planetanews Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg ჯოშ როგინი ტელერადიომაუწყებლის მმართველთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე – ვოლტერ აიზეკსონი ჰყავს. CNN-ის და ჟურნალ Time-ის ყოფილი ხელმძღვანელი საბჭოს მიმართავს თხოვნით მეტი ფული გამოყონ ამერიკის „მტრების“ საჯარო დიპლომატიის ძალისხმევასთან გამკლავებისთვის. ასეთი „მტრები“ კი მისი თქმით, ირანი, ვენესუელა, რუსეთი და ჩინეთი არიან ტელერადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭო, რომლის განკარგულებაშიც 700 მილიონიანი ბიუჯეტი და ისეთი საინფორმაციო ორგანიზაციებია, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“ (Voice of America), „რადიო თავისუფალი ევროპა“ (Radio Free Europe) და „რადიო თავისუფალი აზია“ (Radio Free Asia), აფინანსებს ჟურნალისტების მუშაობას მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე სახიფათო რეგიონში, მაგრამ იმავდროულად მზარდ კონკურენციას აწყდება სხვა მთავრობების მხრიდან, რომლებიც ათასგვარ ხერხს მიმართავენ საერთაშორისო ტელემაუწყებლობაში შესაღწევად. აიზეკსონმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები საკუთარ ტელერადიომაუწყებლობას აფართოვებენ და კონგრესმა აშშ-ს მთავრობას ანალოგიური ქმედების უფლება უნდა მისცეს. „ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი მტრები მსოფლიოს ჩვენზე უკეთ ეკონტაქტებოდნენ“ – სთქვა მან – „არსებობს Russia Today, ირანული Press TV, ვენესუელური TeleSUR და რა თქმა უნდა ჩინეთი, რომელიც მალე აამუშავებს საერთაშორისო სადღეღამისო ახალი ამბების არხს – კორესპონდენტებით მთელს მსოფლიოში და ამისთვის არსებული ინფორმაციით, ექვსიდან ათი მილიარდი დოლარი გამოყო. იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო მაუწყებლობა გაფართოვდეს ამ ციფრის შესახებ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ კონგრესს“. აიზეკსონის თქმით, მისი ხელმძღვანელობით ტელერადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭო უშუალოდ დაკავდება ინტერნეტ-ცენზურასთან ბრძოლით და ამ მხრივ მთავარი სამიზნეები ჩინეთი და ირანი არიან. „ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ და დემოკრატიულ იმპულსებს დაბრკოლებებს უქმნიან. პეკინი კიბერ-მებრძოლების არმიებს იყენებს და სდევნის საკუთარი ქვეყნის ინტერნეტ-დისიდენტებს“ – სთქვა მან – „ტელერადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭო ამ ბრძოლის წინა ხაზზეა. მუდმივი ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, ჩვენი ინჟინრები ინტერნეტს ხელმისაწვდომს ხდიან ჩინელებისა და ირანელებისთვის“. „ჩვენ ვიცით სად ვდგავართ ინტერნეტ-თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ – განაცხადა აიზეკსონმა – „ყველგან სადაც ინტერნეტში შესვლაზე შეზღუდვის სისტემებია. ჩვენი ვალია ამ კედლებზე შეტევის მიტანა, მათი დაგმობა ან მათთვის გვერდის ავლა“. აიზეკსონი სიტყვით გასულ კვირაში, „რადიო თავისუფალი ევროპის“ 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ამ რადიოს მთავარი წვლილი მიუძღვის ცივი ომის დასრულებაში. აიზეკსონმა გარკვევით სთქვა, რომ ორგანიზაციები რომლებსაც მმართველთა საბჭო აკონტროლებს, კვლავ ობიექტურ ჟურნალისტიკას ქმნიან იმ შემთხვევაშიც, თუკი ის ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. „ზოგჯერ ამბობენ, რომ ჩვენი საერთაშორისო ტელერადიომაუწყებლობა რთულ მდგომარეობაშია, რადგან კანონის და ტრადიციის მიხედვით მას ორი განსხვავებული ამოცანა აქვს, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს: პირველი და მთავარი ამოცანაა უმაღლესი ხარისხის ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობა, ხოლო მეორე ამოცანაა, ვიყოთ ამერიკის საჯარო დიპლომატიის ნაწილი და მთელ მსოფლიოს ვუამბოთ მისი პოლიტიკისა და ფასეულობების შესახებ“ – განაცხადა აიზეკსონმა. „ნება მიბოძეთ გითხრათ კოლეგა ჟურნალისტებო, რომ მე მოვითხოვ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავარი იყოს პირველი ამოცანა: ჩვენი მისიაა ვიყოთ ნდობით აღჭურვილი ჟურნალისტები, რადგან სინამდვილეში ეს ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ მეორე ამოცანა შევასრულოთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი თქვენ გენდობიან, თუკი თქვენ სიმართლეს ყვებით და საბოლოო ჯამში სიმართლე ჩვენს მხარესაა“. როდესაც Foreign Policy-მ სთხოვა მას, მისი სიტყვების კონკრეტული არსი განემარტა (განსაკუთრებით იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა გავლენა მოეხდინა ორგანიზაციის მუშაობაზე, რომელსაც საბჭო მართავს, ირანის სადაო საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ), აიზეკსონმა პირობა დადო, რომ ის უყოყმანოდ გააცნობს საზოგადოებას რადიოსადგურების საშუალებით საბჭოს იმ მოსაზრებებს, რომლებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ათიდან ცხრა შემთხვევაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზნები ემთხვევა სანდო ჟურნალისტიკის მიზნებს, რაც შეეხება დარჩენილ 10%-ს, აქ არჩევანის გაკეთება გიწევს. „მიმაჩნია რომ ტელერადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭოს როლი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევანი ნდობით აღჭურვილი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გაკეთდეს, როგორც ეს კერძო მედია-საშუალებებში ხდება“ – განაცხადა აიზეკსონმა – „ჩვენ ვერ დავუშვებთ საკუთარი რეპუტაციის კომპრომეტირებას. ასეთი საქციელით ჩვენ პირიქით, დავეხმარებით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ თუკი როდესმე რეალური კონფლიქტი გაჩნდება, ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი რეპუტაციის დაცვა იქნება“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts