Jump to content
Planeta.Ge

ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე


Recommended Posts

lasha1997

 

რასაც საზოგადოება პოლიციის მიმართ დათესავს იმას მოიმკის

 

მაგას მერე გინდა ბესპრიძელშიკობა დაერქვას გინდა ადამიანის უფლებების დარღვევა გინდა პარპაში გინდ ათანამდებობის ბოროტად გამოყენება და ასე შემდეგ სათაურს არ აქვს მნიშვნელობა

 

მაიცა ე.ი. ხალხი რომ სიყვარულით არ ექცევა პოლიციას იმის ბრალია ყველაფერი ხო?

ისე უკუღმა ხომ არ უნდა იყოს ჰა?

ჩემი აზრით პოლიციამ უნდა დაიმსახუროს ხალხის სიყვარული.

ისე და პოლიცია სახელმწიფო ორგანოა, ხალხს რომ არც მოსწონდედეს და ტუჩები არ კოცნიდნენ, მაინც სამართლიანად უნდა იქცეოდნენ.

აქ კი რასაც ვხედავთ იმსას სამართლიან მოქცევას ვერ დავარქმევთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჩემი აზრით პოლიციამ უნდა დაიმსახუროს ხალხის სიყვარული.

ცდილობს მაგრამ ხალხი მენტალობას ვერ ერევა ძველბიჭურ მენტალობას

 

babuagiorgi

ისე და პოლიცია სახელმწიფო ორგანოა, ხალხს რომ არც მოსწონდედეს და ტუჩები არ კოცნიდნენ, მაინც სამართლიანად უნდა იქცეოდნენ.

უნდა ეგრე ბევრი რამე უნდა მაგრამ არ გამოდის პოლიციასაც ბევრი რამე უდნა მაგრამ ხალხი რომ უნდა აკეთებდეს არ აკეთებს რომ უნდა იქცეოდეს არ იქცევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხალხი რომ სიყვარულით არ ექცევა პოლიციას იმის ბრალია ყველაფერი ხო?

ისე უკუღმა ხომ არ უნდა იყოს ჰა?

ჩემი აზრით პოლიციამ უნდა დაიმსახუროს ხალხის სიყვარული.

პოლიციის დანიშნულებაა არა სიყვარულის დამსახურება, არამედ წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. თუ რამის დამსახურებაზე გინდათ აუცილებლად საუბარი, შეიძლება ნდობის დამსახურებაზე ისაუბროთ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ დღეს? რა თქმა უნდა ქართულ პოლიციას არ აქვს ისეთი ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში, როგორიც ვთქვათ აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიციას. მაგრამ უფრო მაღალი ნდობის კოეფიციენტი აქვს ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს (არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე). დანარჩენი დროის და მონდომების საკითხია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ - მოთხოვნით და ძალით ეს არის შეუძლებელი

ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიხვდება, რომ ეს ესეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

შეიძლება მეშლებოდეს რასაც ეხლა ვწერ,მაგრამ შენისანები ქვეყანას ვერ ააშენებთ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გოგო მამაჩემის უახლოესი ძმაკაცის ცოლის დისშვილია. მართლა ეგრე მოხდა რასაც დაკითხვაზე ამბობს, იმიტო რო სახლშიც ეგრე იბაზრა. ძალიან ცოტა ხალხმა გამოთქვა თავის დროზე პროტესტი მართლა...

მგონი აქ მოვყევი ერთხელ...ნუ ახლიდან მოვყვები:

ეგ ახალი მომხდარი იყო და კანცელარიის (ცეკას) შენობასთან დაინიშნა დიდი საპროტესტო მიტინგი. მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ პატარა პოსტერები A4 ფორმატზე. ვანო მერაბიშვილის ფოტო იყო და ეწერა "იძებნება" დიდი ასოებით და ქვემოთ პატარა ასაოებით მკვლელების მფარველობისთვის და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობისთვის და მაგის დაბლა კიდევ ის რომ ამა და ამ დროს ცეკასთან იყო დანიშნული აქცია ვინც ამას გააპროტესტებდა. ცალკე კიდე პატარა ბროშურები იგივე შინაარსით და ყველა გაჩერებულ მანქანას დვორნიკთან ჩავუდეთ. ხოდა ის პოსტერები გავაკარით მთელ რუსთაველზე, ორივე მხარეს, ყოველ 10 მეტრში. რო ამოვბრუნდით ხალხმა გვითხრა პატრული დადის და ხევს ყველასო. მართლა ყველა ჩამოუხევიათ. წავედით და კიდე გავაკეთეთ ზუსტად იგივე და მეორე გაკვრაზე უსერიოზულესი პრობლემები შეგვექმნა, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მთაწმინდა-კრწანისის პოლიცია უფროსიანად, სრული შემადგენლობით, 4 მანქანა პატრული, 1 კუდის და 2 სოდის მანქანა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის სასტავი. იყო ერთი გაწევ-გამოწევა. კანონში რომ ვერაფერში მოგვედავნენ ერთმა გლავნი პატრულმა სადღაც გადარეკა და მარტო სამ სიტყვას იმეორებდა ერთი 5 წუთი (დიახ...გასაგებია...ბოდიში...) თან მწვანდებოდა და შავდებოდა. როგორც კი დაკიდა მობილი ბოლო ხმაზე იღრიალა "Y-ზე მკიდია ბიჭო კანონები და თქვენი უფლებები, ჩემი დედას შ... თუ არ ჩამოხსნათო!" მივარდა და სულ ფრჩხილებით ჩამოხია ყველა და ჩემ მეგობარს გამოსტაცა ხელიდან დანარჩენი მთელი შეკვრა, მოხია მანქანისკენ, ჩაჯდა და გაიქცა, წინ გადავუდექი და დამარტყა მაინც მანქანა და მიყვა მთელი დანარჩენი საძაღლეთი. ფეხით მივსდევდი, ცირკი იყო, ხალხი გამო####ვებული უყურებდა...პოლიცია მანქანებით გარბის და ბიჭები ფეხით მისდევენო. ნომრები ჩავიწერეთ და გენინსპექციას გადავეცით მოვალეობის მოხდის მიზნით სხვათა შორის :givi:

მეორე დილას ისევ გავაკეთეთ მაინც და კიდევ გავაკარით მესამედ...ხოდა ეხლა ეტყობა ვეღარ გვიბედავდნენ და თურმე ჩუმად მოგვყვება 2 პატრული უკან 20 მეტრში, ხეებს უკან იმალებიან და ჩუმ-ჩუმად ხსნიან, ბავშვებმა მოირბინეს და გვითხრეს. ნახევარი რუსთაველი იმ უბედურებს დასცინოდა...

 

წავედით და მეოთხედ გავაკეთეთ...ხოდა მეოთხე ზახოდზე იმდენ სტეპლერს ვარტყავდით ვეღარაფრით ააძრობდნენ. :) რამდენი ფული დაგვეხარჯა აღარც მახსოვს...:)

 

ხოდა ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ აქციაზე რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების და კონსერვების ლიდერები იყვნენ (მაშინ კობაც მაგათთან იყვნენ) და პარტიის წევრები იყვნენ, ირაკლი კაკაბაძე იყო და მერე მოვიდა მაშინ მოქმედი მინისტრი გოგა ხაინდრავა...ჩვეულებრივი ხალხი იქ იყო მაქსიმუმ 20 კაცი, ისიც ცხონებული ირინა ენუქიძე, სანდროს მეგობრევი და ოჯახის ახლობლები.

 

მაქსიმუმ 200-300 კაცი იყო...ასე, რომ დიმიტრი მართალი კი არა კიდე ძაან რბილია...ჩვენ მთხლეები კი არა უპასუხისმგებლო, ეგოისტი, ზარმაცი, მშიშარა და ვიგოდნიკი საზოგადოება ვართ.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მაქსიმუმ 200-300 კაცი იყო...ასე, რომ დიმიტრი მართალი კი არა კიდე ძაან რბილია...ჩვენ მთხლეები კი არა უპასუხისმგებლო, ეგოისტი, ზარმაცი, მშიშარა და ვიგოდნიკი საზოგადოება ვართ.

არანაირად...

 

მაგალითად გირგვლიანი ცოტა გვიან გავიგე მეც მაგალითად...და თან არ დაგავიწყდეთ რომელი წელია... ჯერ კიდე რევოლუციური ეიფორია...და როგორც ხალხმა გაიაზრა რა მოხდა და როგორ...მერე აგორდა ყველაფერი...

 

და კიდევ

 

ზუსტად გირგვლიანი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი...

 

პ.ს. ხალხმა ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლების მოსაშორებლად...!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

რა არანაირად კაცო? :) ტყუილად დავწერე ზემოთ ამდენი? :)

მაგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი და ზეპირად ვიცი ვინ იყო მანდ და ვინ არა და რამდენი იყო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მაგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი და ზეპირად ვიცი ვინ იყო მანდ და ვინ არა და რამდენი იყო.

მეც ტყუილა დავწერე? ნელნელა გავრცელდა ინფო თქო.. ნელნელა შევიდა თავებში თქო და ისიც დავწერე რატომ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

სადა ცხოვრობ შენ და არ დაიღალე ამ ილუზიების წერით? ჩვენ,ქართველებს მუცელის და ტაშფანდურის მეტი არაფერი გვაინტერესებს და იმიტომაც ვართ ტრაკში,თან ღრმად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სადა ცხოვრობ შენ და არ დაიღალე ამ ილუზიების წერით?

ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც დარწმუნებული იყო, სტადიონი რომ შეივსებოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც დარწმუნებული იყო, სტადიონი რომ შეივსებოდა...

 

 

რაზე ამბობ და პატარა გრეჩომ რომ დაიჩოქა დროშაზე? კი კარგი იყო,მაგრამ შედეგი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

პოლიციის დანიშნულებაა არა სიყვარულის დამსახურება, არამედ წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. თუ რამის დამსახურებაზე გინდათ აუცილებლად საუბარი, შეიძლება ნდობის დამსახურებაზე ისაუბროთ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ დღეს? რა თქმა უნდა ქართულ პოლიციას არ აქვს ისეთი ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში, როგორიც ვთქვათ აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიციას. მაგრამ უფრო მაღალი ნდობის კოეფიციენტი აქვს ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს (არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე). დანარჩენი დროის და მონდომების საკითხია.

გეთანხმები... სიყვარულით დედა უნდა გიყვარდეს და ცოლი :)

 

რაც შეეხება ნდობის ფაქტორების შედარებას, რატომ ვედრებით მაინცდამაინც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიციებს?

თუმცა ალბათ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი არ გქონდა მხედველობაში... :)

 

ნათქვამია, სახელის გატეხვას, თავის გატეხვა გერჩივნოსო... ათასი კარგი რომ გააკეთო ადამიანმა და ერთი ცუდი, ის ერთი ცუდი განსაზღვრავს შენ საქმეებს... ჩემთვის რობაქიძის და გირგვლიანის მკვლელობა სწორედ ის საზღვარია, რომლის მერე ჩვენი სამართალდამცველების არ მჯერა, თუმცა ჩემთვის მათ პირადად არავის არაფერი დაუშავებიათ...

 

რამეთუ მესმის რომ, რობაქიძის ადგილზე შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი და შენც, და ისიც და ნებისმიერი ჩვენგანი...

ესაა პრობლემა, და კიდევ დაუსჯელობა დამნაშავეების...

 

ერთ კასრ თაფლში, რომ ერთი წვეთი შხამი შეურიო, მოჭამა ჭირი იმ თაფლმა...

 

პრესტიჟის და სახელის შექმნას მთელი ცხოვრება სჭირდება, მაგრამ მის დაკარგვას ერთი წუთი უნდა, მეტი კი არა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...