planetanews Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/times2.gif ტონი ჰელპინი თავდაპირველად მან ხელახლა „დაითრია“ უკრაინა, შემდეგ კი კავკასიაში კონტროლი განამტკიცა. ახლა ყირგიზეთს უცქერს. კრემლი ყოფილ საბჭოთა იმპერიაში რუსეთის ბატონობის აღდგენისკენ მიისწრაფვის. ეს შუა აზიური რესპუბლიკა ხვალ არჩევნებში ხმას მისცემს რეგიონში პირველი საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრებას – პრეზიდენტმა მედვედევმა ეს ნაბიჯი უკვე დაგმო და მას „კატასტროფა“ უწოდა. რუსეთი ღიად უჭერს მხარს პრომოსკოვურ პარტიას, რომელიც რეფორმის გაუქმების პირობას დებს. იმავდროულად, ბელორუსში „რეჟიმის შეცვლაზე“ საუბრობენ, ხოლო ადრე მოსკოვისადმი ლოიალურად მიჩნეული დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე კრემლის თავდასხმების ობიექტია. ამ კვირაში მედვედევმა ბელორუსიის ლიდერი იმაში დაადანაშაულა, რომ ის რუსეთს „მტრად“ წაარმოაჩენს, იმ ფონზე როდესაც სახელმწიფო ტელეკომპანიებში ლუკაშენკოზე უსიამოვნო დოკუმენტური ფილმები გადის, სახელწოდებით „ნათლიმამა“. ორივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საკუთარ თავზე განიცდის რუსეთის მყარ გადაწყვეტილებას განამტკიცოს ის, რასაც ბატონი მედვედევი მისი „პრივილეგირებული ინტერესების“ სფეროს უწოდებს. ეს განცდას მოსკოვს ის უძლიერებს, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ შემოთავაზებული ურთიერთობების „გადატვირთვა“ მისთვის იმას ნიშნავს, რომ აშშ აღარ დაობს მოსკოვის ბატონობაზე რეგიონში, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის დროს აკეთებდა. ბ–ნი ობამა ცდილობს რუსეთის დახმარება საკუთარი პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით მოპოვოს, როგორებიცაა ირანის ბირთვული ამბიციების შეკავება და თალიბანის დამარცხება, რითაც ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას იმის განცდას უჩენს, რომ აშშ–ს რეგიონში დემოკრატიის დაცვა უკვე ნაკლებად აინტერესებს. ბელორუსიასთან ურთიერთობა დღეს უკრაინულის მსგავსი სქემით ვითარდება, როდესაც მედვედევი სიტუაციას ამწვავებდა, ადანაშაულებდა რა უკრაინის პროდასავლელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსოფობიაში ადანაშაულებდა. იმ თებერვლის არჩევნებზე, წარსულში კრემლის ფავორტიმა კანდიდატმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. იანუკოვიჩმა შეცვალა უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიბერალური კურსი უკრაინაში და ის მოსკოვისკენ მიმართა. ლუკაშენკო, რომელსაც აშშ–მ ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა, პროდასავლელი ლიბერალი ნამდვილად არ არის. მაგრამ როგორც ჩანს კრემლმა მტკიცედ გადაწყვიტა შეცვალოს ის უფრო დამყოლი კანდიდატით ან იმდენად შეასუსტოს ლუკაშენკო, რომ ის მოსკოვზე დამოკიდებული გახდეს. ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, კრემლის რისხვა თავს მაისში დაატყდა, როდესაც რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირის ამოქმედებას ბოიკოტი გამოუცხადა. საბაჟო კავშირი რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის საყვარელი პროექტია. შურისძიებამ არ დააყოვნა. ივნისში მოსკოვმა მას გაზის მიწოდება შეუწყვიტა და სახელმწიფო კომპანია „გაზპრომისთვის“ ვალის, 228 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მანამდე ის ანალოგიური ტაქტიკას უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ კამპანია მოსკოვის ახალი მოთხოვნის პრელუდიაა: კრემლს სურს ბელორუსის ნაციონალური ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომთან“ შერწყმა. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გახმოვანდება, როდესაც დასუსტებული ლუკაშენკო არჩევნებში გაიმარჯვებს. ყირგიზეთში დაგეგმილ კენჭისყრას (მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც სადაც განთავსებულია როგორც რუსული, ასევე ამერიკული სამხედრო ბაზა) ცენტრალურ აზიაში ერთადერთი საპარალემენტო დემოკრატიის შექმნა უნდა მოჰყვეს. აპრილის რევოლუციის შედეგად აქ პრეზიდენტი ბაკიევი დაამხეს. ბატონმა მედვედევმა ამ გეგმას „კატასტროფა“ უწოდა, და მოსკოვი ღიად უჭერს მხარს პრორუსულ პარტიას, რომელიც პირობას დებს, რომ ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს აღადგენს. ზაფხულში ყირგიზეთი დაშლის საფრთხის წინაშე იდგა, როდესაც ქვეყნის სამხრეთში ყირგიზებს და უზბეკურ უმცირეოსობას შორის ეთნიკურმა ძალადობამ იფეთქა. იმის შიშით, რომ არეულობის გაგრძელებას შეეიძლება მთელი შუა აზიის დესტაბილიზაცია მოჰყოლოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხრეთ ყირგიზეთში სასაზღვრო არმიის ნაწილები გაგზავნა. ამერიკული ბაზა „მანასი“, რომელიც ნატოს ავღანური ოპერაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კრემლს დღესაც აღიზიანებს. ის განრისხებული იყო, როდესაც ბაკიევმა, მას შემდეგ ორმილიარდიანი რუსული კრედიტის მიღებაზე გარანტიები მიიღო, პირობა დაარღვია და ბაზა არ დახურა. მოსკოვი მომავალი დახმარების სანაცვლოდ გეგმავს ყირგიზეთის ახალ მთავრობას ამერიკელებისთვის დღის წესრიგის გადაცემა აიძულოს. შუა აზიის სხვა ქვეყნებში რუსეთი ეკონომიკურ მარწუხებს უჭერს, რათა განამტკიცოს ბატონობა ახალ „დიდ თამაშში“ დასავლეთთან და რესურსებზე მოწადინებულ ჩინეთთან რეგიონის ენერგეტიკული მარაგებისთვის. უზბეკ დიდქტატორთან, პრეზიდენტ კარიმოვთან გარიგების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებაში საბჭოთა პერიოდიდან რჩებოდა, „გაზპრომმა“ უზბეკეთის უზარმაზარ გაზის ექსპორტზე მონოპოლია მოიპოვა. თუმცა, მეზობელმა თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგების მოცულობის მხრივ მეხუთე ქვეყანაა, ჩინეთში მილსადენი გახსნა, რომელიც პირველი ასეთი მილსადენია შუა აზიაში, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის. თურქმენეთს ევროკავშირიც ეფლირტავება, რომელიც ცდილობს მის დარწმუნებას იმასი, რომ მომავალში გაზი „ნაბუქოს“ სავარაუდო მილსადენს მიჰყიდოს, რომელიც ასევე რუსეთს გვერდის ავლით უნდა აშენდეს, რომ ევროპის მოსკოვზე დამოკიდებულება შეამციროს. ყაზახეთის გაწევრიანებამ პუტინის საბაჟო კავშირში, ქვეყნის შიგნით შიშები გააჩინა იმის თაობაზე, რომ რუსეთი მას ნელ–ნელა ეკონომიკურად შთანთქავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოითქვა ვარაუდი, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ერთიანი ვალუტის შემოღება გახდება. პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომელიც ხელისუფლებაში 1991 წლიდანაა, ინარჩუნებდა ბალანსს რუსეთს, ევროპას და ჩინეთს შორის, მაგრამ წელს მას 70 წელი შეუსრულდა, აშკარა მემკვიდრე კი არ ჩანს, რაც მოსკოვს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ახალი მმართველის შერჩევის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. ყოფილი საბჭოთა რეგიონისთვის ბრძოლა არსად ისეთი დაძაბული არ არის, როგორც კავკასიაში, რომელიც ევროპის შუა აზიის ენერგეტიკულ სიმდიდრესთან დამაკავშირებელი კარიბჭეა. უკრაინასა და ყირგიზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით უკანასკნელი ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ არ წაშლილა პროდასავლური „ფერადი რევოლუციების“ კვალი. 2008 წლის ომის გამო რუსეთთან გამოყოფილი რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ, ევროპაში საქართველოს პრეზიდენტის რეპუტაცია შელახა, ამ ფონზე კი ობამას თეთრი სახლი ბუშზე ბევრად ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. კრემლი განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას, სეპარატსტულ რეგიონებში ჯარებს ანთავსებს და 2013 წელს სააკაშვილის მეორე ვადის ამოწურვისთვის ქართველ ოპოზიციონერებს კეთილგანწყობილი მემკვიდრის პოვნაში არწმუნებს. მეზობელმა სომხეთმა კავკასიაში მოსკოვის გარნიზონის სტატუსი განიმტკიცა, როდესაც აგვისტოში რუსეთის სამხედრო ბაზას საკუთარ მიწაზე ყოფნის ვადა კიდევ 24 წლით, 2044 წლამდე გაუხანგრძლივა. აზერბაიჯანი კასპიის ნავთობზე გამდიდრდა, რომელიც ევროპას საქართველოს და თურქეთის გავლით“ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის“ მილსადენით მიეწოდება. ამაში მას ენერგეტიკული კომპანიების ინვესტიციები დაეხმარა, რომლებსაც ამერიკული მთავრობა უჭერდა მხარს. ამან ბაქოს მოსკოვისგან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა შესძინა, თუმცა დარჩა მოუგვარებელი კონფლიქტი სომხეთთან მთიანი–ყარაბახის ირგვლივ, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს მისი ყოფილი საბჭოთა პატრონისგან მნიშვნელოვნად გამიჯვნა არ შეუძლია. თუკი საბრძოლო მოქმედებები განახლდება, რუსეთს აქვს იმის ძალა მოვლენები აზერბაიჯანის სასარგებლოდ არ განვითარდეს, ეს კი მილსადენს საფრთხეს უქმნის. 2008 წლის ომის დროს რუსეთის გამანადგურებლები უშედეგოდ ცდილობდნენ ნავთობსადენის ქართული მონაკვეთის დაბომბვას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts