newstudio Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა. აბაშიძის გასამართლების შემდეგ, მოულოდნელად, დაზარალებულად ცნობილი ახალგაზრდები პროკურატურამ ბრალდებულებად გამოაცხადა და დააპატიმრა. ამგვარად, ერთსა და იმავე შემთხვევაზე დაჭრილი სტუდენტები დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. ადვოკატები დღესაც ვერ ხვდებიან, რა გახდა საქმის ასეთი რადიკალური შემობრუნების მიზეზი. მათი ვარაუდით, პროკურატურა განრისხდა, რომ ბიჭებმა ლევან აბაშიძეს პირდაპირ ხელი არ დაადეს. თავის მხრივ, „დაზარალებული ბრალდებულების“ მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებს არ შეეძლოთ, ტყუილუბრალოდ დაედანაშაულებინათ აბაშიძე, რადგან მათ მართლაც არ ახსოვთ, შეხლა-შემოხლისას დანით ვინ მიაყენა ჭრილობები. „პროცესზე დაკითხული 11 მოწმიდან ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ ჩხუბი დაკავებულების მიერ არ ყოფილა პროვოცირებული და შეხლა-შემოხლა სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო. ეს დასტურდება საქმის მასალებიდანაც. ანსასჯელები, რომელთა ბედი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს, ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ზაზა შავლიაშვილი, რომელიც ინციდენტის დროს ღვიძლში დაჭრეს, წინასწარი პატიმრობისას კი ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობას ზედ დაერთო ცე-ჰეპატიტი. პატიმარს შესაფერის სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო გადაყვანა და ადეკვატური მკურნალობა სჭირდება. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ცოტა ხნის წინ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რათა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმარს, ზაზა შავლიაშვილს ჩაუტარონ ადეკვატური მკურნალობა. 22 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სტრასბურგიდან მიიღო შეტყობინება, რომ საქართველოს მთავრობას გაეგზავნა მოთხოვნა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია ზაზა შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია განსასჯელი საბა მღვდელაძე, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო, ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა. სრული მასალა აქ: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=12299&lang=geo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 არ არის პასუხიმგებლობა.მოსამრთლეს გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა. ეს შეაკავებს ამ ხალხს. ასე აბა როგორ შეიძლება რომ ვიღაცა განაგებდეს ადამიანის ბედს და ამაზე არავითარი პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს დაკისრებული.წარმოიდგინეთ ასეთი მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს სიცოცხლეს გაუწამებს, ან საერთოდ დაღუპავს და შემგომ ვითომ არაფერი. უნდა იყოს სასამართლო განაჩენზე პასუხისმგებლობა. თუ გასამართლებული როდესმე გამართლდა, მოსამართლემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და ეს დაწყებული ფულადი ჯარიმით დამთავრებული სისხლის სამართლის პასუიხისგებით.ამის მეტი ჩვენ სასამართლო სისტემას არაფერი გაასწორებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) უნდა იყოს სასამართლო განაჩენზე პასუხისმგებლობა. თუ გასამართლებული როდესმე გამართლდა, მოსამართლემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და ეს დაწყებული ფულადი ჯარიმით დამთავრებული სისხლის სამართლის პასუიხისგებით.სულ ტყუილი ბაზარია ეგ. მოსამართლეს ვერ დასჯი ისევ სასამართლოთი , ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს. პასუხი თუ გინდა რომ აგოს, ამისათვის არსებობს აპრობირებული მეთოდი, კაცობრიობა უკეთესს ვერასოდეს მოიგონებს: ვინმე , ვისაც აქვს ტრაკი, უნდა დახვდეს სადმე და დაუჩეჩქვოს თავი. თუ უკვე მოხუცია, მაშინ ეყოლება შვილი ან ვინმე საყვარელი ადამიანი. ყველანაირ სასამართლოზე უფრო უკეთ მოქმედებს მუშტი და დანა და აგური და მანტიროვკა Edited October 7, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 newstudio მაიცა და ესენი დაჭრეს და ეს დაჭრილი ბიჭები დაიჭირეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 babuagiorgiმოსამრთლეს გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა. ალბათ...lasha1997მაიცა და ესენი დაჭრეს და ეს დაჭრილი ბიჭები დაიჭირეს?აჰა (რა მაცინებს...) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 ნუ არ არის ასე მარტივად საქმე, რა. პროკურატურა ედავება, რომ ტიპებმა დამალეს დანაშაულის ჩამდენის სახელები - რაც საჯარო სამართლის სფეროა და სს პასუხისმგებლობით ისჯება. ასე რომ, თუ მართლა ასეა, ბრალდების მხარე მართალია - ნუ, ფორმალურად მაინც. ჩემი პოზიცია ასეთია - კი დრაკონულია მეთოდები, მაგრამ ასეთი გარჩევები უნდა მოისპოს და ეს კარგია. პატარა ბიჭი მყავს და ასე იმიტომ ვფიქრობ, ადრე სხვანაირი იდეები მტანჯავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 Grigნუ არ არის ასე მარტივად საქმე, რა. პროკურატურა ედავება, რომ ტიპებმა დამალეს დანაშაულის ჩამდენის სახელები სტატია წაიკითხე? ეგ მუხლი საერთოდ არ ფიგურირებს მგონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 newstudioსტატია წაიკითხე? ეგ მუხლი საერთოდ არ ფიგურირებს მგონი შენი ჭირიმე რა, ამ სტატიას მე დეშიფრატორის გარეშე ვერ წავიკითხავ - ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. მოვუდღან დამწერი და რედაქტორიც ზედ კიდევ. აბა, შენ თუ გაიგე - ამიხსენი, რაზე დაიჭირეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 Grigაბა, შენ თუ გაიგე - ამიხსენი, რაზე დაიჭირეს.ხულიგნობაზე... სტატიის შეფასებაში გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 ხულიგნობაზე... ნუ, კაი იყოს ხულიგნობა (თუმცა როგორც მე ვიცი იმაზე დაიჭირეს, რაც მე მიწერია - მაგრამ 100%-ით არ მახსოვს). დარწმუნებული ხარ, რომ არ არიან დამნაშავეები? თუ ასეა, მაშინ პროკურატურას რაღაც მოტივი უნდა ჰქონდეს მაგათ გასასროკად. არის მოტივი? როგორც ვიცი - არ არის. არც პოლიტიკური და არც სხვა რამ. აბა, რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ტყუილად დაიჭირეს? მომეცი რაიმე თუნდაც ირიბი არგუმენტი და კი ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 Grig მომეცი რაიმე თუნდაც ირიბი არგუმენტი და კი ბატონო.ვინც აღიარა, (რეალურად ყალბი ჩვენება) იმას პირობითი, ვინც არ ტანხმდება პროკურატურის ვერსიას და უდანაშაულობას აწვება იმას 4 წელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 newstudio მაგი გასაგებია, მაგრამ აი პროკურატურას რა მოტივი აქვს, მაგი მაინტერესებს - პროსტო ბოროტები არიან და დაჭრილებს უაზროდ სროკავენ? დაჟე ჩვენი პროკურატურისგანაც კი ამას არ მოველი. newstudioსტატიის შეფასებაში გეთანხმები არადა ერთ-ერთი ავტორი "ვერსიას" მთ რედაქტორი იყო რამდენიმე წლის მანძილზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 Grigმაგი გასაგებია, მაგრამ აი პროკურატურას რა მოტივი აქვს, მაგი მაინტერესებს - პროსტო ბოროტები არიან და დაჭრილებს უაზროდ სროკავენ? თავიანთ საგამოძიები ვერსიას უბგრევენ, ერთი გასროკეს მეორე მხრიდან მხოლოდ, არადა ესენი იძახიან ბევრნი იყვნენო..ხოდა არ უნდათ საქმის გაფუჭება ეტყობა... Grigარადა ერთ-ერთი ავტორი "ვერსიას" მთ რედაქტორი იყო რამდენიმე წლის მანძილზე. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.