Jump to content
Planeta.Ge

ბურები საქართველოში


Recommended Posts

  On 10/11/2010 at 8:26 AM, Saturn said:

Siknadmo

 

ვიცით, არ ვიცით, ვაზის ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი და ა.შ. ეს ყველაფერი არის ლირიკა. ფაქტი კი იმაში მდგომარეობს რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი საქართველოში შემოდის ქვეყნის გარედან. და თუ როგორმე იმას მოვახერხებთ, რომ ეს პროდუქტები ქვეყანაში იწარმოებოდეს, აი სულ ცალ ფეხზე მკიდია ვინ იქნება მწარმოებელი, ბური თუ ჰოტენტოტი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არავითარი ბურები არ არიან აქ ჩამომსვლელი.

ხო, სამშობლოც ლირიკაა და თანამემამულის ინტერესებიც-შენთვის, გასაგებია,

პრაგმატული მიდგომა და პატრიოტიზმის სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ის პრობლემა რომელიც წლების განმავლობაში არსებობს საქართველოში გამოწვეული ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის შედეგად,

ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები ლობირებენ იმპორტული საქონლის შEმოდინებას საქართველოში და ბუნებრივია არ არიან დაინტერესებული ფერმერული მეურნეობების განვიტარებით,

 

ხოლო ფერმერულ მეურნეობას ხელშეწყობა სჭირდება,

ფინანსები + აგრარული განათლება, ამ საქმეში ფულია ჩასადები და მერწმუნე რომ რამდენიმე წელიწადში შედეგიც იქნება,

 

დასაქმდებიან შენი თანამემამულენი და ბოლო ბოლო მშიერი ხალხის რაოდენბა შემცირდება, რაც საბოლოო ჯამში შენტვისაც კარგია,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 206
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=09-10-2010%2021:43   ჩვენ სად ჯანდაბაში წავიდეთ?   იმ ავადსახსენებელი მოდერირებული ქრონიკის მერე აღარაფრის მჯერა, მაგრამ მაინც

Saturn

Siknadmo ჩემი თანამემამულეები იმ შემთხვევაშიც დასაქმდებოდნენ, ვინმემ რომ სერიოზული ფერმერული მეურნეობები გამართოს. ვეღარ უწევს ეს ერთ და ორ ჰექტარზე მოწეული მოსავალი კონკურენციას მასობრივ წარმოებას ხო

Nukriko

ხო ხვალე აპოკალიფსი იქნება თუ სუბსიდირება დაიწყო ქვეყანამ..   ჯერ ესერთი ვისაც რაზეც უნდა იმაზე დავენიზლავები, რომ ეს შენი ბურები, დიდი ვერაფრით ვერ გააუმჯობესებენ სოფლის მეურნეობას. მეორეც, გყავს უამ

Posted Images

Nukriko

  On 10/11/2010 at 8:44 AM, Nukriko said:

სუბსიდირების გზით

სუბსიდირების გზა მცდარია. იწვევს კორუფციული სქემების განვითარებას და გაუმართლებელ ხარჯებს ბიუჯეტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/11/2010 at 8:44 AM, Nukriko said:

სახელმწიფოს შეუძლია თუ უნდა ყველანაირ ბურების გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება, სუბსიდირების გზით.. მარა არა, ბურები გვირჩევნიაოოო..

 

სატურნ, აგერ ნუკრიკოს ვერ დასწამებ ირაციონალურ პატრიოტიზმსა და რელიგიურობას, მიუხედავად ამისა მასაც სურს სწორედ ის რაც მე და ზოგადად ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს, რელიგიური თუ სხვა მსოფლმხედველობითი განსხვევებულობის მიუხედავად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  On 10/11/2010 at 9:16 AM, Saturn said:

სუბსიდირების გზა მცდარია. იწვევს კორუფციული სქემების განვითარებას და გაუმართლებელ ხარჯებს ბიუჯეტში.

ხო საცოდავი ევროპელები.. ნტუ, ნტუ, ნტუ. როგორ მეცოდებიან..

 

 

გადახედე სოფლის მეურნეობებს საფრანგეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში და ნახავ სუბსიდირების პლიუსებს. მარა არა, მიშიკა მაგარია! :D

 

http://www.youtube.com/watch?v=ux64NWpOfgY&feature=related

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

  On 10/11/2010 at 9:15 AM, Siknadmo said:

დასაქმდებიან შენი თანამემამულენი

ჩემი თანამემამულეები იმ შემთხვევაშიც დასაქმდებოდნენ, ვინმემ რომ სერიოზული ფერმერული მეურნეობები გამართოს. ვეღარ უწევს ეს ერთ და ორ ჰექტარზე მოწეული მოსავალი კონკურენციას მასობრივ წარმოებას ხომ ხედავთ? პომიდორის თვითღირებულება, რომელიც გლეხმა მოიწია 1 ჰექტარზე, ყოველთვის უფრო მაღალი იქნება ვიდრე 100 ჰექტარზე მოწეულისა.

 

  On 10/11/2010 at 9:18 AM, Nukriko said:

მიშიკა მაგარია

შენც ბაბუები და ბებიები დაგემართა? :givi: ისწავლეთ განყენებულად, მიშა-გრიშების გარეშე აზროვნება. ან საერთოდ რა შუაშია მიშა როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოდელზე? :ravic:

 

  On 10/11/2010 at 9:18 AM, Nukriko said:

გადახედე სოფლის მეურნეობებს საფრანგეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში

ერთი ყველაზე მთავარი რაცაა ის დაგავიწყდა. საქართველოში ფრანგები და სხვა ევროპელები არ ცხოვრობენ. იმ შენი სუბსიდიებით რესტორნების დახურვა და ჯიპების ყიდვა რომ წავა, მერე გვიან იქნება წყალში გადაყრილ ფულზე ფიქრი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/11/2010 at 9:16 AM, Saturn said:

Nukriko

 

სუბსიდირების გზა მცდარია. იწვევს კორუფციული სქემების განვითარებას და გაუმართლებელ ხარჯებს ბიუჯეტში.

ამერიკის მაგალითი???

ამერიკაში არა მხოლოდ სოფლის მერუნეობის სუფსიდირება ხდება (ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) არამედ

ფინანსურად ეხმარებიან საშუალო და წვრილ ბიზნესს, მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველ წლიურად,

ლინკიც დავდე ადრე ამის შესახებ, ციფრები რომ ნახო, რამდენი თანხა იხარჯება ამ სფეროების განსავითარებლად ამერიკის ბიუჯეტიდან, გული შეგიღონდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  On 10/11/2010 at 9:18 AM, Saturn said:

ჩემი თანამემამულეები იმ შემთხვევაშიც დასაქმდებოდნენ, ვინმემ რომ სერიოზული ფერმერული მეურნეობები გამართოს. ვეღარ უწევს ეს ერთ და ორ ჰექტარზე მოწეული მოსავალი კონკურენციას მასობრივ წარმოებას ხომ ხედავთ? პომიდორის თვითღირებულება, რომელიც გლეხმა მოიწია 1 ჰექტარზე, ყოველთვის უფრო მაღალი იქნება ვიდრე 100 ჰექტარზე მოწეულისა.

მე პირადად გლეხური მერუნეობების წინააღმდეგი ვარ, მოჭამა დრო, უნდა ჩამოყალიბდეს ფერმერული მერუნეობები,

მექანიზირებული, სოფელში უნდა იყოს დასაქმებული ნუ ჰა, ჰა, 10% , მაგრამ ეს გეგმა უნდა შეადგინონ სპეციალისტებმა

და უნდა განხორციელდეს ისე რომ არავინ არ დაიჩაგროს, პირიქით,

საბოლოოო მიზანი ყველა სახელმწიფოსი, მათ შორის ამერიკა იქენბა ეს თუ ევროპა არის საზოგადოების კეთილდღეობა,

გუშინ მიყვებოდა ნაცნობი ამერიკელი თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო ამერიკის მოქალაქეს რომ მან ბინა ან სახლი შეიძინოს,

 

ასეთი სოციალური პოლიტიკა აქვთ ამერიკაში, ბიზნესის ხელშეწყობა, დაქირავებულების უფლებების მაქსიმალური დაცვა, მაქსიმალური ხელშეწყობა მესაკუთრეთათვის და ამის გარანტორი გამოდის ა.შ.შ. ხელისუფლება

 

 

ამერიკის და ზოგადად დასავლეთის ქვეყნების წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიცაა რომ იქ ხელისულფება მართლაც საზოგადოების სამსახურშია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/11/2010 at 9:18 AM, Saturn said:

 

ერთი ყველაზე მთავარი რაცაა ის დაგავიწყდა. საქართველოში ფრანგები და სხვა ევროპელები არ ცხოვრობენ. იმ შენი სუბსიდიებით რესტორნების დახურვა და ჯიპების ყიდვა რომ წავა, მერე გვიან იქნება წყალში გადაყრილ ფულზე ფიქრი.

ხო ხვალე აპოკალიფსი იქნება თუ სუბსიდირება დაიწყო ქვეყანამ..

 

ჯერ ესერთი ვისაც რაზეც უნდა იმაზე დავენიზლავები, რომ ეს შენი ბურები, დიდი ვერაფრით ვერ გააუმჯობესებენ სოფლის მეურნეობას. მეორეც, გყავს უამარავი გლეხი, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს უცხო პროდუქტებს და ამ გლეხებს რამე უნდა უყო და მესამე და მთავარი, არ გაქვს სახელმწიფო პოლიტიკა, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ქართულმა სოფლის მეურნეობის ნაწრმა, რომელ ბაზარზე უნდა იმუშაოს, ჯერ ეს მითხარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  On 10/11/2010 at 9:25 AM, Nukriko said:

ეს შენი ბურები, დიდი ვერაფრით ვერ გააუმჯობესებენ სოფლის მეურნეობას

არ იქნება არავითარი ბურები. მეტი საქმე არ აქვს ახლა იმ ხალხს აქ ჩამოვიდნენ, როცა გაცილებით უკეთეს ქვეყნებში შეუძლიათ წასვლა.

 

  On 10/11/2010 at 9:25 AM, Nukriko said:

ქართულმა სოფლის მეურნეობის ნაწრმა, რომელ ბაზარზე უნდა იმუშაოს, ჯერ ეს მითხარი?

ადგილობრივზე თუნდაც. 100 % -ით ქართული პროდუქტით რომ დაკმაყოფილდეს ადგილობრივი ბაზარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/11/2010 at 10:21 AM, გიორგი68 said:

რაო,როდის ჩამოდიანო..?? :givi: :givi:

ზუსტად არ ვიცით, მალტასთან რო გამოივლის ტრაქტორებით და კომბაინებით დატვირთული გემი, გაგვაგებინე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  On 10/11/2010 at 10:23 AM, Saturn said:

ზუსტად არ ვიცით, მალტასთან რო გამოივლის ტრაქტორებით და კომბაინებით დატვირთული გემი, გაგვაგებინე

სრაზუ თემას გავხსნი,რომ თქვენ მზად იყოთ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ მომხრე ვიქნებოდი.

მაგრამ სადაა იმდენი ### დედამიწაზე რომ აქ ჩამოვიდეს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  On 10/11/2010 at 10:20 AM, Saturn said:

ადგილობრივზე თუნდაც. 100 % -ით ქართული პროდუქტით რომ დაკმაყოფილდეს ადგილობრივი ბაზარი.

:))

შენ იცი რომ ღვინო, ვერ საღდება ბოლომდე საქართველოში, ამიტომ გატანით შეიძლება გაგეყიდოს ღვინო. ლუბოი ბიზნესმენს, გლეხს და ა.შ ჰკითხე და გეტყვის ამას.

 

ხოლო ბაზარი სადაც იყიდებოდა ქართული ღვინო, იყო რუსეთი, ეხლა ჩაიკეტა ეს ბაზარი და დაერხა ქართულ ღვინოსაც..

 

სხვა პროდუქტებს რაც შეეხება, იმდენი ჰაქტარი მიწაა დაუმუშავებელი, რომ ჩემ ფეხებს დააკმაყოფილებ, თუ გინდა, რომ დამუშავდეს მიწა და ქართველი გლეხი კონკურენტუნარიანი გახდეს, სუბსიდირებაა საჭირო...

 

 

ესეგი შენ იძახი სუბსიდირებას კორუფცია მოაქვსო (ახსენი, როგორ?)

ხოლო თუ კი სუბსიდირება არ იქნება, სიღარიბე მოაქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  On 10/11/2010 at 12:46 PM, Nukriko said:

შენ იცი რომ ღვინო, ვერ საღდება ბოლომდე საქართველოში

ერთადერთი ღვინო, დანარჩენი? ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ხილი? ღვინოს გარეშე შეიძლება პრინციპში ცხოვრება, იგი არ შედის სამომხმარებლო კალათაში. აი დანარჩენია მთავარი.

 

  On 10/11/2010 at 12:46 PM, Nukriko said:

ესეგი შენ იძახი სუბსიდირებას კორუფცია მოაქვსო (ახსენი, როგორ?)

როგორც მოჰქონდა კოლმეურნეობების არსებობის პერიოდში. სუბსიდირება რეალურად იგივე ეფექტის მომტანია. კომეურნეობების სუბსიდირებას ახდენდა სახელმწიფო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...