lasha_alo Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ოგორც პუბლიკას მოეხსენება "ტაბულას" (არის ასეთი ნუვორიშების ჟურნალი, კეზერა აფინანსებს) მესვეურებმა "ბნელეთის მოციქულის" მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის მარდამჭერ წერილზე 182 ხელმომწერი გამოაცხადეს ფაშისტად. ამ შავ სიაშიც მეც ვარ. დღეს ვკითხულობ გულაშვილის გაზეთის "ჯორჯიან თაიმისის" 7 ოქტომბრის ნომერს. მე-7-ე გვერდზე არის საინტერესო რუბრიკა "მალხაზ გულაშვილზე ისინი ამბობენ რომ..." ამ სათაურის ქვეშ მოყვანილია რამოდენიმე ე.წ ცნობადი სახის აზრი გულაშვილზე: თუ ვინაა ხსენებული პირი, რა გაუკეთებია და რა დამოკიდებულება აქვთ მისდამი. ჯუმბერ პატიაშვილი, დავით სოკოლოვი და მსგავსი პოლიტ. ორიენტაციის ბატონები რას იტყოდნენ მალხაზზე - გასაგებია. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ! მე აღმოვაჩინე რომ ჩვენი, ანუ ფაშისტთ,ა რიგები უკვე მოქმედი ხელისუფლების წევრებითაც შეივსო. აბა ვნახოთ რას ამბობს "ექტრემისტ" გულაშვილზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ ხელისუფლების წევრი გიგი წერეთელი: " მალხაზს დიდი ხანია ვიცნობ. იგი ყოველთვის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. მალხაზს ყოველთვის შეიძლება გააჩნდეს შენგან განსხვავებული შეხედულება, თუმცა ეს არასდროს აისახება ადამიანურ ურთიერთობებზე. მე ვიცი, მალხაზი კიდევ არაერთხელ გაგვაკვირვებს თავისი ნოვატორული იდეებით. მინდა ვუსურვო მას დიდი წარმატებები საქმიანობაში" იქვეა კალიბრით მომცრო, მაგრამ მაინც ნაც. მოძის წევრ დეპუტატის კობა ხაბაზის სენტიმენტებ-გარეული სიტყვები : "რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ნაოჭიც არ უნდა მოგვემატოს სახეზე, მალხაზი ჩემთვის ისევ იმ ბიჭად დარჩება, გაბრწყინებული თვალებით, რომელიც გულწრფელად იბრძოდა უკეთესი საქართველოსათვის" როგორც იტყვიან, კაი მამა-პაპური სადღეგრძელოს სიტყვებია. ამასთან, როგორც გაზეთი იუწყება, ეს აზრი მალხაზზე რესპონდენტებმა დღეს (ანუ ახლა) გამოთქვეს. ახლა რა ვქნათ ქნო თ. ჩერგოლეიშვილო და კომპანია. მივაწეროთ ეს ხალხი ფაშისტებს თუ ბრიყვებს და გულუბრყვილოებს? იქნებ გაარკვიოთ შიგნით? არა, თუ თქვენ არ გენანებათ ჩვენ ჩვენს რიგებში სიამოვნებით მივიღებდით გიგის. კობა კი არ გვინდა, ძალიან კომიკური ფაშისტი იქნება შალვა რამიშვილის პირწიგნაკიდან გულაშვილის და მმკს კარგი თვალით არ ვუყურებ, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი ამ წერილზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ეს ტექსტი პირველ რიგში ბატონი შ. რამიშვილის ფსიქოლოგიურ კომპლექსებზე მეტყველბს.მე პირადად, დიდად მახატია გარშემომყოფები რას იტყვიან იმაზე, რაც მე სიმართლე მიმაჩნია. მით უმეტეს როდესაც ეს საზოგადოების ისეთ შრეებს შეეხება როგორიც არის "ტაბულები" "ნაციონალები" და ა.შ. ანუ ის ნაწილი რომელმაც საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია განიცადა. ეს არის მიდგომა, მე ასეთი არ ვარ, იმიტომ რომ, თქვენიანებიც ასე ფიქრობენ. მაგრამ შალვა რომ მებრძოლი და წესიერი კაცი ყოფილიყო... ნუ გასაგებია ხომ ყველასთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.