planetanews Posted October 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/times2.gif რიჩარდ ბისტონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების მიმართ რუსეთის ამბიციების გასაგებად, სასურველია იმ არაორაზროვანი განაცხადების გახსენება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ხუთი წლის წინ გააკეთა. იმ დროს კრემლის ბინადარმა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში თავის თანამემამულეებს უთხრა, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო. საბჭოთა უშიშროების ყოფილ ოფიცერს შეუძლია მიულოცოს საკუთარ თავს ის, რომ დარწმუნების, დაშინების, ძალადობის, ვაჭრობის, ფულის და ძველმოდური დიპლომატიის წყალობით, მან შეძლო რუსეთის გავლენის აღდგენა ბევრ რესპუბლიკაზე იმ თხუთმეტიდან, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირში შედიოდა. ძველი იმპერიის სრული აღდგენა არაპრაქტიკული და არასასურველია თავად რუსებისთვისაც კი, მაგრამ მოსკოვის ირგვლივ ევრაზიის კონტინენტის ცენტრალიზაცია აბსულუტურად შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი პუტინი, როგორც ჩანს, რუსეთის მართვას მომდევნო 14 წლის განმავლობაშიც განაგრძობს, ცხადია ის საკუთარი გავლენის გაფართოვებას და გამნმტკიცებას შეეცდება. უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვება, რომელიც უკრაინაში მოსკოვის მოკავშირე პრეზიდენტ იანუკოვიჩმა მოიპოვა და ზიანი, რომელიც მიადგა ექვსი წლის წინ ხელისუფლებაში ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად მოსულ პროდასავლურ ძალას. დასავლეთის კიდევ ერთი ფავორიტ საქართველოს კვლავ პრეზიდენტი სააკაშვილი მართავს, მაგრამ ორი წლის წინ რუსეთთან ომის შემდეგ, როდესაც მას მხარს უჭერდა ბუშის ადმინისტრაცია და დევიდ კამერონიც კი, დღეს ბევრად უფრო იზოლირებულია და გავლენა დაკარგა. რუსული გავლენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც კი იგრძნობა, რომლებიც ოცი წლის წინ მოსკოვს თითქოს საბოლოოდ გაემიჯნენ. ამ თვის დასაწყისში ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია „თანხმობის ცენტრი“ მეორე ადგილზე გავიდა. სინამდვილეში, დასავლეთი, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და ყურადღება ავღანეთზე აქვს მიჯაჭვული, რუსეთის აღორძინებაზე არანაკლებ აგებს პასუხს, ვიდრე თავად კრემლის ამბიციები. ფართოდ რეკლამირებულ „გადატვირთვის ღილაკს“, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობაში ხელი ობამას ადმინისტრაციამ დააჭირა, მოჰყვა ის, რომ ამერიკის ყოფნა რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ბუშის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით. ამ თვის ბოლოს პრეზიდენტი სარკოზი დოვილში სამიტს აწყობს, სადაც იმედოვნებს „ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სივრცის“ დაანონსებას, რომლის მიზანიც ევროკავშირის რუსეთთან კავშირი და ამ სივრციდან ამერიკის გარიცხვაა. მაგრამ, როგორც ეს ყველა რუსმა „ბაბუშკამ“ იცის, სურვილებთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. უზარმაზარი იმპერიის კონტროლი, რომელიც ბალტიის რეგიონიდან წყნარ ოკეანემდეა გადაშლილი, ასევე კავკასიის და ცენტრალური აზიის დაპყრობა – ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული საქმეა. ყოფილი მოკავშირეები, როგორიცაა მაგალითად ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, შეიძლება მოულოდნელად მოწინააღმდეგის ბანაკში გადახტნენ. უკრაინამ შესაძლოა ორიენტირი მართლაც რუსეთზე აიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ ჩქარობს. შესაძლოა, რუსეთმა მოახერხა საქართველოს იზოლირება, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მისსავე საზღვრებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია სწრაფად უარესდება. მოსკოველ ჩინოვნიკებს შეიძლება ახარებდეთ ნატოს პრობლემები ავღანეთში, მაგრამ თუკი ალიანსი ამ ქვეყანას დატოვებს, რუსეთს მოუწევს აჯანყების შედეგებთან გამკლავება, რაც შესაძლოა ემუქრებოდეს მის შუა აზიელ მოკავშირეებს. მართალია, პუტინი და რუსული ელიტები ძველებურად არიან შეპყრობილები დასავლეთისგან მომავალ სავრაუდო საფრთხესთან ბრძოლით, მაგრამ მათ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მოსკოვისთვის რეალური გამოწვევა ჩინეთია, რომელიც სწრაფად აფართოვებს საკუთარ გავლენას ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts