Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ახალი ონლაინ სერვისები სამოქალაქო რეესტრში


Recommended Posts

სამოქალაქო რეესტრი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ინტერნეტ ქსელის მეშვეობით რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს.

 

სამოქალაქო რეესტრში აცხადებენ, რომ ახალი სერვისები უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლისთნავე იგეგმება. სამოქალაქო რეესტრის თვმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტი გადაეგზავნება ფოსტით. პასპორტის ღირებულება 205 ლარი იქნება, მოქალაქეს კიდევ მოუწევს საფოსტო მომსახურების თანხის გადახდა. ამ დროისთვის უცხოეთში მყოფი პირი პასპორტის მისაღებად ონლაინ რეჟიმში ავსებს განცხადებას და საქართველოში დამზადებული დოკუმენტი უცხოეთში მყოფი პირის წარმომადგენელს გადაეცემა, ან საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტის მიღება საქართველოს საკონსულოების მეშვეობით შეუძლია.

 

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შედეგად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის - დაბადების, ქორწინების მოწმობების მისაღებად, სახელის ან გვარის შესაცვლელად, სამოქალაქო აქტში შესწორების შესატანად, განმეორებითი მოწმობების მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფ პირს სააგენტოს ვებ-გვერდზე განცხადების შევსება ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

 

კიდევ ერთი სიახლე: საზღვარგარეთ მყოფ პირს უფლება ექნება ონლაინ განცხადებით საქართველოში მოითხოვოს მოწმობის შესაბამის ენაზე თარგმნა და აპოსტილით დამოწმებაც. საკანონმდებლო ცვლილებებით არასრულწლოვანის პასპორტის გაცემის პროცედურებიც მარტივდება.

 

საზღვარგარეთ მყოფ მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს და არასრულწლოვან შვილებზე პასპორტის გაცემისთვის აუცილებელი თანხმობა სააგენტოს ოპერატორის წინაშე ელექტრონული კავშირის საშუალებით დააფიქსირონ.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...