Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "ქართული პარტია" ოფიციალურად დაფუძნდა


Recommended Posts

რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იქნება ის პრიორიტეტები, რომელსაც ახალი გაერთიანება "ქართული პარტია" გაატარებს.

 

გაზიარება

[18:26 12-10-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLRwJo9C7SI/AAAAAAAAEG4/_YSpEdVp_Ls/s200/2166277cd8d497da01bf13ea429149fe.jpgპარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ განცხადება მედიის წარმომადგენლებს "შეარტონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გააცნო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დაშლისა და ნგრევის პროცესი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იწვევს.

განცხადების მიხედვით, მთავარი, რაც სააკაშვილის რეჟიმს აცოცხლებს, არის ქვეყანაში გამეფებული ნიჰილიზმი და უიმედობა; სწორედ ამ ნიჰილიზმის დასაძლევად გაერთიანდნენ განსხვავებული წარსულის და ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანები, რადგან მიიჩნევენ, რომ ერთობის გარეშე გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. როგორც სუბარმა აღნიშნა, პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის. კეთილდღეობაში, მისივე თქმით, სამ უმთავრეს პრინციპს უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი.

ახალი პარტიის ლიდერების აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის აუცილებელია ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ასევე, შიდა სტაბილურობა, მოქალაქეთა თანასწორობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სტაბილური ეეკონომიკური განვითარება, მაღალი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვისკენ მისაწვდომობა და მოქალაქეთა სოციალური დაცვა.

სუბარმა მედიის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის ჩამონათვალიც, რომელზეც "ქართული პარტია" შემდგომში სახელმწიფოს მართვას დააფუძნებს - ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი პარლამენტი, რეპრესიული სისტემის მოშლა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება, მედიის თავისუფლება, სამმართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება.

"შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიმართა ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული პარტიის" გუნდის პრეზენტაცია. ამ გუნდში შედიან - ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

"ინტერპრესნიუსი"

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-3475581801994534659?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...