Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსულ-ქართული პოლიტიკური საფარი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

გიორგი ლომსაძე

 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ალჟირშია, სადაც ინვესტიციებზე, ენერგეტიკაზე, მობილურ ტექნოლოგიებზე და სხვა ამგვარ თემებზე უნდა მოილაპარაკოს,  მაგრამ ვიზიტს კრემლის იმ გაჭიანურებული კამპანიის კონტექსტში, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთისთვის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ისახავს მიზნად, შესაძლოა კავკასიური განზომილებაც ჰქონდესერთ კვირაზე მეტია, საჰრავის არაბულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელიც თავად იბრძვის დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ალჟირში განაცხადა რომ  ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და რუსეთის მსგავსად სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს.  მოსკოვმა ხელი შეუწყო სამხრეთ-ოსეთის წარმომადგენლის გამგზავრებას საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც განცხადებაც გაკეთდა. ამის შემდეგ სამხრეთ-ოსეთის  დე-ფაქტო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფრიკული ქვეყნებისგან შემდგომ აღიარებებს ელიან. რუსმა კომენტატორებმა ივარაუდეს, რომ შემდეგი შეიძლება ალჟირი იყოს.

 

საქართველო საპასუხოდ ცდილობს მოსკოვს ქვეყნებზე ნადირობაში მიბაძოს. ამას წინათ გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო თბილისმა და წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ტუვალუს, ნაურუს მეზობელს, რომელმაც მხარი დაუჭირა  საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეთნიკურ ქართველთა  აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში დაბრუნების გაერო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას, დახმარებას შეპირდა.

 

დღეს საქართველომაც მიაპყრო ყურადღება აფრიკას. სექტემბრის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენეგალის ლიდერს აბდულაი ვადს შეხვდა და ის საქართველოში მიიწვია. სენეგალი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...