lasha_alo Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) მაივიდეო ჯიბია Edited October 9, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 თუ არ ვცდები ეს ტემა იმაზეა თუ როგორ უყვართ ჩვენი პოლიცია - ესეა?მაშინ წაიკითხეთ ეს ინტერვიუ ( რაღაც საეჭვოდ მოუხშირა მერაბიშვილამ რუსებისთვის ინტერვიუების მიცემას) Иванэ Мерабишвили: горжусь, что Грузия - полицейское государство http://www.rian.ru/interview/20101006/282841663.html Мы всех старых гаишников отпустили домой. Потому что загнившую систему труднее вылечить, чем полностью заменить. Вместо них мы рекрутировали из общества совершенно новых людей, которые поверили в то, что они будут хорошими полицейскими. И доказали это обществу. Сейчас в Грузии 82% доверия полиции. Раньше у нас полицейских называли «псами» - «цагль» по-грузински. Вроде вашего «легавого» или «мента». Теперь я такого слова давно не слышал. Мы прослушиваем телефоны преступников – даже они так не говорят.როგორ ადგენენ ვი არის დამნაშავე და ვინ არა?რა პრინციპით არჩევენ ვის მოუსმინონ? Что касается профессионализма – это миф, потому что нет никакого профессионализма в коррумпированной системе. 99% того, что делает полицейский – это не расследование, а обыкновенные текущие дела. Если у человека на первом месте его личные интересы, и он думает не о работе, а о том, как прокормить семью и заплатить начальнику, цена его профессионализма – ноль. Регулировать дорожное движение может любой автолюбитель. Это касается даже контрразведки – я был министром безопасности. Мы тоже всех старых КГБэшников, профессионалов в кавычках, отпустили домой отдыхать. И привели новых – большинство из них из общественных организаций, журналисты, и так далее. Они справляются со своими задачами в 10 раз лучше, чем старые профессионалы. Нужно сердце. Образование нужно. Нужен интеллект. Когда у тебя есть возможность выбирать из пятидесяти, ты выберешь интеллектуального, талантливого. Он будет в 10 раз эффективнее, чем хорошо натренированный негодяй. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 თუ არ ვცდები ეს ტემა იმაზეა თუ როგორ უყვართ ჩვენი პოლიცია - ესეა? ქართულად არის ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა"ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა" საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინტერვიუ მისცა. - მომეჩვენა, რომ თქვენი პოლიციელები, განსაკუთრებით აკადემიის კურსანტები, ისე გამოიყურებიან, როგორც ევროპელები, ჯერ კიდევ არაევროპულ საქართველოში... - გამოდის, რომ ამაოდ არ გვიშრომია. მაგრამ არც ერთი მათგანი უცხოეთიდან არ ჩამოფრენილა. ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან, მათგან 99%-ს პოლიციაში საერთოდ არ უმუშავია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეფორმები ყველა სფეროში ერთდროულად დაიწყო. შედით საქართველოს ნებისმიერ სამინისტროში და ნახავთ, როგორი სერიოზული ცვლილებებია. ცვლილებებია ფინანსურ სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, განათლებაში... საქართველოს ბიუჯეტი შვიდი წლის განმავლობაში 25-ჯერ გაიზარდა. შეუძლებელია ერთი სისტემის რეფორმირება და სხვების - არა. კორუმპირებული სფეროები შსს-ზე მაინც იმოქმედებდა. ეს ისევეა, როგორც დაავადებული ადამიანი, რომელმაც მთელს ორგანიზმს უნდა უმკურნალოს. - როგორ გაჩნდა საპატრულო პოლიციის შექმნის იდეა და გაამართლა თუ არა? - ამერიკაში იგივე სისტემაა, როგორც ჩვენთან, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, სახელმწიფო ავტოინსპექციას (ГАИ) სახელი გადაარქვა და პატრული უწოდო, და არც ის, რომ მილიცია პოლიციად მონათლო. ჩვენ ყველა ძველი "გაიშნიკი" სახლში გავუშვით იმიტომ, რომ ლპობადი სისტემის გამოსწორება უფრო რთულია, ვიდრე მისი მთლიანად შეცვლა. მათ ნაცვლად ახალი კადრები ავიყვანეთ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ კარგი პოლიციელები გახდებოდნენ. ახლა საზოგადოების 82% პოლიციას ენდობა.ადრე პოლიციელებს "ძაღლებს" ეძახდნენ, როგორც რუსეთში "მენტს". ახლა ასეთი რამ დიდი ხანია არ გამიგონია. ჩვენ დამნაშავეთა KvirisPalitra.Geსატელეფონო საუბრებს ფარულად ვისმენთ, ისინიც კი აღარ მოიხსენიებენ პოლიციელებს "ძაღლებად". - თქვენ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი გადადგით და ფსონი აბსოლუტურად ახალ ხალხზე დადეთ. არ გაითვალისწინეთ გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კანონების ცოდნა... პოლიციის აკადემიაში კურსანტები 7-8 კვირა სწავლობენ, ძველებური 4 წლის ნაცვლად. - შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს. თუ შენი განზრახვა პატიოსანია, ყოველთვის შეძლებ შეცდომის გამოსწორებას. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ეს მითია. კორუმპირებულ სისტემაში პროფესიონალიზმი არ არსებობს! თუ ადამიანი საქმის ნაცვლად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოკვებოს ოჯახი და უფროსს ქრთამი როგორ მისცეს, მისი პროფესიონალიზმი ნულის ტოლია. საგზაო მოძრაობის რეგულირება ავტომოყვარულსაც შეუძლია... საჭიროა საქმის გულით კეთება, განათლება და ინტელექტი. ასეთი ადამიანი 10-ჯერ უფრო ეფექტიანად იმუშავებს, ვიდრე კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალი გარეწარი. - პოლიციის თანამშრომლის საშუალო ასაკი? - 23-24 წელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელისა - 31-32. - თქვენი უფროსი ვაჟი 10 წლის არის, ამ ასაკს მალე მიაღწევს, სამსახურში აიყვანდით? - სანამ გაიზრდება, პოსტიდან წავალ. თქვენი ნურგალიევი კი არ ვარ, სამუდამოდ რომ დავრჩე. სანამ მინისტრი ვარ, ჩემი შვილი შსს-ში ვერ იმუშავებს. არც ერთი ჩემი ნათესავი ჩემთან არ მუშაობს. - თქვენ რომ დაგიჯეროთ, ქართულ პოლიციაში იდილია სუფევს. როგორ აკონტროლებთ, რომ მან დეგრადაცია არ განიცადოს? ამას გენერალური ინსპექცია აკონტროლებს? - ამისთვის ცვლილებები შეუქცევადი უნდა გახდეს. თუ რამის შემოწმება გინდა, იოლია. 25 ათას პოლიციელზე 47 გენინსპექტორი მოდის. არ მახსოვს შემთხვევა, რომ სერიოზული სამართალდარღვევა მომხდარიყო და ინსპექციას არ სცოდნოდა. როგორ ვახერხებთ ყველაფრის გაკონტროლებას, ამაზე საუბარი დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მარტო შემოწმება კი არა, ნდობაც არის საჭირო. როცა ადამიანს ენდობი და გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებ, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც ემატება... გენინსპექცია მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ პოლიციელს ღირსება და სიამაყე აქვს. სანამ ქრთამს აიღებს, ათჯერ დაფიქრდება, მისთვის ქრთამი სტრესია. როცა ქრთამს იღებ, თავს იმცირებ. ვინც ქრთამს გაძლევს, ზემოდან გიყურებს... - ამ 25 ათასიდან სამართალდარღვევათა გამო, რამდენი გაათავისუფლეთ... - დაახლოებით 2-3 ათასი, ზოგი გავათავისუფლეთ, ზოგი თავისით წავიდა. 300 დავაპატიმრეთ. აქედან წელს - 35 ადამიანი. კვირა არ გადის, გენინსპექციამ ვინმე არ დაიჭიროს. ამას საჯაროდ ვაშუქებთ. თუ ინფორმატორი გყავთ და მას ინფორმაციისთვის პრემიას აძლევთ, ეს ინფორმაცია თქვენამდე ძალიან სწრაფად მოაღწევს. - თვითონ გენინსპექციიდან ვინმე დაგიჭერიათ? - გავაგდეთ ერთი-ორი, ეჭვების საფუძველზე. ვინაიდან შსს-ს გენინსპექცია არ უყვარს, ნებისმიერ დარღვევას იოლად ვიგებთ. - გამოდის, ქრთამს ვერავინ აიღებს, მაგრამ ვინ აკონტროლებს, რომ თავად მინისტრმა არ აიღოს ქრთამი? - როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, პარლამენტი, საზოგადოებრივი აზრი, თავისუფალი პრესა. თუ ქმნი სისტემას, სადაც ქრთამს არავინ იღებს, ეს ქმნის გარანტიას, რომ ხელმძღვანელიც ვერ იქნება მექრთამე. მინისტრი ვერ მიიღებს ქრთამს სამინისტროს დახმარების გარეშე. - საპარლამენტო ოპოზიციას შევხვდი, ქრისტიან-დემოკრატებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა. ოპოზიციურ მიტინგებს შლიან, ციხეები სავსეა. - მზად ვარ კონკრეტულ ბრალდებებს ვუპასუხო. აბა, ჰკითხეთ მოსახლეობას – თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი ვინ არის? არავინ იცის. არადა ყოველთვის იცოდნენ. მოსკოვშიც იციან, ვინ არის მოსკოვის შსს-ს ხელმძღვანელი. - რევოლუციის შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა... - და ხუთჯერ შემცირდა დანაშაული. საქართველოში არ არსებობს რეკეტის მცნება, არ იტაცებენ ხალხს, მანქანებს. 4-5 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა. თუ ამას პოლიციური სახელმწიფო ჰქვია, ვამაყობ რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა. თუ საზოგადოების ყველაზე კარგ წევრებს პოლიციელობა სურთ, ტარდება დიდი კონკურსი, 1000 კაციდან ერთი იმარჯვებს და შემდეგ ის ქრთამს არ იღებს, თუ ამას ჩავთვლით პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობთ, რომ ასეთი სახელმწიფო გვაქვს. - როგორ განვითარდება ქართული პოლიცია მომავალში? - რეფორმა ერთი ნაბიჯი არ არის. ეს მუდმივი გაუმჯობესებაა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ახალი იდეები ზემოდან კი არა, ქვემოდან მოდის. ახლა რიგითმა პოლიციელმა უკეთ იცის, რა უნდა გაუმჯობესდეს. განათლების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს, კვალიფიკაციის ამაღლება - ნახევარ წელიწადში ერთხელ. საჭიროა ენების და კომპიუტერის შესწავლა, სისტემის ავტომატიზაცია... გაისად გვინდა მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იყოს. პატრული მძღოლს სახელსა და გვარს ჰკითხავს და კომპიუტერში გადაამოწმებს... რაც ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის უკეთესია. შსს-ში ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის გაცვლა, არა წერილობითი, არამედ ელექტრონული ფორმით ხდება. - არ გეშინიათ, რომ ქსელში რუსი ჰაკერები შემოძვრებიან და გატეხავენ? - ინფორმაციის დამალვის საუკეთესო გზა, მისი გახსნაა. იმიტომ, რომ მილიონი ინფორმაციიდან იმის არჩევა, რაც მზვერავს სჭირდება, ძალზე რთულია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 Мы прослушиваем телефоны преступников – даже они так не говорят.როგორ ადგენენ ვი არის დამნაშავე და ვინ არა?ყავაზე მკითხაობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 საინტერესო ის არის დამატებით,რომ ის კოკა კოლას ბოთლი პლასტიკატის ყოფილა და არა შუშის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 kisaгоржусь, что Грузия - полицейское государствоეს კაცი კაი მენეჯერი კია მარა გარტყმაში არაა რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელის, მიტუმეტეს ხელისუფალის განცხადებაМы прослушиваем телефоны преступников – даже они так не говорят.როგორ ადგენენ ვი არის დამნაშავე და ვინ არა?რა პრინციპით არჩევენ ვის მოუსმინონ?კანონის სრული დაცვით( ჩემი ტვალიტ მაქვს ნანახი)-ვანომ ვტქვატ გადაწყვიტა ანოს მოუსმინოს, ვინმე მისი დაქვემდებარებიდან იჩიტება სასამარტლოში ფურცლუკათი სადაც ანოს გვარია( წესით ბითუმად კეთდება-ანოების) ხოდა მოსამარტლე გასცემს ორდერს მოსმენაზე...ხოდა მერე ვანო უსმენს ანოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 Saturnყავაზე მკითხაობენ შენ, სუ!არც შენ ყოფილხარ მანდ საჭირო შენი სერტიფიკატებით Что касается профессионализма – это миф, потому что нет никакого профессионализма ვანო სკაზალ - ბოგ სკაზალ! PEPE.ქართულად არის :kisa რუსულად უფრო მეკერკება T_A_Tკანონის სრული დაცვით( ჩემი ტვალიტ მაქვს ნანახი)-ვანომ ვტქვატ გადაწყვიტა ანოს მოუსმინოს, ვინმე მისი დაქვემდებარებიდან იჩიტება სასამარტლოში ფურცლუკათი სადაც ანოს გვარია( წესით ბითუმად კეთდება-ანოების) ხოდა მოსამარტლე გასცემს ორდერს მოსმენაზე...ხოდა მერე ვანო უსმენს ანოს აბა კანონს ხომ არ დაარღვევს, მინისტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) Saturnყავაზე მკითხაობენმაგასაც არ შვებიან http://www.whydidigowrong.co.uk/wp-content/uploads/2007/03/help-my-dogs-as-fat-as-me.jpg Edited October 9, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 Когда у тебя есть возможность выбирать из пятидесяти, ты выберешь интеллектуального, талантливого. :D ინფორმაციის დამალვის საუკეთესო გზა, მისი გახსნაა. იმიტომ, რომ მილიონი ინფორმაციიდან იმის არჩევა, რაც მზვერავს სჭირდება, ძალზე რთულია... :D არც კი დავწერ აღარაფერს. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 გარეთ როცა დადიხარ,ზემოთ იყურე და ეგების აგური არ დაგეცეს თავზე. სახიფათო არა ფლავი.აღნიშნულმა ინციდენტმა ცხადყო რომ საფრთხის შემცველია georgekh13დიდი წარმოდგენის ბრძანდებით რუსეთის ძალოვან სტრუქტურებზე...წარმოდგენის არ არეალურად აღვიქვავ მათ შესაძლებლობებს და თავს არ ვიტყუებ georgekh13თუმცა აგვისტოს ომის მერე გასაგებია ასეთი დამოკიდებულება... თავის მოტყუების გამო და რეალობის აღქმის არ ქონის გამო მოხდა აგვისტოში რაც მოხდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) აღნიშნულმა ინციდენტმა ცხადყო რომ საფრთხის შემცველია კარგი ეგრე იყოს. შენ ზარიას თამშზე უნდა ყოფილიყავი,პენალტი რომ არ დაგვინიშანა მსაჯმა ბოლო წუთზე (ორით ორი დაამთავრდა)და ნახავდი რა არის არეულობა. Edited October 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 lasha1997შენ ზარიას თამშზე უნდა ყოფილიყავი,პენალტი რომ არ დაგვინიშანა მსაჯმა ბოლო წუთზე (ორით ორი დაამთავრდა)და ნახავდი რა არის არეულობა. ეს მაშინ იტო ედიკა რომ გადაუდგა მაყურებლებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) ეს მაშინ იტო ედიკა რომ გადაუდგა მაყურებლებს? ეხლაც მახსოვს ზაფხული იყო და მამაჩემმა კოჯრიდან წამიყვანა თამაშზე.მეხუთე თუ მეექვსე რიგში ვიჯექით აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მეცამეტე (პირველი)სექტორში და ედომ მაგარი ივაჟკაცა მაშინ.სტადიონზე ჩავიდა და დააშოშმინა ხალხი.მაგარი დრო იყო და ესენი პრტესტის გრძნობაზე გვიტრაკებენ არა? Edited October 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 სტადიონზე ჩავიდა და დააშოშმინა ხალხი.მაგარი დრო იყო და ესენი პრტესტის გრძნობაზე გვიტრაკებენ არა? იმ ხალხს და მათ პროტესტს რა ვუთხარი, ედიკა რომ დააშოშმინებს რამდენიმე სიტყვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 Saturnედიკა რომ დააშოშმინებს რამდენიმე სიტყვით. არა შევარდნაძე საუკეთესო დიპლომატია და ერთ-ერთი საუკეთესო შ.ს.ს მინისტრი იყო და ხალხთან ლაპარაკი ნამდვილად შეეძლო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.