Jump to content
Planeta.Ge

ბურები საქართველოში


Recommended Posts

  • Replies 206
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=09-10-2010%2021:43   ჩვენ სად ჯანდაბაში წავიდეთ?   იმ ავადსახსენებელი მოდერირებული ქრონიკის მერე აღარაფრის მჯერა, მაგრამ მაინც

Saturn

Siknadmo ჩემი თანამემამულეები იმ შემთხვევაშიც დასაქმდებოდნენ, ვინმემ რომ სერიოზული ფერმერული მეურნეობები გამართოს. ვეღარ უწევს ეს ერთ და ორ ჰექტარზე მოწეული მოსავალი კონკურენციას მასობრივ წარმოებას ხო

Nukriko

ხო ხვალე აპოკალიფსი იქნება თუ სუბსიდირება დაიწყო ქვეყანამ..   ჯერ ესერთი ვისაც რაზეც უნდა იმაზე დავენიზლავები, რომ ეს შენი ბურები, დიდი ვერაფრით ვერ გააუმჯობესებენ სოფლის მეურნეობას. მეორეც, გყავს უამ

Posted Images

georgekh13

ჯერ ვერა, ჯერჯერობით სხვა მდინარეში მიედინება ჩემი შემოსავლები, მაგრამ იმ წელს მოვახერხებ იმედია... დარწმუნებული ვარ რომ არაბუნებრივად გაძვირდება ნორმალური ადგილები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://medianews.ge/index.php/ka/content/58445/

 

პაატა კოღუაშვილი: ბურები ინვესტიციის ჩადებას კი არა, ახლა დასათვალიერებლად ჩამოსულებს ბინის ქირასაც საქართველო უხდის

 

საბეჭდი ვერსია

 

საქართველოს მთავრობის პროექტი, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ჰოლანდიელი ფერმერების, ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა. ხელისუფლების განცხადებით, ბურები ქართულ აგრარულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა დანერგავს და თავიანთი გამოცდილების გადმოტანას აპირებენ, რაც ქართული სოფლის მეურნოების აღორძინებას შეუწყობს ხელს.

 

რას მოუტანს აღნიშნული პროექტი ქვეყანას და რა რისკები ახლავს თან? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ექსპერტს სოფლის მეურნეობის დარგში, პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.

 

_ ბატონო პაატა, ბურები თავიანთი გამოცდილებით და ინვესტიციებით, რამდენად შეძლებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებას?

 

_ არავითარი გამოცდილების გადმოტანა მათ არ შეუძლიათ. იმიტომ, რომ ბურებმა არ იციან ქართველ გლეხზე მეტი. უკანასკნელი 20 წელია ქართველ გლეხს არ მივეცით საშუალება, თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ის, პრაქტიკულად, გაღატაკებული და თითივით გალოკილია. მას არ დავხმარებივართ არაფერში, გარდა იმისა, რომ გადავუგდეთ ერთი ჰექტარი მიწა და ქვეყნის გამოკვების მთელი პასუხისმგებლობა ავკიდეთ. ახლა კი ვაცხადებთ, რომ ქართველი გლეხი უმაქნისია და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბურების ჩამოსახლება და მათი გამოცდილების გადმოტანაა საჭირო.

 

_ როგორც ამბობენ, ბურები ქართულ აგარარულ სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავენ.

 

_ თანამედროვე ტექნოლოგიები ქართველ გლეხსაც რომ მივცეთ, ის ნებისმიერი მაღალი რანგის ევროპელ გლეხზე და ფერმერზე მეტს გააკეთებს. ჩვენ არ ვაძლევთ ქართველ გლეხს არც ინვესტიციას და არც არაფრით ვეხმარებით. საერთოდ, ასეთი საკითხის გადწყვეტა ასე უბრალოდ არ ხდება. პრობლემა ისაა, რომ ერთ დილით გაიღვიძა მთავრობამ და ასეთი აზრი მოუვიდა თავში. ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი აფრიკაში და უთხრა ამ ბურებს, ჩამოდით ჩვენთანო. ასეთი გადაწყვეტილბების მიღებისას მთავრობა ვალდებულია საკუთარ ერს მინიმუმ აზრი მაინც დაეკითხოს. უნდა ეკითხათ, სურს თუ არა ქართველ ხალხს, მიიღოს სხვა ტრადიციის, სხვა ხასიათის უცხო ტომელი 40 000 ოჯახი? ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, როგორც წესი, დემოკრატიული მთავრობები რეფერენდუმს ატარებენ ხოლმე.

 

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ხალხი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას აპირებს. ისეთ მნიშვნელოვან დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა. ინვესტიციების ჩადება ცუდი რატომ უნდა იყოს?

 

_ არავითარი ინვესტიციების ჩადებას ისინი არ აპირებენ. ტყუილია ეს. ინვესტიცია კი არა, ახლა დასათვალიერებლად ჩამოსულები რომ არიან, ბინის ქირასაც საქართველოს მთვარობა უხდის.

 

_ აბა, რა საჭირო იყო მათი ჩამოსახლება, რა სარგებელს მოუტანს ეს ინიციატივა ჩვენს ხელისუფლებას?

 

_ ჩვენ გვაქვს აღებული უზარმაზარი პასუხისმგებლობა დასავლეთის წინაშე, ევროკავშირის წინაშე. სხვათაშორის, ამ პასუხისმგებლობას ხელი მოაწერა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 100 000 ე.წ. თურქი მესხი კარზეა მომდგარი.

 

_ ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ბურების ჩამოსახლების ინიციატივით მხოლოდდამხოლოდ დასავლეთს ასიამოვნეს?

 

_ არავითარი დასავლეთი! ეს კიდევ ერთი კაპრიზია. დავით აღმაშენებლის მიმბაძველობით აკეთებენ ყველაფერს. აკვიატებად აქვთ ქცეული, მაგრამ არ უფიქრდებიან, ეს რას მოუტონს ქვეყანას, რადგან საქართველოში ყველაფერი დიდებული და აღმშენებლური დაკავშირებულია დავით აღმაშენებელთან, ჰგონიათ, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება სასიკეთო იყო. ეს არის სიმბოლური, 40 000 ყივჩაღი და 40 000 ბური. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყივჩაღების უდიდესი ნაწილი საქართველოდან გაძევებულ იქნენ, რადგან მათ დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ, ორჯერ მოაწყეს შეთქმულება. ისინი ვერ შეეწყვნენ საქართველოს იმიტომ, რომ ვერ გაიგეს ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური და კულტურული მაჩვენებლები. ვერც ბურები გაიგებენ. ასე არ ხდება, გაიღვიძო და მოგივდეს აზრი თავში, რომ ქართველი გლეხი უვიცია, გაუნათლებელია, ტლუა და ამიტომ აფრიკიდან უნდა ჩამოვუყვანო ფერმერები, რომ რამე ასწავლონ. ნურას უკაცრავად! ქართველი _ ეს არის ბურჯი და რეზერვი ქვეყნის შენებისა, ეს არის იმედი ქართული სახელმწიფოებრიობისა. ეს უნდა გაიგოს ყველამ!

 

ბურები ვერ იცხოვრებენ ქართველების გვერდით. წარმოუდგენელია ამხელა მასის მიღება. სად გინდა, რომ ჩაასახლო და როგორ? _ ამ

 

პროცესს, სერიოზული პრობლემები და დაპირისპირებები მოჰყვება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით აღმაშენებლის მიმბაძველობით აკეთებენ

რას აკეთებენ დავით აღმაშენებლის მიმბაძველობით აბა? დავითმა ჯერ ეკონომიკურად გააძლიერა საქართველო რეგულარული არმია შექმნა და მერე მოიგო დიდგორი ამ კაზიოლმა ომით დაიწყო მოღვაწეობა არმიის ჩანასახი დათვს ახოცინა და ეხლა ასახლებს ყივჩაღებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ საიტზე შებრძანდით, ნახეთ რა გაცხარებული შრომაა ბურების ჩამოყვანაზე

 

სატურნი დამცინოდა , ეხლა რას იტყვის?

http://www.boers.ge/

 

TLU SA / TAU SA MEDIA RELEASE: GEORGIA SHOWS PROGRESS WITH DYNAMIC AGRICULTURE PROJECT

Date Posted: Thursday 30-Dec-2010

 

Issued by: TAU SA

Enquiries: Mr Bennie van Zyl

General Manager TAU SA

Cell. 00 995 91 91 51 11

Navrae: Mnr. Bennie van Zyl

Date: Wednesday December 29, 2010

 

The empty political promises of peace, security and prosperity of not long ago from an already vanished political party will necessarily emerge as anybody watches developments in Georgia. One cannot help wondering whether they might have thought about Georgia.

 

The favorable conditions under which investors in Georgia can invest should be taken notice of. This applies not only to primary agriculture, but also to other sectors of the economy. A government that is positive and takes dynamic future driven decisions may be one of the strongest aspects that make the difference. Stimulating tax policies to encourage production rather than putting a damper on entrepreneurs has been implemented. About 7 years ago there was more crime and corruption in Georgia as currently in South Africa. An act by a government who is determined to fight crime has completely turned around the situation so much so that, for example, single women can walk through dark parks at night without fear of assault. According to Transparency International Georgia is placed first internationally with the reduction of corruption in their country.

The agreement between the government of Georgia and TAU SA to help turning the the negative impact of socialism and communism in the agricultural sector, is showing it first successes. The general manager of TAU SA, Bennie van Zyl is currently there for a period of three months during which a study of the conditions are made. Prof Koos de la Rey and dr. Ben Stander will join him early in January. Many farmers who no longer seen an opportunity to produce food in South Africa as well as other persons are very interested to go there to make investments.

 

In order for interested parties to get a clearer view on agricultural opportunities, there will be two information tours information. The first will be from January 24 to 29 and the second from 7 - 11 February 2011. More details are available on the website www.boers.ge and the necessary entry form is also available. The closing date for registration both tours is 13 January 2011.

 

Enquiries can be directed to bennievz@gmail.com or +995 91 91 51 11

 

http://www.africancrisis.co.za/Article.php?ID=88384&

 

ამ ხალხსაც აბოლებენ?

სირცხვილო :(

 

According to Transparency International Georgia is placed first internationally with the reduction of corruption in their country.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

რა ჰქნეს ჩამოვიდნენ უკვე,თუ გვაშინებენ..

ჩამოსვლით ჯერ არა, მაგრამ ძალიან აქტიურ პროპაგანდას აქ ადგილი

ნახე ლინკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ბურებს თუ მიწები აჩუქეს, ან მიჰყიდეს სამუდამოდ,მიშას ხელისუფლება სარზე იქნება გასასმელი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან მიჰყიდეს სამუდამოდ

მოიცა, მიწის ყიდვას როგორ აუკრძალავ? შენ სადაც ცხოვრობ მანდ ფული რომ გქონდეს მიწას ვერ იყიდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა, მიწის ყიდვას როგორ აუკრძალავ? შენ სადაც ცხოვრობ მანდ ფული რომ გქონდეს მიწას ვერ იყიდი?

 

 

 

კი იყიდი,მაგრამ ამ ხელისუფლების არ მჯერა და მაგ მიწებს პროსტა დაურიგებენ.ეგრე მგონია და ვნახოთ რა.

 

გაეშვი მეთქი ამ ამერიკას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი იყიდი,მაგრამ ამ ხელისუფლების არ მჯერა და მაგ მიწებს პროსტა დაურიგებენ.ეგრე მგონია და ვნახოთ რა.

 

გაეშვი მეთქი ამ ამერიკას.

რას ქვია გავეშვი კაცო? შენ გინდა სწორ პრინციპებზე აწყობილ ქვეყანაში იცხოვრო და მე ძღრენში? ეგრე სადაა? მიწა და უძრავ-მოძრავი ქონება საბაზრო ფასად უნდა იყიდებოდეს, აბა სსრკ ხო არაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რას ქვია გავეშვი კაცო? შენ გინდა სწორ პრინციპებზე აწყობილ ქვეყანაში იცხოვრო და მე ძღრენში? ეგრე სადაა? მიწა და უძრავ-მოძრავი ქონება საბაზრო ფასად უნდა იყიდებოდეს, აბა სსრკ ხო არაა?

 

 

ქართველებს მიწები უნდა ჩამოართვან და ვიღაც გადამთიელებს უნდა მიყიდონა არა და ეს შენი აზრით მართალი საქციელია?

 

რაც შეეხება ამერიკას,ორ საუკუნეზე მეტი მოუნდნენ ამისთანა ცხოვრების შექმნას ამ ქვეყანაში და არა მგონია მიშამ ათ წელში ეს გააკეთოს მანდ.

 

 

ნიშნის მოგებით ლაპარაკს გადაეჩვიე ჩემთან და ვნახოთ რა.

 

აქ მალტაზე ვერ იყიდი მიწას,მოქალაქე თუ არა ხარ..

 

 

მოქალაქეობასაც აძლევენ თურმე მამენტალნად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...