planetanews Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაელოდოს მის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის.… ლინკი მედიანიუსზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ერთბაშად არ დაელოდნონ რა... თუმცა ვერავინ რო ვერ მოატყუეს ამ კონსტიტუციით , ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ესეც კარგია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დამდეგ კვირაში დამტკიცდებადამდეგ კვირაში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცებს. კენჭისყრა 12 ოქტომბრის პლენარული სხდომისთვის…http://medianews.ge/index.php/ka/content/47686/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 თბილისი. 10 ოქტომბერი. “ინტერპრესნიუსი” – პარტია “თავისუფალ დემოკრატები” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იწუნებს. პარტიაში არ ესმით, რატომ ვერ შევიდა ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის ნაწილის წუხილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინასწარ მოსაზრებებში. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ევროსაბჭო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებზე მკაცრი დოქტრინები დადოს, არამედ იმიტომ, რომ ცალკეული ხელისუფლებები აიძულონ, მათი ქვეყნები დემოკრატიულ გზას არ ააცდინონ. თეა წულუკიანი დარწმუნდა, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში ვიზიტისას მხოლოდ ფორმალურად შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასაც, რადგან მათგან მოსმენილი არც ერთი მოსაზრება რეკომენდაციებში არ ჩადო. ზოგადად კი, თეა წულუკიანის აზრით, გასაოცარია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ რეკომენდაციების შემუშავება დააჩქარა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მათი სურვილი არ გაითვალისწინა და პროექტის განხილვა არ შეაყოვნა. მისი თქმით, გამოდის, რომ ისეთმა ავტორიტეტულმაA ორგანიზაციამ, როგორიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაა, საკუთარი რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს “დააწია”, თუმცა მაინც უშედეგოდ. პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 (edited) http://new.interpressnews.ge/ge/politika/147168-veneciis-komisia-saqarthvelos-khelisuflebas-moutsodebs-math-saboloo-rekomendaciebs-daelodos.html ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მათ საბოლოო რეკომენდაციებს დაელოდოს 11:02 11-10-2010 http://new.interpressnews.ge/ge/politika/147225-petre-ciskarishvili-saqarthvelos-parlaments-vighacis-mier-datserili-teqstis-copy-paste-ith-gadmotseras-aravin-avaldebulebs.html პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს პარლამენტს ვიღაცის მიერ დაწერილი ტექსტის copy-paste-ით გადმოწერას არავინ ავალდებულებს 16:50 11-10-2010 საღოლ პეტრე. Edited October 11, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მიშა პრემიერი გახდება და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 განაგლებული მონები :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 (edited) პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მიმდინარე კვირას დაამტკიცებს 08:50 11-10-2010 პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მიმდინარე კვირას საბოლოოდ დაამტკიცებს .კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდებიან. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმებულია, მიმდინარე კვირას კი პროექტი მხოლოდ რედაქციულად გასწორდება.საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ვენეციის კომისიამ უკანასკნელი რეკომენდაციების წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა და კვლავ გააპროტესტა ის საკითხები, რაზეც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა. კერძოდ, მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი და ა.შ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაბა თითქმის ერთ წელი მიმდინარეობდა. პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსლებას და ზრდის პრემიერ– მინისტრის სტატუსს. და ეს ყველაფერი მიშას ვადა როცა გასდის, მაშინ შედის მოქმედებაში. Edited October 11, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 მიშა პრემიერი გახდება და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/147175-11102010.html გუბაზ სანიკიძე - "4 ნოემბერს გადის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა და "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე! ორგანიზებულ, შედეგზე გათვლილ, უკანდაუხეველ მიტინგებს სააკაშვილი ვერ გაუძლებს" "4 ოქტომბერს გაიმართა კონფერეცია საარჩევო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მივეცით ერთი თვის ვადა, რომ გვითხრას ან "კი", ან "არა". დღეს ბევრი ლაპარაკობს, რომ ხელისუფლებას აწყობს, ოპოზიცია გადავიდეს დიალოგის რეჟიმშიო და ა.შ. - თუ ხელისუფლებას ეს აწყობს, მაშინ რატომ არ გამოეხმაურა ამდენ ხანს ჩვენს წინადადებას საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე? რატომ არ ჯდება ხელისუფლება სალაპარაკოდ? 4 ნოემბერს გადის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა. ახლა მტერსაც ვეუბნები და მოყვარესაც: 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის სხვა რეჟიმზე. ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები თუ რაც გნებავთ, დაარქვით - აი, ამ რეჟიმში გადადის "ფორუმი", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე - ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გუბაზ სანიკიძე - "4 ნოემბერს გადის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა და "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე! ორგანიზებულ, შედეგზე გათვლილ, უკანდაუხეველ მიტინგებს სააკაშვილი ვერ გაუძლებს" ცხელი შემოდგომა გველოდება(დეპრესა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე - ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები!და შუა აქციების დროს მერე რეგიონების მოსავლელად უნდა წავიდნენ ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 გუბაზ სანიკიძე: 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე - ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები! აქამდე რომელ რეჟიმში იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 ვენეციის კომისიამ რამდენიც არ უნდა წეროს და იკითხოს, ხალხმა თუ არ ისწავლა მოთხოვნა არაფერი გამოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 ვენეციის კომისიამ რამდენიც არ უნდა წეროს და იკითხოს, ხალხმა თუ არ ისწავლა მოთხოვნა არაფერი გამოვა. ზატო კარგად ჟღერს "ვენეციის კომისია" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.