planetanews Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) ჩეჩნეთში, რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის უშუალო ინიციატივით განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვით აღინიშნა მოსახლეობის ფართე ფენებისთვის არც თუ ისე ღირშესანიშნავი თარიღი _ ვლადიმერ პუტინის დაბადების 58 წლისთავი.ქ.გროზნოს ცენტრში ახმედ კადიროვის სახელობის მოედანზე გაიხსნა ვ.პუტინის სახელობის მუსიკალური შადრევანი. იმავე დღეს ქ.გუდერმესის იპოდრომზე რ.კადიროვმა ჩაატარა ვ.პუტინის დავადების დღისადმი მიძღვნილი დოღი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ელიტარულმა მოჯირითე მხედრებმა.ამ ღონისძიებებს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე ნალჩიკში თავდასხმა მოხდა შს ქალაქის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსზე. იგი დაიჭრა იმ აფეთქების შედეგად, რომელიც განხორციელდა ამ დილით ყაბარდო–ბალყარეთის დედაქალაქის ახოხოვის ქუჩაზე. დაუდგენელი ტიპის ბომბი ამოქმედდა მისი სამსახურეობრივი „ВАЗ-2131“ ავტომანქანის ძარის ქვეშ. აფეთქების სიმძლავრე შეფასებულ იქნა 100 გრამ ტროტილის ექვივალენტად. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე Edited October 11, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted October 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) დღეიდან იარსებებს ეს ტემა ,სადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე. მასში გაერთიანდება საინტერესო ინფორმაციებიც.თემის დანიშნულებაა არსებობდეს ერთი თემა ამ კუთხით . ბევრი ინფორმაცია გროვდება და .... Edited October 11, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 ინგუშეთის პრემიერს ალექსეი ვორობიოვს ლოთობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლება ემუქრება.როგორც ინგუშეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი კალოი ახილგოვი საკუთარ ბლოგზე წერს, ვორობიოვის თანამდებობიდან გათავისუფლება წლის ბოლომდე რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაწყვეტილებით გადაიდო.“კავკაზ-ონლაინის” ინფორმაციით, ვორობიოვი თანამდებობიდან ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს და ამის შესახებ მაშინ რიგი საინფორმაციო საშუალებებიც იუწყებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს, ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 ყაბარდო–ბალყარეთში ააფეთქეს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების მანქანა. ამის შესახებ, ადგილობრივ ძალოვნებზე დაყრდნობით, რუსეთის მასმედია იტყობინება. როგორც აღნიშნავენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედებული იყო ავტომანქანა „Урал“–ის მოძრაობისას ვლადიკავკაზ–პიატიგორსკის გზის მონაკვეთზე, ქალაქ ჩეგემიდან ერთ კილომეტრში. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან არავინ არ დაშავებულა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 16:47 11-10-2010 რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტის მოქალაქეებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორ კვირაში უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, 90 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში. როგორც ნინო კალანდაძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. კერძოდ, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები შეექმნათ, რადგან მათ საქართველოს ვიზის მიღებისთვის მოსკოვში ჩასვლა უწევდათ. "ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ მეზობელ ხალხებთან. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი გავრცელდება ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე. --- პ.ს. არ მივესალმები... რუსეთის წესებით ვთამაშობთ ისევ... ხოლო მიშა ცუდ რაღაცეებში ერთვება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მე კი მგონია არაფერს არ ვკარგავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 lasha_aloმე კი მგონია არაფერს არ ვკარგავთ.ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად უვიზო რეჟიმის დაწესებით თრუსოს ხეობელი ოსებისა და ორგანიზაცია "დარიალის" სურვილი შესრულდა. ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების კომენტირებისას განაცხადა. "რა შედეგებს მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება, რთული სათქმელია, რადგან კარგად გვახსოვს თრუსოს ხეობის ოსების და მათი ინტერესების გამომხატველი ორგანიზაცია "დარიალის" ქმედება. მათი ოცნება იყო, ლეგალურად შემოეღწიათ საქართველოს ტერიტორიაზე და მერე აქ რა მოხდებოდა, არავინ იცის", - განაცხადა არეშიძემ.მისივე ვარაუდით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველი ორი ფაქტორი შეიძლებოდა გამხდარიყო. "ალბათ ფიქრობენ, რომ ეს დაეხმარება ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, ოილად შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი საკმაოდ ბევრია – ყაბარდო-ბალყარეთში 2000-მდე ქართველი ცხოვრობს, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, სოჭსა თუ როსტოვის ოლქში. ასევე, ალბათ, საუბარი იქნება იმაზე, რომ ეს არის ნაწილი საქართველოს კავკასიური პოლიტიკისა, რომ კავკასიელებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი საზღვრის გადმოლახვის დროს", - განაცხადა არეშიძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2010 ხმედ ზაკაევმა იჩქერიის მთავრობა დაითხოვა 12.10.2010 14:44 ახმედ ზაკაევმა იჩქერიის მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და იმ ჩეჩენი მებრძოლების ერთგულებაზე დადო ფიცი, რომლებმაც უარი თქვეს, დამორჩილებოდნენ დოკუ უმაროვს. როგორც რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ ზაკაევმა განუცხადა, „ჩეჩენმა მებრძოლებმა კავკასიის მითიური ემირატისგან დისტანცირება ამჯობინეს და სურთ, იჩქერიის საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნდნენ“. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ამიერიდან იჩქერიის უმაღლეს ორგანოს - „თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს _ შურა მეჯლისს“ გაკაევი ჩაუდგა სათავეში, მინისტრთა კაბინეტი უნდა გადამდგარიყო. გასულ კვირას ჩეჩნეთის რამდენიმე საველე მეთაურმა საჯაროდ თქვა უარი, ერთგულების ფიცი დაედოთ უმაროვისადმი და ლიდერად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს. ზაკაევის აზრით, ისინი უმაროვის დაქვემდებარებიდან იმის გამო გავიდნენ, რომ მიხვდნენ, ემირატის მიზნებს ჩეჩნეთის ინტერესებთან არაფერი ჰქონდა საერთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted October 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2010 დაარიგოს უვიზო, რამდენი ბაევიკი ირბენს იქეთ აქეთ, ცოტა ხანში გამოჩნდება,სულ ააფრინა ამ საცოდავმა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2010 `დემოკრატიული მოძრაობა_ერთიანი საქართველო” ჩრდილოკავკასიასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას, საქართველოს ხელისუფლების მორიგ პროვოკაციული ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შეიძლება ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პარტიამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ვერ იმუშავებს და ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ მისიას ვერ შეასრულებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და ამჯერად ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის აღდგენა ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. “საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები მიზანმიმართული პროვოკაციაა. პროვოკაციაა, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს ქვეყნებად მოიხსენიებენ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ღიად აცხადებს რუსეთთან უპირობო დიალოგისთვის მზაობას, საქართველოს ხელისუფლება ცალმხრივად იღებს მსგავს პროვოკაციულ გადაწყვეტილებებს, რაც დამატებით არგუმენტებს აძლევს რუსეთის ფედერაციას, საქართველო ტერორისტული დაჯგუფებების მფარველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს”,_ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2010 რა ვიცი აბა.მამნეტ ჩვენი რა მიდის?მეორეს მხრივ რატომ ვატრაკებთ იმ ასპარეზზე სადაც ვერ გავქაჩავთ? მესამეს მხრივ რატომაც არ ვცადოთ?მეოთხეს მხრივ იმიტომ არ უნდა ვცადოთ რომ ლუზერების ხელშია ამ პროცესების მართვა. რასაც ხელი მოკიდეს ყვეალფერში ჩაისვარეს და რაღა ეხლა გაქაჩავენ?აი ესენი ტრიალებს ჩემს თავში ამ თემის ირგვლივ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.