planetanews Posted October 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ქართველი ხალხის მაღალი საცხოვრებელი სტანდარტები ევროკავშირისთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა , რადგან ის მხარს უჭერს თბილისის სვლას ევროპული ინტეგრაციისკენ, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რეგიონალურ მთავრობას ეძღვნება. ანგარიშში, რომლის ავტორიცაა პოლონეთის ვარმინსკო-მაზურსკის რეგიონის ხელმძღვანელი, იაცეკ პროტასი და რომელიც ევროკავშირის რეგიონების კომიტეტისთვის დაიწერა( CoR), ნათქვამია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებისადმი ქვეყანაში, კავშირის პრიორიტეტია. ვარდების რევოლუციის შემდგომ 6 წელიწადში საქართველომ, მიუხედავად ისეთი აშკარა პრობლემებისა, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი და კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის მშენებლობაში, განვითარებასა და საბაზრო ეკონომიკაში. CoR-ი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალურ და ადგილობრივ მთავრობებს ევოკავშირში, აღმოსავლეთის სამეზობლოს ქვეყნებთან დაკავშირებით ანგარიშების სერიას გამოსცემს. პროტასის ანგარიშის თანახმად, წარსული რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ დონეზე მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სათანადოდ მოქმედი ადგილობრივი სახელისუფლებო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და მოუწოდა საქართველოს ხელისუფალთ, მომავალში, როდესაც ადგილობრივი მმართველობა საქართველოში უფრო მოიკიდებს ფეხს, განიხილოს უფრო დაბალი რგოლის მთავრობის შემოღების საკითხი, ან გაზარდოს მუნიციპალიტეტთა რაოდენობა. მან ასევე საქართველოს ადგილობრივი მთავრობებისათვის ფონდების ტრანსფერის მექანიზმის გამოსწორებისკენ, და რეგიონული განვითარების სამინისტროს ამ მექანიზმში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაფინანსების დეცენტრალიზაციაა საჭირო. ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას ევროკავშირისთვის უზარმაზარი ნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა მდებარეობს პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონში, რომელიც მგრძნობიარეა მთავრობის ხშირი ცვლილებების მიმართ და სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ ცოტა ათობით შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტი წარმოიქმნა. საქართველო მდებარეობს ეთნიკურად, რელიგიურად, ლინგვისტურად და ისტორიულად ძალიან ჭრელ რეგიონში და მას არა აქვს ევროპის მოდელის მსგავსი არანაირი დემოკრატიული ტრადიციები. სწორედ ამიტომაა, რომ რეგიონულ განვითარებასა და საქართველოში ადგილობრივი მმართველობის განმტკიცებისთვის ჩადებული ინვესტიციები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი სტანდარტების, ასევე დემოკრატიზაციის პროცესის თვალსაზრისით. ევროკავშირის მხარდაჭერას შეუძლია დახმარება ევროპული ღირებულებების გავრცელებისა და ქართველთა შორის ევროკავშირისადმი ნდობის ჩამოყალიბების პროცესში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts