Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 8 ოქტომბერი


Recommended Posts

8 ოქტომბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი გახსნის ფორუმს – “რეალური გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში – წინ სავალი გზები 2015 წლამდე”.

სასტუმრო “თბილისი მარიოტი”

 

8 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ,,ნატოს საინფორმაციო ცენტრის”" დირექტორი თენგო გოგოტიშვილი წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს შეხვდებიან და ნატოს შესახებ საინფორმაციო მასალებს გადასცემენ.

წეროვანის საჯარო სკოლა

 

8 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმის პროკურატურის ინიციატივით საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე პრობაციონერი დასაქმდება.

მის: ქ. ბათუმი, კობალაძის ქ. #6

 

8 ოქტომბერს, 11:30 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ჯონი ნანეტაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ლარსის ქ. #1

 

8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ამანათებს გაუგზავნიან.

მის: თავისუფლების მოედანი #2

 

8 ოქტომბერს, 12.00 საათზე, “ქართული დასის” ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “ქართული დასის” საპასუხო შეთავაზება 8 პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით”.

მის: ვაჩნაძის ქ. #7

 

8 ოქტომბერს, 12.00 საათზე, “საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში” ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც “GშMEA”-ს პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე დაესწრება.

მის: დ. გამრეკელის #19, III სართული, ოფისი #311

 

8 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონების მამაკაცთა ტრადიციული სამოსის პრეზენტაცია გაიმართება.

 

8 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ – ჰანს იორგ ვირცს შეხვდება.

მის: ჩოლოყაშვილის ქ. #9, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

 

8 ოქტომბერს, 13:00 საათზე. “ლეიბორისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “სიკვდილის ბიზნესი”.

 

8 ოქტომბერს, 13.00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური კატასტროფაა”.

 

8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

მის: აღმაშენებლის #89/24

საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია – 8(77) 20 81 60 8(99) 78 09 03

 

8 ოქომბერს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სამინისტროებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირის – “მინისტერიალი 2010″-ის ჩატარების შესახებ პრესკონფერენცია და კენჭისყრა გაიმართება.

მის: ჩოლოყაშვილის ქ.#9, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

 

8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

8 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კულტურული მემკვიდრების სფეროს სპეციალისტები შეიკრიბებიან და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

 

8 ოქტომბერს, 15.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე მანდატურებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

მის: გმირი კურსანტების ქ. #1

 

8 ოქტომბერს, 18.00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეთა მიღება გაიმართება.

პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზი

 

8 ოქტომბერს, 21.00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ფეხბურთის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა გაიმართება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...