T_A_T Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 ამ შიზოფრენიკმა თუ ჩაიდო ეს გოგრაშიველოდები როდის მოუნდება საზამთროები კაკლის ხეზე.....იქნებ წამოგორდეს მერე ჩრდილში და ლეწოს ყიფლიბანდში Siknadmoსაინტერესოა დაწესებული თანხიზ ზემოთ გადახდა ( ანუ გაორმაგებული და მეტი ფასი საბაზროსთან შედარებით) -შეიძლება გაფორმდეს და თუ არა ესეიგი ქეშად წავა "ნამატი?"---ცნობისმოყვარეჩაიდანი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 შენ გჯერა რომ თელავში 1 ჰექტარში 8 ათას $ -ს გადაიხდის ვინმე? ახლა სახლი თუ არის აშენებული, მაშინ სხვა ამბავია.ყოველ შემტხვევაში იმის მჯერა რომ 40 $ ძვირია, გაცილებით ველოდები როდის მოუნდება საზამთროები კაკლის ხეზე.....იქნებ წამოგორდეს მერე ჩრდილში და ლეწოს ყიფლიბანდში Siknadmoსაინტერესოა დაწესებული თანხიზ ზემოთ გადახდა ( ანუ გაორმაგებული და მეტი ფასი საბაზროსთან შედარებით) -შეიძლება გაფორმდეს და თუ არა ესეიგი ქეშად წავა "ნამატი?"---ცნობისმოყვარეჩაიდანი:მოკლედ, ეგ არ ვიცი და ალბათ არ ვარ ღირსი რომ ამ მადლიან მიწაზე ჩვენ ვიცხოვროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 T_A_Tეს განაპირა ზონა არა არის?-ანუ რა მე რომ იყოს ბურების ავტონომიური ოლქი შეიძლება გაჩალიჩდეს?სიმართლე რო გითხრა, ამ ბურების ჩამოყვანას ძალიან არასერიოზულად ვუყურებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Saturnგამოხმაურების ნახვაNukriko, on Today, 04:46 PM, said:შენ იცი რომ ღვინო, ვერ საღდება ბოლომდე საქართველოში ერთადერთი ღვინო, დანარჩენი? ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ხილი? ღვინოს გარეშე შეიძლება პრინციპში ცხოვრება, იგი არ შედის სამომხმარებლო კალათაში. აი დანარჩენია მთავარი.რაია ეგი სიმონ? სახელით დეიარები ამ ფორუმზე და გოუყიდავი ბადრიჯნის ფოტოს გარეშე - მეგეთხოვება იცოდე! :D პ.ს. სიგნაჩას რატო ვერ ვცვლი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmoმოი, ამ გოგოს მოუსმინე http://www.youtube.com/watch?v=33oZGeTHZ8U&feature=player_embedded#! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 მოკლედ რომ ვთქვათ 15 ოჯახს გადმოუტანია საქართველოში თავისი ბიზნესი. 20 -მდე აფრიკული ქვეყანა ცდილობს ბურები დაარწმუნოს რომ მათთან გადაიტანონ ბიზნესი სამხრეთ აფრიკიდან. ვრცლად სტატიაში წერია ყველაფერი: 67 წლის ბურმა პიტ კემპმა (ფოტოზე) სამხეთ აფრიკაში, მპუმალანგას პროვინციის პატარა ქალაქ ერმელოში (http://en.wikipedia.org/wiki/Mpumalanga) მამაპაპისეული ფერმა თებერვალში გაყიდა და მარტიდან, ახალი ცხოვრება საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელში დაიწყო. სართიჭალაში, ქართველ პარტნიორებთან ერთად კემპმა 700 ჰექტარი მიწა იჯარით აიღო, ოჯახიც ჩამოუვიდა და არ გამორიცხავს, რომ წარსულში პროტესტანტული ეკლესიის მრევლი მალე მართლმადიდებლურად მოინათლოს. ბური კემპები უკვე საქართველოს მოქალაქეები არიან. მიწები აღმოსავლეთ ტრანსვაალში პიტ კემპმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ანტიაპარტეიდული პოლიტიკის წყალობით დაკარგა, ამბობს, რომ უკან აღარ დაბრუნდება, დღეს სიმინდი და ხორბალი მას უკვე სართიჭალაში მოჰყავს. კემპი პირველი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ერთი წლის წინ დაწყებულ რევოლუციურ რეფორმას, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით, სამხეთ აფრიკიდან ბურების გადმოსახლებას ითვალისწინებს. პიტ კემპი იმედოვნებს, რომ მის მაგალითს კიდევ ბევრი ბური მიბაძავს, რადგან საქართველოში ბევრი საქმეა. „ჟურნალისტები ყოველ კვირას მირეკავენ და ინტერვიუს მთხოვენ. მე რომ ჩემი ისტორიების მოყოლა დავიწყო ფერმაში საქმე გაფუჭდება. ასე რომ ყველას უარს ვეუბნები. არ ვიცი ეხლა რამდენი ბურია საქართველოში. სამხრეთ აფრიკიდან ჩემთან შვიდი ბური იყო ჩამოსული ფერმების სანახავად. აქ ძალიან ბევრი საქმეა.“ კემპებთან ერთად საქართველოში გადმოსახლება და ბიზნესის დაწყება ჯერჯერობით ბურების სულ 15 ოჯახმა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა აფრიკელმა ფერმერმა 90 ჰექტარი მიწა ლაგოდეხის რაიონში შეიძინა, სადაც ვენახის გაშენება და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა დაიწყო. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული სამხეთ აფრიკიდან შესაძენი მიწების სანახავად 100-ზე მეტი ფერმერი ჩამოვიდა.(იხილეთ -http://www.voanews.com/georgian/news/---80000--------------------------114491959.html) ბურების ბოლო დელეგაცია საქართველოს აგვისტოში სტუმრობდა. ჯერჯერობით, არც საქართველოს მთავრობა და არც მისი პარტნიორი რევოლუციურ პროექტში, ტრანსვაალის აგრარული კავშირი( http://www.tlu.co.za/) შედეგებით კმაყოფილები არ არიან. სიტუაციის გამოსასწორებლად გასულ კვირას დიასპორის მინისტრი უკვე მეორედ ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში. პაპუნა დავითაია პრეტორიაში ფერმერების ეროვნულ კონგრესს დაესწრო, ხოლო კეიპტაუნში, ერთ-ერთ უდიდეს კომპანია „ფარმსექიუიერს“( http://farmsecure.co.za/) ეწვია. „საქართველოში 15 ბურმა დაარეგისტრირა თავისი ბიზნესი და ახლა როცა ჩვენ სამხეთ აფრიკაში ვიმყოფებით, ისინი საქართველოში არიან დაკავებულნი იმით რომ ააწყონ საკუთარი ბიზნესი. ერთის მხრივ შემოდის კაპიტალი საქართველოში და მეორეს მხრივ შემოდის უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სფეროში.“ საქართველოს მთავრობას სამხრეთ აფრიკელი ფერმერებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას 20-მდე აფრიკული ქვეყანა უწევს, მათ შორის გამოირჩევა კონგო, სადაც წლის დასაწყისიდან საცხოვრებლად ბურების 50-მდე შეძლებული ოჯახი გადავიდა. კონგოს ხელისუფლებამ ბურებს მრავალწლიანი არენდით 80 ათასი ჰექტარი მიწა გადასცა და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის კოლეჯის მართვა დაავალა. კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ბურების მიგრაციით ტრანსვაალის აგრარული კავშირის კონკურენტი ორგანიზაცია - სამხრეთ აფრიკის აგრარული კავშირია (http://www.agrisa.co.za ) დაინტერესებული. ეს ორგანიზაცია წინააღმდეგია, რომ ბურებმა აფრიკის კონტინენტი სამუდამოდ დატოვონ. მათ მხარს უჭერს სამხრეთ აფრიკის მთავრობა, რომლისთვისაც სურსათის ექსპორტი შავ კონტინენტზე მნიშნელოვანი მიმართულებაა. საკუთრივ საქართველოში არსებული პრობლემებიდან ბურები მოუწესრიგებენ მიწის ფონდს, გასაყიდი მიწის დიდი ფართობების არარსებობას, უცხო კულტურულ გარემოს, ქვეყნის სიშორეს და მომავალში მიწის გამო ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტის რისკს გამოყოფენ. საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების კოორდინატორი დავით თამარაშვილი ამბობს, რომ „რევოლუციურ პროექტში“ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული „აღნიშნული პროექტის წარუმატებლობა თუ ჩავარდნა განაპირობა იმ გარემოებამ და პრობლემებმა, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, სოფლის მეურნეობაში. ბურებმა ვერ დაინახეს საქართველოში თავიანთი პერსპექტივა. იმ კონტექსტში საკითხის დასმა კი ბური აჯობებს თუ ქართველი გლეხი, აზერბაიჯანელი უფრო კონკურენტუნარიანი იქნება და ქართველი ვერა, შეცდომა და უხერხულია, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.“ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობა 45 პროცენტით გაიზარდა და ნაყოფიერი მიწის ფონდის 60 პროცენტი შეადგინა. საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 45 პროცენტიდან თითქმის 10 პროცენტამდე დაეცა, რასაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისა და ფასების კატასტროფული ზრდა მოჰყვა. გლეხობა და ფერმერები ამ კატასტროფულ მაჩვენებლებს მთავრობის უნიათობას, ელექტროენერგიაზე, აირზე, წყალსა და საწვავზე გაზრდილ ფასებს აბრალებენ. თავის მხრივ, მთავრობა ფიქრობს, რომ ქართველი გლეხობა გაზარმაცდა, არ უნდა სწავლა და ეზარება შრომა. შეიძლება ითქვას, უმძიმესი სიტუაციის გამოსასწორებლად, საქართველოს მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს, რომ გადმოსახლებაზე რაც შეიძლება მეტი ბური დაითანხმოს. ბურების პომპეზურ მასპინძლობებში ბიუჯეტიდან უკვე ასეულობით ათასი ლარია გახარჯული; სტუმრებს პირისპირ ხვდებიან პრეზიდენტი, პირველი ლედი და მინიმუმ ოთხი-ხუთი მინისტრი; აფრიკელების ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას, თბილისის რესტორანში დიასპორის სამინისტროს თანამშრომელმა (ჯუბა მარუაშვილმა) სტუმრების საპატივცემულოდ ბურების ჰიმნი De La Rey-იც კი ( კი იმღერა. გუშინ კი, სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა დიასპორის მინისტრმა რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს სამხრეთ აფრიკა - უელსი, უკვე „ქართველ“ ბურებთან ერთად უყურა. დამსწრე საზოგადოების გასახარად თამაში აფრიკელებმა მოიგეს. http://www.voanews.com/georgian/news/georgia-boers-129663168.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობა 45 პროცენტით გაიზარდამშვენიერი მიღწევაა, თელ მსოფლიოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობის ზრდის მიხედვით პირველზე ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 Saturnბური არსად მინახავს ჯერ აი ზანგებით კია გადატენილი თბილისიტან მათხოვრობენსაიდან მოვიდა ეს ხალხი - სამხრეთ აფრიკიდან?ერთი-ორიბური კი არ გვაწყენდა რაგბის გუნდშითანახმა ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 Saturn „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობა 45 პროცენტით გაიზარდა და ნაყოფიერი მიწის ფონდის 60 პროცენტი შეადგინაSaturnწაიკითხე ჯერ რა ინფოს დებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობა 45 პროცენტით გაიზარდა გამოდის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გლეხების 45%-მა ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი და აღტაცებული უყურებს ქვეყნის წინსვლას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2011 (edited) გამოდის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გლეხების 45%-მა ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი და აღტაცებული უყურებს ქვეყნის წინსვლას? ზაფხულში ბათუმში დადიან, ზამთარში გუდაურში, შემოდგომაზე სიღნაღში, გაზაფხულზე კი რუსთავი 2-სა და იმედის სერიალების ყურებითა და კურიერ -ქრონიკის მზერით ხალისობენ მუშაობაი არაააა Edited September 12, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2011 წაიკითხე ჯერ რა ინფოს დებ მხოლოდ სიმართლეს ყოველთვის kisaბური არსად მინახავს ჯერ აი ზანგებით კია გადატენილი თბილისითბილისში რა უნდათ, მიწაზე სამუშაოდ ჩამოვიდა ის ხალხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.