planetanews Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/bno-news.jpg ბრიუსელი – ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგი ხუთშაბათს 2008 წლის რუსულ-ქართული ომით დაზარალებულ სივრცეებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას მოითხოვდა ჰამერბერგმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში მის უკანასკნელ ვიზიტს ეფუძნება. მან აღნიშნა რომ სასწრაფოდ აუცილებელია იმ დარჩენილი პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც საომარი დაპირისპირების დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ანგარიშში მოყვანილია ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული დაცვის ექვსი პრინციპი: დაბრუნების უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება ზრუნვასა და მხარდაჭერაზე; ფეთქებადი და ომის სხვა ნარჩენი მასალისგან დაცვის უფლება; უკანონობისგან დაცვის უფლება; დაკავებულთა დაცვის, გათავისუფლებისა და მძევლად აყვანის პრევენციის უფლება და საერთაშორისო დახმარებისა და ყოფნის უფლება. 2008 წლის აგვისტოში რუსეთს და საქართველოს, ქართული მთავრობის მცდელობის შემდეგ კონტროლი აღედგინა სამხრეთ- ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაზე, ხუთდღიანი ომი ჰქონდათ. მას შემდეგ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი. კონფლიქტის შემდეგ დაახლოებით 100 000 ადამიანი სამხრეთ-ოსეთის მახლობელი რეგიონიდან, შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილდა. დიდი რაოდენობა დაბრუნდა, მაგრამ ეთნიკურად ქართველების უმეტესობა, რომლებიც სამხრეთ-ოსეთიდან გამოიქცნენ ვერ დაბრუნდნენ. ”ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისმა აქტორმა უნდა უზრუნველყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება, ისევე როგორც შეუზღუდავი გადაადგილების თავისუფლება კონფლიქტით დაზარალებულ სივრცეებში” – განაცხადა ჰამერბერგმა. კომისარმა საქართველოს მოუწოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიანიჭოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რადგან ეს პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას ითხოვს. ძალიან ბევრ მათგანს არ მიუწვდება ხელი წყალზე, კანალიზაციაზე, საბაზისო მომსახურებაზე და იმყოფებიან ასაფეთქებელი და ომის სხვა ნარჩენების საფრთხის ქვეშ. ”უნდა გაგრძელდეს ომის სახიფათო ნარჩენების მოცილება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია დაბრუნების უფლების ეფექტური განხორციელებისა და იმ პირთა უსაფრთხოებისათვის, ვინც ომით დაზარალებულ ზონებშია დარჩენილი”. ჰამერბერგმა რუსეთსა და საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელი მოაწერონ და რატიფიცირება გაუკეთონ კასეტური იარაღის კონვენციას და ბოლოს მან კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ძალიან მცირე პროგრესია მიღწეული ომით დაზარალებულ სივრცეებში იმ საერთაშორისო ჰუმანიტარული აქტორების შესვლასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანი მოსახლეობის დაცვა და დახმარებაა. კონფლიქტში ასობით რუსი, ქართველი, ოსი და აფხაზი სამხედრო და 160 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ერთი უცხოელი მშვიდობიანი მოქალაქე, ჰოლანდიური ტელეკომპანიის RTL-ის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი სტემ სტრისმანი იმ დროს დაიღუპა, რუდესაც რუსეთის საჰაერო ძალები ქართულ ქალაქ გორს ბომბავდნენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts