Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ერთი ტერმინი, ორი განმარტება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/der_tagesspiel.jpg

 

კლაუდია ფონ ზალცენი

 

ევროკავშირი და რუსეთი მხარს უჭერენ მოდერნიზაციულ პარტნიორობას, თუმცა ორივე მხარისთვის ამ ტერმინს აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა აქვს.

 

ბერლინი – ეს ერთ–ერთი იმ სამიტთაგანი იყო: გაბრწყინებული კადრებით და ბუნდოვანი განცხადებებით. ივნისში რუსეთი და ევროკავშირი როსტოვში „მოდერნიზაციულ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ. მაგალითად გამოყენებულ იქნა გერმანულ–რუსული მოდელი, რაზეც აშკარა სიამაყით მიუთითებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე. ტერმინი შემოთავაზებულ იქნა მისი წინამორბედის ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის მიერ. თუმცა, ბოლო დროს გაირკვა, რომ ევროპელები და რუსები ტერმინს „მოდერნიზაცია“ აბსოლუტურად განსხვავებულ დატვირთვას ანიჭებენ. ბერლინსა და სხვა ევროპულ ქალაქებში იმედგაცრუება მატულობს.

 

„დაგეგმილი მოდერნიზაციის გრაფიკასა და მასშტაბებზე დღესაც მნიშვნელოვნად განსხვავებული წარმოდგენები არსებობს“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანულ–რუსული თანამშრომლობის ერთ–ერთი კონფერენციის კოორდინატორმა და „ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირის“ წევრმა ანდრეას შოკენჰოფმა. რუსული ელიტის ნაწილი მხარს უჭერდა „კონსერვატიული მოდერნიზაციის“ იდეას, კერძოდ კი „ეკონომიკურ–ტექნოლოგიურ განახლებას ზევიდან, სისტემური ცვლილებების გარეშე“. ამას გარდაუვლად მოსდევს კორუფცია, აცხადებს ქრისტიან–დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბუნდესტაგში. მისი აზრით, ევროკავშირს და რუსეთს შორის „ღირებულებითი განხეთქილება“. გარდა ამისა, შტოკენჰოფმა რუსეთის ხელმძღვანელობას პროცესში მოსახლეობის ჩართვისკენ მოუწოდა. კრიტიკა უარყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა. მან აღიარა, რომ „არსებობს გარკვეული შიდა პრობლემები მოდერნიზაციულ პროექტთან დაკავშირებით“. „თუმცა ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს“, – თქვა მან.

 

ევროკავშირს და რუსეთს შორის ამ მუშაობის შედეგი დღეს მოკრძალებულად გამოიყურება – მოლაპარაკებები ახალ ხეშეკრულებაზე პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩიხში მოექცა. როსტოვში მოსკოვმაც მარცხი განიცადა თავისი წინადადებით უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ახალმა პარტნიორობამ უნდა შეამსუბუქოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს ვაჭრობის განვითარებას. ორივე მხარეს აქვს გადაწყვეტილი ისეთ სფეროებში თანამშრომლობა, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა და სამეცნიერო კვლევები. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის სტატიაში „რუსეთო, წინ!“ ქვეყნის გარდაქმნისა და მის ინოვაციურ საზოგადოებად გარდაქმნისკენ მოუწოდა. იმავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა ჩამორჩენილობა და კორუფცია. „რუსეთის ხელმძღვანელებს ესმით, რომ მოდერნიზაცია აუცილებელია“, – ამბობს ფონდ „მეცნიერება და პოლიტიკის“ კვლევითი ჯგუფის რუსეთი/დსთ–ს ხელმძღვანელი ჰანს–ჰენინგ შროდერი. „თუმცა მოდერნიზაცია არ უნდა შემოიფარგლოს გზების და საწარმოო ორგანიზაციების მშენებლობით“.                  

 

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ახალი პარტნიორობის ფარგლებში ისეთ პრობლემურ დარგებზე მიმდინარეობდეს დისკუსია, როგორებიცაა სახელმწიფოს სამართლებრივი ხასიათი და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღევანდელ დღეს ბერლინი მოსკოვს ამ საკითხებზე აქტიურად აკრიტიკებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წევრმა მარკუს ლენინგმა ყურადღება გაამახვილა რუსეთში „მზარდ სახელმწიფოებრივ განუკითხაობაზე“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ასევე ყალბ წარმოდგენებზე აზრის თავისუფლებისა და დემონსტრაციების გამართვის თავისუფლების შესახებ. იუსტიციის ფედერალური მინისტრის საბინე ლოითჰოისერ–შნარენბერგერგის („თავისუფალი დემოკრატიული პარტია) გამოსვლაშიც ოთხშაბათს საღამოს სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს მიეძღვნა, მკაფიო სიგნალი გაისმა. მინისტრის ქმით, ამ საქმეზე ღიად საუბარი მომავალშიც საჭიროა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...