გიორგი68 Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გუშინ გვირგვლიანის შესახებ გაიხსნა თემა და დღეს ამ ინფორმაციას წავაწყდი..ასე რომ ვისაც საქართველო დემოკრატიის შუქურა გგონიათ,თავისი უმაღლესი სამართალით და მოუსყიდავი სასამართლოთი, კარგათ წაიკითხეთ..აი ეს არის სამართალი და დემოკრატია.. — 11.10.2010 15:31 —Греческий полицейский, убивший подростка, приговорен к пожизненному заключению Суд над греческим полицейским, убившим 15-летнего подростка в 2008 году, завершился обвинительным приговором в виде пожизненного заключения. Инцидент произошел два года назад, когда в результате конфликта полицейского наряда с группой подростков один из офицеров применил оружие. Ранее «Газета.Ru» сообщала, что офицер полиции Эпаминондас Корконеас утверждал, что был атакован тинейджерами и был вынужден защищаться. Суд не принял во внимание доводы подсудимого. Напарник Корконеаса Василис Саралиотис был признан виновным в соучастии в преступлении. Приговор ему пока не оглашен. Суд проходил при повышенных мерах безопасности в городе Амфиса в 130 километрах к западу от Афин. Власти перенесли процесс в этот город, опасаясь повторения волнений. http://gazeta.ru/new...n_1558297.shtml Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 იცი რატომ მოხდა იქ ეგ? მიტინგი "არცერთი შუშა არ ჩამტვრეულა" ეგრე კი არ იყო, გადაწვეს ბევრი რამე. აქ კი იკაკანებენ და წავლენ სახში , ევროპას დაანახებენ რომ ცივილური ერი ვართ, არადა ამ დროს იმას ანახებენ, რო ჩმორიკები ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 DonCaredoმიტინგი "არცერთი შუშა არ ჩამტვრეულა" და მარტო შუშა..ხალხს ხელებში სისხლის მიმოქცევა დაერღვათ,იმდენი ხანი ჰქონდათ მაღლა აწეული.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გიორგი68Греческий полицейский, убивший подростка, приговорен к пожизненному заключению საქართველოში მოკლულს ადანაშაულებენ და რაზეა ბაზარი? პოლიცია ყოველთვის მართალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გიორგი68Греческий полицейский, убивший подростка, приговорен к пожизненному заключениюთან მანდ რიკოშიეტით მოკვდა მე მგონი ბიჭი... ეგეც პოლიტიკური სასჯელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 newstudioთან მანდ რიკოშიეტით მოკვდა მე მგონი ბიჭი... ეგეც პოლიტიკური სასჯელია...მაგაშია საქმე,რომ იქ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა ახალგაზრდა და ამას იმხელა საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა,რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელს..ჩვენთან კი პოლიციელთა ჯგუფმა(ჯგუფი ეს უფრო დამამძიმებელია) წამებით მოკლა ადამიანი და ვითომც არაფერი..ერთად ერთი ოპოზიციის ლიდერებმა ჩაიწერეს ქულები და ამით დამტავრდა ყველაფერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გიორგი68მაგაშია საქმე,რომ იქ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა ახალგაზრდა და ამას იმხელა საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა,რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელს..ჩვენთან კი პოლიციელთა ჯგუფმა(ჯგუფი ეს უფრო დამამძიმებელია) წამებით მოკლა ადამიანი და ვითომც არაფერი..ერთად ერთი ოპოზიციის ლიდერებმა ჩაიწერეს ქულები და ამით დამტავრდა ყველაფერი..ხალხი წკიპზეა უკვე... ნუ გინდ დაიჯერეთ გინდ არა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გაზეთი ,,ქრონიკა", - ავტორი: - დარეჯან მეფარიშვილი; - ,,ამ ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში პოლიციელებს ძაღლებს აღარ ეძახიან, რომ ,,ვარდების რევოლუციის" პირმშო ქართული პოლიცია როგორც არასდროს, ისეთი ჰუმანური და კანონდამცველია. სხვა თემაა, რატომ აძლევს შს მინისტრი რუსულ გამოცემას ინტერვიუს, თუ, რა თქმა უნდა, გავიხსენებთ ,,ნაციონალურ" ლოზუნგს - რუსეთი ჩვენი მტერია! ისიც სხვა თემაა, სააკაშვილი გულზე პუტინმიწებებულ სობჩაკს მკერდს რომ უთვალიერებს და თან რევოლუციურ მიღწევებზე ელაპარაკება და ისიც სხვა თემაა, ქართველ ჟურნალისტებს არც მიშა და აეც ვანო არ კადრულობენ, რა თქმა უნდა, თუ ეს ჟურნალისტები ჯიბეში არ უზით. როგორც ჩანს, ,,ნაციონალური" ელიტის ამ პრ ,,ხუთვარსკვლავიან პროფესიონალს" ქართველი, ოღონდ თავისუფალი ჟურნალისტისგან დასმული კითხვების ეშინია: ჩვენ ხომ რუსებზე კარგად ვიცით, რატომ არ ეძახიან პოლიციელებს ძაღლებს? ვანო მართალია, დიახ, დღეს ქართულ პოლიციას ძაღლებს აღარ ეძახიან! დღეს პოლიციელებს მკვლელებს ეძახიან! ეს ვიცით ჩვენ და ვანო რატომ დაგვიჯდება მაგიდასთან, რატომ გასცემს კითხვებს პასუხებს? ის კი არა, შსს ,,ალია ჰოლდინგთან" კომენტარებს ვერ იმეტებს... რა უნდა თქვას ვანოს ჯიბის პიარ ადმინისტრაციამ, რით უნდა იმართლოს თავი, როცა ფაქტს დაუდებ? ფაქტს, რომელიც განძრახ მკვლელობას უკავშირდება და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს მკვლელობა პოლიციელმა, თან მაღალი რანგისამ, ჩაიდინა?! ასეთ შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ვერაფერს იტყვიან, ან უკეთეს ვარიანტში ამბობენ, - წინააღმდეგობა გაგვიწია და ვესროლეთო. ამბავი, რომლის დეტალებიც ,,ქრონიკამ" გაარკვია, ბორჯომში მოხდა: 8 ოქტომბერს ,,ფეისბუქზე" ჩემმა კოლეგამ, ირმა ინაშვილმა, ინფორმაცია დადო: ,,ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბორჯომში 21 წლის ბიჭი პოლიციის უფროსმა მოკლა, 12 ტყვია დაახალა". ინფორმაციას ასევე ჩემმა კოლეგამ, გიორგი მოლოდინმა მიაწერა: ,,სადმე ითქვა ეს ინფორმაცია ,,ფეისბუქის" გარდა? მონებო! აქ ღიად თუ ვერ დაწერთ, პრივატში მაინც მომწერეთ ინფორმაცია!" გიორგის ვინმე მიხეილ ჯაფარიძემ მისწერა, რომ, თურმე, ჟურნალისტები ეფექტზე და სკანდალზე, გამოგონილ ზღაპრებზე გაიყიდნენ და ბუნებრივია, 21 წლის ბიჭის დახვრეტის ამბავიც, ალბათ, მსგავს გამოგონებად მიიჩნია. მოკლედ, ,,ქრონიკა" გაჰყვა ამ ,,გამოგონილ ამბავს" და ზუსტად დაადგინა, რომ : ბორჯომში პოლიციამ მოკლა 21 წლის ბიჭი, რეზო არუცევი. მას, დაახლოვებით, 12 ტყვია აქვს მოხვედრილი. ბორჯომის პოლიცია აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა. არადა, სხვა შემთხვევაში ვანო სპეცოპერაციებს, ლამის, პირდაპირ ეთერში ატარებინებს თავის "არაძაღლურ პოლიციელებს", საინტერესოა რატომ არ დებენ ოფიციალურ საიტზე მაინც ამ"წარმატებულ" შემთხვევას? მიზეზი იმ დეტალებშია,რომელზეც ხმამაღლა ჯერ დაზარალებულის, ოჯახიც არ ჰყვება - მიცვალებული ჰყავთ დასატირებელი და ალბათ,ამიტომ. "ქრონიკის" ინფორმაციით, არუცევი პოლიციას თვალში არ მოსდიოდა. მას ხშირად იბარებდნენ განყოფილებაშიი. თავად ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში ამას იმით ხსნიან, რომ, თურმე, არუცევი " მოძველბიჭო" იყო. ძველბიჭობა თუ დახვრეტას გულისხმობს, რაღა გვეთქმის?! პოლიცია ამბობს, რომ, ტურმე, არუცევმა პირველმა ისროლა და ამიტომ უპასუხეს სროლით. ხალხი სხვა ვერსიას გვიმხელს: "ეს ბიჭი ცოტა მოძველბიჭო მართლა იყო, მაგრამ საშიში რატომ აღმოჩნდა, არ ვიცით. როგორც ცნობილია,იარაღი არ ჰქონია თან, პოლიციელები უცებ დაესხნენ თავს და ამანაც გაიბრძოლა, რის გამოც ესროლეს. ამბობენ, თავად პოლიციის უფროსმა დაახალა ტყვიებიო, თუმცა რამდენად მართალია, არ ვიცით", - განგვიცხადა ერთმა ბორჯომელმა,და თუნდაც გაეწია არუცევს წინააღმდეგობა,ესროლა კიდეც, რა საჭირო იყო 12 ტყვიის დახლა? როგორც ბორჯომლები ამბობენ, 21 წლის ბიჭს პოლიციელის ხელიდან საკონტროლო გასროლაც მოხვდა. საკონტროლო ტყვიაც გეგმმაში შედიოდა,თუ ეს არის ნაძაღლარი პოლიციის გადმონაშთი?! ასე პოლიცია მაშინაც არ იქცეოდა,როცა ძაღლებს ეძახდნენ.ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში ისიც გვითხრეს, რომ, თურმე, მოკლული არუცევი რეციდივისტი ყოფილა. კანონით, რეციდივისტი მრავალჯერ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევს ჰქვია.21 წლის ბიჭი ვერანაირად ვერ მოახერხებდა რეციდივისტობას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად პოლიციელმა, რომელმაც გვარი და სახელი სათქმელად ვერ გაიმეტა (წესით, როცა პასუხობს, უნდა თქვას) ტელეფონი გაგვითიშა. ამ ტრაგედიის მოყოლა"ფეისბუქით" დავიწყე და "ფეისბუქითვე" დავამთავრებ. ეფექტებზე და სკანდალებზე აგებული ჟურნალისტიკის "ავტორმა" ჟაფარიძემ მომწერა: გეტყობათ, კარგად ხართ განსწავლული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების სტრუქტურებში და სისტემაში... სტრუქტურაში ნამუშევარი თუ არა, ალბათ, საბჭოტა ჟურნალისტი ბრძანდებით". ჯაფარიძის გასაგონად მინდა ვთქვა - არ ვარ 2003 წლის შემდეგ დაბადებული და გამოვიარე საბჭოთა წყობა, რომელმაც უფასოდ მომცა საშუალება, მესწავლა, იურიდიულიც დავამთავრე და ვიცი კანონმდებლობა, ასე თუ ისე, მათ შორის, საბჭოთაც და დამნაშავე ვარ ამიტომ? თუ ჯაფარიძისთვის ახალგაზრდების მკვლელობა "ბაირამობაა", სკანდალი და გაგონილი ამბავი, ეტყობა, ჯერ არ მიუკაკუნებია მსგავს "გამოგონებას" მისი სახლის კარზე... ნურც მიაკაკუნოს, მაგრამ მაინც რომ მიაკაკუნოს და მერე ეს მე დავწერო, სკანდალი გამოვა? საინტერესოა, მაშინაც საბჭოთა გაზეთის საბჭოთა ჟურნალისტი ვიქნები? ამაზეა ნათქვამი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო..." N: - 41 (459) 11 - 17 ოქტომბერი, - 2010 წელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2010 გუშინ საბერძნეთის სასამართლომ პოლიციელს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა მოზარდის მკვლელობის გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.