babuagiorgi Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 ერთხელ გავიგე, რომ ჩეხეთის მიკარგულ სოფელში გერმანელების ოჯახი ჩამოსულა დასავენებლად. მოკლედ ასეთი რომანტიკული დასვენება ორი კვირა სოფელში ბავშვებით. მიზანი იყო ბავშვებს სოფლის ცხოვრება ენახა. გაგეცინებათ და აინტერესებდატ ძროხა როგორ იწველება და ჩვეულებრივი სოფლელი კაცის დღე. თან მუშაობდნენ თან ეცნობოდნენ სოფლის ცხოვრებას.გაჭირდა ეხლა ასეთი ბიზნესი ჩეხეთში. სანთლით ვერ იპოვი სოფლად ოჯახს რომლსაც რამე საქონელი და საერთოდ ტრადიციული სოფლური ცხოვრება ჰქონდეთ. მინდა გავაკეთო აქ ვებ-გვერდი, ოთხ ენაზე ჩეხური, ინგლისური, ფრანგული და გერმანული, სადაც შევთავაზებთ რომანტიკულ-ეკზოტიკურ დასვენებას ქართულ სოფელში.ამ ამბეს დასჭირდება მსურველები საქართველოდან, ვინც თანახმა იქნება ასეტი უცხოური ოჯახი მიიღოს ვთქვათ 2 კვირით. საჭმელი, დასაძინებელი და ახლო მახლო ექსკურსიების შესაძებლობა უნდა ჰქონდეთ. გამოსაანგარიშებელია 2 კვირი განმავლობაში რა დაუჯდება სოფლად ეს ოჯახს და რამედენი უნდა გადაახდევინოს ამ უცხოელებს. მოკლედ ფასები წინასწარ უნდა იყოს ცნობილი. აქ ვებ-გვერდზე მოთავსდება საქართველოდან დასასვენებელი ადგილის სურათები, ოჯახის სურათები სადაც სტუმრებს მიიღებენ, იმ რეგიონის სურათები და ა.შ. გავაკეთებთ ამის რეკლამას ნეტში.ეს გასაკეთებელი იქნება იმ ენებზე რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და თუ ვინმე ხართ ევროპაში, გინდათ ამ საქმეში მონაწილეობა მიიღოთ დამიკავშირდით. მოვილაპარაკოთ როგრ. ვინც საქართველოში ხართ აქაც დაგვჭირდება მონაწილეობის მიღება. პრინციპში ჯერ გვინდა ადგილები სადაც შესაძლებელი იქნება პოტენციალური დამსვენებლების გაგზავნა. ვინც საზღვარგარეთ აქ ევროპასი ხართ, შეგიძლიათ თითო კაპიკი თქვენც გააკეთოდ ამ შუამდგომლობისათვის.თუ ეს ამბე გამოვიდა, პრინციპში სოფლად ვიღაც ოჯახს სამუშაო ექნება, და ასეთი ტიპის ტურიზმით საქმეც გაკეთდება. რას ფიქრობთ ამ იდეაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 babuagiorgiრას ფიქრობთ ამ იდეაზე? შესანიშნავი იდეაა. ესპანურ და ბასკურ ენაზე ჩემზე იყოს. ვინც საქართველოში ხართ აქაც დაგვჭირდება მონაწილეობის მიღება. პრინციპში ჯერ გვინდა ადგილები სადაც შესაძლებელი იქნება პოტენციალური დამსვენებლების გაგზავნა.ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა ჩემის აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 პ.ს. არც თუ მარტივი ორგანიზაცია დასჭირდება მაგ საქმეს, მაგრამ იდეა შესანიშნავია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 დასვნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ექსტრიმი თუ აინტერესებს ვინმეს კოღოებით, ნესტით, ზაფხულში სიცხით და ზამთარში სიცივით, დამიკავშირდეს თქვენ გელით დაუვიწყარი 2 კვირა კოლხეთის დაბლობზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 პ.ს. არც თუ მარტივი ორგანიზაცია დასჭირდება მაგ საქმეს, მაგრამ იდეა შესანიშნავია. ხო და ვაპირებ ამის ორგანიზირებას.ვებ-გვერდი და რეკლამა ევროპაში პრობლემა არ იქნება. ჩეხეთშიც მოვვანახავ ასეთი დასვენების მსურველებს. გერმანიაც არ უნდა გამიჭირდეს პრინციპში.ამ საქმეს უნდა ვებ-გვერდი რომელსაც ამ დღეებში ავაწყობ. ჰოსტინგი და დომენი მაქვს ავაწყობ ამას http://www.georgian-style.net ზე თანს ახელიც უხდება.დასავლეთში დაველაპარაკები სანათესაოს და მოვძებნი პირველ მსურველებს საქართველოში. რაც ეხება ესპანეთს, ძალიან კარგი, მაშინ დავამატებ ესპანურ ენასაც. ხო და მიხედე იქ ამ ამბეს შენ. მივუთითებ მერე შენს კოორდინატებს, რომ მსურველებმა დაგირეკონ და ა.შ. პ.ს. ვითომ დაველაპარაკო ტურიზმის სამინისტროს რამე დახმარება ხომ არ შეუძლიათ?ეკონომიკის მინისტრის მოადგილეეს უკვე ვესაუბრე ამ თემაზე. გზაში იყო და ამ კვირაში დაველაპარაკები უფრო დეტაილურად. დასვნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ექსტრიმი თუ აინტერესებს ვინმეს კოღოებით, ნესტით, ზაფხულში სიცხით და ზამთარში სიცივით, დამიკავშირდეს თქვენ გელით დაუვიწყარი 2 კვირა კოლხეთის დაბლობზე უნდათ რომელია. ზუსტად ეს უნდათ სატურნ.ხო და გამომიგზავნე სურათები. 1. მსურველი სახლის სურათები, დასაძინებელი ადგილი და საერთოდ ყველაფერი.2. ახლო მახლო რამე ღირშესანიშნავი ადგილი დასათვალიერებლად და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მე პრინციპულად ვარ ტურიზმის წინააღმდეგი ასე რომ უკაცრავად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მე პრინციპულად ვარ ტურიზმის წინააღმდეგი ასე რომ უკაცრავად ეს არ იქნება ტრადიციული ტურიზმი, არამედ ასეთი ოჯახური ტიპის.წარმოიდგინე ეხლა საქართველოში მიკარგულ სოფელში თუ ჩავიდა ასეთი რამოდენიმე ოჯახი, შემოსავალი ექნება იმ ხალხს ხო? უბრალოდ კარგი საქმე გაკეთდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მოკლედ მე მოვსინჯავ ამ ამბეს, კვირის ბოლომდე მექნება უკვე ვებ-გვერდები და შევეცდები პირველი მსურველები საქართველოში ვიპოვო და მერე ვისაც გაგიხარდებათ შემოუერთდით. ჩვენც გავაკეთებთ აქ პაწა ფულს და რაც მთავარია ქართულ სოფელში იქნება რამე შემოსავალი. ბოლო-ბოლო ეგზოტიკურზე ეგზოტიკური ულამაზესი მხარე გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 Saturnდასვნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ექსტრიმი თუ აინტერესებს ვინმეს კოღოებით, ნესტით, ზაფხულში სიცხით და ზამთარში სიცივით, დამიკავშირდეს თქვენ გელით დაუვიწყარი 2 კვირა კოლხეთის დაბლობზე მარგალ რექო სატურნ, წიე? babuagiorgi ჩეჩმების ამბავი თუ არ მოგვარდა, არაფერი გამოვა მაი საქმიდან - ია ტაკ დუმაიუ თუმცა ჩეჩმაც რომანტიკული ხომ არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მარგალ რექო სატურნ, წიე? ნწუ. იმერელ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 Saturn მარგალ რექო სატურნ, წიე? babuagiorgi ჩეჩმების ამბავი თუ არ მოგვარდა, არაფერი გამოვა მაი საქმიდან - ია ტაკ დუმაიუ თუმცა ჩეჩმაც რომანტიკული ხომ არ არის? მოკლედ საქართველოში მსურველების პრობლემა არ უნდა იყოს და აქ ვიცი ასეთი ტურისზმის მოყვარულებიც არიან და ვნახოთ. ჩეჩმა რა არი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 babuagiorgiჩეჩმა რა არი? ხის ეულად მდგომი, უკაცრავად და, ტუალეტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 (edited) Saturnნწუ. იმერელ ძლივს არ ვნახე იმერელი ამ ფორუმზე სატურნ მუდამ მზიანი სამტრედია თუ ხონი? Edited October 11, 2010 by gendolf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 Saturn ძლივს არ ვნახე იმერელი ამ ფორუმზე სატურნ მუდამ მზიანი სამტრედია თუ ხონი?რაის იმერელი, მარტვილელი გაქანებული მეგრელია. მალავს ამ ამბეს. ხომ იცი შსს ყველაფერს მალავენ. ისე და თემას ნუ აოფებთ, საქმეზე ვისაუბროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 სატურნ მუდამ მზიანი სამტრედია თუ ხონი? სამტრედიასა და აბაშას შორის მაქვს სოფელი. ფორმალურად სამეგრელოს ეკუთვნის, მაგრამ იმერული სოფელია. მეგრულს იქ ვერ გაიგებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.