planetanews Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 10-13 ოქტომბერს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას “1-st International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science” უმასპინძლებს.კონფერენციაზე ახალგაზრდები წარმოადგენენ თემებს, სახელწოდებით: ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები; ექსპერიმენტული მაღალი ტექნოლოგიები; ბიოკერამიკა და მიკრობიოლოგია; ინოვაციები ფუნქციონალურ და კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიებში; კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციები და სხვა. კონფერენციის მუშაობაში ევროპის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება. მისი მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება და მისი ჟურნალის ფონდი “JECS TRUST”.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ახლგაზრდებს ეძლევათ საშუალება, არა მარტო წარდგნენ საზოგადოების წინაშე თავიანთი სამეცნიერო ნაშრომებით, არამედ დაამყარონ კონტაქტები მომიჯნავე დარგის ახალგაზრდა მეცნიერებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდა მეცნიერების, ექსპერტებისა და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა და ამ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts