planetanews Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ”მშრალი კანონის” ხსენება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საბჭოურ პერიოდსა თუ გორბაჩოვის ”პერესტროიკასთან” ერთად, ანდროპოვის ”დისციპლინასაც” აუცილებლად გაახსენებს. მაშინ, ის საყოველთაო მღელვარება, რაც მთელ საბჭოთა სივრცეში ”მშრალი კანონის” შემოღებას მოჰყვა, სრულიად უმტკივნეულო პროცესი აღმოჩნდა სვანეთისთვის, რადგან ”რუსკაია ვოდკა” თუ არა, სვანებს გამოხდილი რახი აღარ ელეოდათ. გაზიარება[ნანა ფაჟავა. 16:31 10-10-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLGyPvZKdPI/AAAAAAAAEGg/JjmxJl7XOVQ/s200/31183_105257982857322_100001193635786_42962_4380465_n.jpgახლა კი, ეტყობა მესტიაში რახის კასრებიც დაცარიელდა და ბახუსის მოყვარული სვანების გაგულისებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მაღაზიებიდან ქარხნული წარმოების არაყიც გაქრა. ალკოჰოლური სასმელი კი არა დახლებიდან სამი დღის წინ ლუდიც ჩამოუღიათ.”რაც ანდროპოვმა ვერ ქნა, ჩვენმა პრეზიდენტმა გაგვიკეთა-სააკაშვილმა გაგვასუხოიზაკონა!”-ასე დაიწყო ”პრესა. გე”-სთან საუბარი ერთმა მესტიელმა კაცმა და ცარიელი ჭიქით, საქართველოს მთავრობას სულ ”გრძელ-გრძელი” სადღეგრძელოები უძღვნა. საკმაოდ არაკორექტული ”თამადის” სიტყვებიდან მხოლოდ იმ ნაწილს გაგაცნობთ, სადაც ”გაზაკონების” მიზეზებზეა საუბარი. ”მესტიის ცენტრში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხომ მიდის, სახლებს ხომ არემონტებენ, ჰოდა, იმ მუშებს დალევა აეკრძალათ. არაყი და ღვინო კი არა, პივასაც არ ასმევენ. 18 ოქტომბრამდე უნდა დაასრულონ მუშებმა რემონტი, თორემ უსიამოვნება მაგათ კი არა, ადგილობრივ მთავრობასაც არ ასცდება. ალკოჰოლურ სასმელის მიღებას იმიტომ კი არ უკრძალავენ, არიქა და მუშა არ ჩამოვარდეს ხარაჩოდანო, არამედ იმიტომ, რომ სამუშაოები არ შენელდეს და თავი არავინ შეიქციოს. კი ბატონო, არ დალიოს იმ მუშამ, მაგრამ სხვამ რა დააშავა? იცით, ვინ აღასრულებს ”სუხოი ზაკონს”?-საგადასახადო სამსახური. მათი თანამშრომლები ყველა მაღაზიაში მივიდნენ და მეპატრონეებს ვიტრინიდან ბოთლები ჩამოაღებინეს. გუშინ ერთი მეგრელი კაცი დააკავა პოლიციამ, მუშა. თურმე, სასტუმრო ”მესტიის” რესტორანში, სადაც ცოტა ხნის წინ ნელი ნავერიანის ნათესავები დააპატიმრეს და რომელსაც სამთავრობოს ეძახიან, სამუშაოს დასრულების შემდეგ შესულა ეს კაცი და ვახშამი შეუკვეთავს, მერე არაყიც მოუთხოვია, მაგრამ მეპატრონეს უარი უთქვამს. გასულა ეს კაცი რესტორნიდან და მალე სპირტიანი სასმელით დაბრუნებულა. სასტუმროს მეპატრონეს კი ეს არ მოსწონებია და გაწევ-გამოწევაც დაწყებულა. როცა ჩხუბი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, პოლიციაც გამოჩნდა და ხულიგნობის ბრალდებით მუშა დააკავა. ახლაც ზის კაპეზეში, ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს”. ”პრესა.გე” ვითარების გასარკვევად მესტიის საგადასახადო სამსახურის უფროსს, გოგი მარგველანს ტელეფონით დაუკავშირდა. იგი ”მშრალი კანონის” ამოქმედებასთან მისი უწყების კავშირს არ უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს. უმჯობესია, ინტერვიუს დეტალების გაცნობის შემდეგ დასკვნები თავად მკითხველმა გააკეთოს. ბატონო გოგი, რატომ კრძალავს თქვენი სამსახური მესტიაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას, ”მშრალი კანონი” შემოიღეთ?-არა, საიდან მოიტანეთ, ვინ გითხრათ? დარწმუნებით ვიცი და იქნებ გულწრფელად ამიხსნათ?-არა, არა, არაფერი არ იკრძალება, უბრალოდ ჩვენი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაბარდეს ეს ობიექტები, რომელიც მიწურულშია და რომ არ დალიონ მუშებმა და მაგიტომ იყო ჩვენი გაფრთხილება და ამით არ ვკრძალავთ არაფერს. მუშები გასაგებია, მაგრამ სხვამ რა დააშავა, ლუდიც აღარ იყიდებაო, მის სმასაც უკრძალავთ ხალხს?-არა, ლუდი თუ არ იყიდება, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ახლა როგორ ავკრძალავთ ამას ჩვენ. გაფრთხილება სიტყვიერი იყო თუ წერილობითი?-რა გაფრთხილება, არაფერი გაფრთხილება არ ყოფილა. როგორ, ეს სიტყვა თქვენ არ ახსენეთ?-მე არ მითქვამს გაფრთხილება იყო-მეთქი. ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ არ მიეყიდათ მუშებისთვის. გასაგებია, მაშინ მითხარით თქვენმა სამსახურმა ვისგან მიიღო თხოვნა, რომ გამყიდველებისთვის გეთხოვათ?-არავისგან არ მიგვიღია, უბრალოდ მივიღეთ ეს რო… მუშებისთვის შეიძლება დრო არ გაყიდულიყო, მუშა არ უნდა ადიოდეს ნასვამი და რაღაცას არ უნდა აკეთებდეს. ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას ვინ გეკითხებათ, საგადასახადომ აღმზრდელობით-ზედამხედველობითი ფუნქცია შეიძინა?-ვერ გავიგე, თქვენ გინდოდათ აქ არყის ყიდვა და არ მოგცეს? ვისაც სურვილი აქვს, მას რატომ უკრძალავთ მოლხენას,თუნდაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ?-იმიტომ რომ პროექტი ჩავარდება, ძაან კარგი პროექტია რაც კეთდება. უბრალოდ თხოვნაა, გარკვეული პერიოდი, სამუშაო საათებში არ გაიყიდოს ალკოჰოლური სასმელები. იმ მუშას რაღას აპატიმრებდნენ, დღის ბოლოს თუ დალია?-არ ვიცი ვისზე ამბობთ... მუშებმა არა, მაგრამ გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მესტიაში კარგად მოილხინა.”პრესა.გე”-ს ინფორმაციით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, მისი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე და გუბერნატორი ზაზა გოროზია მესტიის ერთ-ერთ რესტორანშიადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს ყოველგვარი აკრძალვის გარეშე მიირთმევდა. ეს ინფორმაცია სატელეფონო საუბარში მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოჯახის წევრმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ შმაგი ნაკანი ”მთავრობის ხალხთან შეხვედრის შემდეგ შინ ნასვამი დაბრუნდა და ინტერვიუს ვერ მოგცემთ, ძინავსო”. დღეს დილით, შმაგი ნაკანი სამთავრობო ქეიფში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ”არანაირი ქეიფი არ ყოფილა, მთავრობის წევრებმა ობიექტების დათვალიერების შემდეგ, მესტია მალევე დატოვეს. არც ალკოჰოლური სასმელის აკრძალვის შესახებ მსმენია რაიმე”, - აცხადებს ნაკანი.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts