Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 13 ოქტომბერი


Recommended Posts

13 ოქტომბერს, 09.30 საათზე, სასტუმრო ,,ამბასადორში”, საქპატენტისა და ევროკავშირის ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.

 

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი, საპატრიარქოსთან მდებარე კარის წმიდა გიორგის ტაძრიდან, ლიტანიობით გაემართება ხელოვნების მუზეუმთან, სადაც 10:30 საათზე სხვადასხვა ტაძრის მრევლი შეიკრიბება.

 

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ~რედისონში”, “ელიტ-ელექრონიქსი” და იაპონური ბრენდი “SHARP”-ი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

 

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობა და კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს წყლის დამუშავება-ფილტრაციის ტექნოლოგიურ პროცესს გააცნობს.

 

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკრაინის ვერხოვნა რადასთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს ჯგუფის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი შეხვდება.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი

 

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-სომხურ-რუსულ #81-ე საჯარო სკოლას ეწვევა და ახალ სპორტულ მოედანს გახსნის.

მის: ჩკალოვის ქ. №3

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყობა.

მის: მცხეთა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია

 

13 ოქტომბერს, 11.30 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს.

თემა: “პროფესიული სასწავლებლების გაუქმება”.

 

13 ოქტომბერს, 11.45 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია, პროექტის “ვუსმენთ თბილისს” ფარგლებში, სოფელ აგარაკის მოსახლეობას შეხვდებიან.

შეკრების ადგილი: ლისის ტბის ტერიტორიაზე, ბავშვთა სოფელთან

საკონტაქტო პირი ლელა ჯოხაძე – 899 214854

 

13 ოქტომბერს, 11:50 საათზე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება.

ფრაქციის სათათბირო ოთახი

 

13 ოქტომბერს, 12.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “ეროვნული ფორუმის” ერთ–ერთი ლიდერი კახა შარტავა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

მის: აღმაშენებლის #89/24

საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია 8(77) 20 81 60; 8(99) 78 09 03

 

13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “პუშკინის სკვერში” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გამართავს აქცია-გამოფენას, სახელწოდებით – “დაზოგე წყალი”.

 

13 ოქტომბერს, 12.00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანცელარიაში სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციის წარმომადგენლებს მიიღებს.

 

13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

13 ოქტომბერს, 12:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება.

გიორგი წერეთლის სათათბირო ოთახი

 

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თეთრების” ოფისში, თემურ შაშიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “იგნორირება, თვალთვალი, ტყუილი, სოციალური დემაგოგია…”.

მის: ღამბაშიძის ქ. #4

 

13 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

13 ოქტომბერს, 13:30 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

მის: აღმაშენებლის #89/24

საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია – 8(77) 20 81 60; 8(99) 78 09 03

 

13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ზემო და ქვემო ხვითის და ნიქოზის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

 

13 ოქტომბერს, 15.00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ Georgian Fashion Week –ის ორგანიზატორები მოდის კვირეულის პროგრამისა და საპატიო სტუმრების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც განიხილება 130 000 ხელმოწერით საქართველოს პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივის რეგისტრაციის საკითხი, “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 221)

 

13 ოქტომბერს, 15.00 საათზე, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღესთან დაკავშირებით, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, მთაწმინდის პანთეონში, ეროვნული გმირის საფლავს პატივს მიაგებს.

 

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესტორან ,,პურის სახლში” დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, M–GROUP-ისა და მუსიკოს ზაზა კორინთელის (ზუმბა) ერთობლივი პროექტის ,,ქართული სუფრის საგანძური” პრეზენტაცია გაიმართება.

 

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზ. №74-ის წინ (ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი) მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

 

13 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ლოცვას აღავლენს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...