინდივიდის სული. ის ეთანხმება ლიდერის ყველა პრიმიტიულ აზრს, იმასაც კი, რომელსაც მასის გარეშე არასდროს დაეთანხმებოდა და შესაძლოა წინააღმდეგობა კონფლიქტის მიზეზიც გამხდარიყო. ყველა ხრის თავს; ჩნდება პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია.

ილუზია ენაცვლება რეალობას; იწყება უკუკავშირი; მასის მიერ იდეის ატაცება აიძულებს ლიდერს დაიჯეროს, რომ ის, მართლაც გენიოსია. მასში მასაზე ზემოქმედების სურვილი ახალი ძალით იღვიძებს. ასეთი პრესის ქვეშ მასა უცილობლად იქცევა ბრბოდ. ეს უკვე რევოლუციის, ამბოხების რეალური საფუძველია. ერთი უაზრო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, უარესით იცვლება, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

ზემოაღნიშნული მოსაზრება არახალია და მეტ-ნაკლებად განათლებულმა ნაწილმა ეს ჩვენზე უკეთ იცის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავერკვეთ _ რა არის ის შემაერთებელი “ნივთიერება”, რაც ადამიანთა გაერთიანებას, მასას ქმნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...