Jump to content
Planeta.Ge

ლადო ბოჟაძე: ნოღაიდელის პარტიის ბრალდებით შეურაცხყოფილი ვარ


Recommended Posts

მოძრაობა `სამართლიანი საქართველოს” ბრალდებებს პარტიის ყოფილი წევრი, ლადო ბოჟაძე აბსურდულს უწოდებს და ყოფილი თანაპარტიელების მიმართ გულნატკენია. ზურაბ…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძრაობა `სამართლიანი საქართველოს” ბრალდებებს პარტიის ყოფილი წევრი, ლადო ბოჟაძე აბსურდულს უწოდებს და ყოფილი თანაპარტიელების მიმართ გულნატკენია. ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ საკუთარი პარტიის წევრს ვლადიმერ ბოჟაძეს ღალატში, ხოლო შს სამინისტროს პარტიის რიგებში აგენტურის ჩანერგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის მიერ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამი. ნოღაიდელის პარტიაში განმარტავენ, რომ ახლახან ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღო მაღალანაზღაურებადი თანამდებობა `სააკაშვილის რეჟიმის მფარველობის ქვეშ მყოფ კერძო სტრუქტურაში,” თუმცა ლადო ბოჟაძე არც ამ განცხადებას ეთანხმება და მას გაუგებარს უწოდებს.

საინფორმაციო სააგენტო `მედიანიუსი” ბრალდებებთან დაკავშირებით ლადო ბოჟაძეს ესაუბრა

 

- ბატონო ლადო, რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან თქვენი მისამართით გამოთქმული ბრალდებები?

_ მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის” მხრიდან ჩემთან დაკავშირებული განცხადების შესახებ პირველად ჟურნალისტებისგან შევიტყვე. შეფასებაც თქვენთვის მომინდია. განცხადება, რომელიც გავრცელდა, მიამჩნია, რომ სრული სისულელე და აბსურდია. გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფილი ვარ, გაკვირვებული ვარ იმითაც, რომ მთელი 2-3 თვის განმავლობაში, პარტიასთან კონტაქტი არ მქონია, წასვლასთან დაკავშირებით განცხადება მაქვს დაწერილი და რატომ გაახსენდათ დღეს ჩემი პიროვნება, რა საფუძველი უდევს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებს, ვერ გეტყვით.

- აპირებთ თუ არა გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით უშუალოდ ესაუბროთ პარტიის ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს?

 

- ჩამოვყალიბდები, გამორიცხული არ არის. ვისთანაც დავრეკე, კონტაქტზე არავინ გამოვიდა. პირველ რიგში, გაოცებული ვარ განცხადების გავრცელების მიზეზებით, თუ რატომ შეიძლება ეს ვინმეს დასჭირვებოდა. არც ის ვიცი, ამ ყველაფრისგან ვინ რა შედეგს ელოდება.

 

_ თქვენი პარტიიდან წასვლა იყო თუ არა შეთანხმებული ზურაბ ნოღაიდელთან?

- პარტიიდან წასვლა ჩვეულებრივ მოხდა, ყველა პროცედურის დაცვით. მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ზაფხულმა პოლიტიკურ ცხოვრებაში პასიური ეტაპი მოიტანა. ზაფხულის პერიოდში, მოძრაობაში არ გამოიკვეთა ის გეგმები და მიზნები, თუ რას აპირებდა პარტია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე, პარტიიდან წამოვსულიყავი. მე წამოვედი პარტიიდან და პოლიტიკიდანაც.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ჩემს მეგობართან ერთად ვმუშაობ. მას აქვს თავისი მცირე ბიზნესი. როდესაც ადამიანი მიდის პოლიტიკიდან, მას, ბუნებრივია, აქვს სხვა საქმიანობის უფლებაც.

 

- ბატონო ლადო, პარტიის ბრალდების გამო, აპირებთ თუ არა პატივისა და ღირსების უფლების დაცვას სასამართლო გზით?

_ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას გამოვრიცხავ. მართალია, ჩემთვის პარტიის განცხადება მოულოდნელი და შეურაცხმყოფელია, მაგრამ იმის დაბრალება, რაც არ არის, მგონი, მტკიცებას არ საჭიროებს. საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი პოლიტიკური გზა, ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება `ვარდების რევოლუციიდან” დღემდე. ამიტომაც, არ მგონია, დამატებით ვინმეს რამის ახსნა სჭირდებოდეს. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არც ამჟამად შეცვლილა, მაგრამ პარტია დავტოვე იმის გამო, რომ ზაფხულში არ გამოიკვეთა არსებითად მნიშვნელოვანი მიმართულებები, მგონი, არც ახლა არიან ჩამოყალიბებული და გარკვეულები. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი პასუხისმგებლობა. წელიწადნახევარი პარტიაში ვიყავი. გაუგებარია, რატომ გაახსენდათ დღეს, თუნდაც ამ კვირა დღეს ჩემი თავი. ვიყავი პარტიის გამგეობის წევრი, ვხელმძღვანელობდი საარჩევნო ბლოკს, მათ შორის კობა დავითაშვილთან ერთად, ურთიერთობები იყო ყოველთვის ღია და ყველასთვის ცნობილი. ამიტომაც, გაუგებარია, რომელ აგენტობაზეა ლაპარაკი?!

 

- თქვენ პოლიტიკიდან წახვედით, თქვენი ყოფილი პარტიის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კი, რუსეთში უკვე მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდს იწყებს. ფიქრობთ, რომ პარტიის გამოკვეთილი რუსული ორიენტაცია თქვენი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის შეცდომა იყო?

- არ ვაპირებ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური კურსის შეფასებას, რადგანაც ეს მისი არჩევანია. ჩვენ ქვეყნის ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობები გვჭირდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის სწორი განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.

იყიდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...