Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ტელერადიოკომპანია ”თრიალეთის” დირექტორი გაათავისუფლეს


Recommended Posts

სასამართლომ ტელერადიოკომპანია თრიალეთის გენერალური დირექტორი გაათავისუფლა და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

ინფორმაცია ნეტგაზეთს თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, ლადო ბიჭაშვილმა მიაწოდა.

 

დღეს სამართალდამცავებმა ჯონი ნანეტაშვილი საკუთარ ავტომობილთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბანკიდან გამოდიოდა.

 

ნანეტაშვილს ბრალად სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს და, შესაბამისად, გორის რაიონულმა სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლა.

 

ლადო ბიჭაშვილი ამბობს, რომ სასმართლო სხდომაზე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალიწინა ჯონი ნანეტაშვილის ჩვენება, რომელიც სამართლდამცავების მხრიდან მის მიმართ გამოყენებულ ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა. ჯონი ნანეტაშვილმა მოსამართლეს სამართალდამცველების მიერ სხეულზე მიყებული დაზიანებებიც აჩვენა.

 

”სასამართლო დარბაზიდან გამოსული ჯონი ნანეტაშვილი მის დაკავებას ხელისუფლების მიერ ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მას არანაირი წესრიგი არ დაურღვევია და არც სამართალდამცავებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა. სამართალდამცავებმა მისი უფლებები შელახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯონი ნანეტაშვილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს”, - ნათქვამია განცხადებაში,რომელიც ბიჭაშვილმა ნეტგაზეთს მიაწოდა.

 

დღეს, 17:00 საათზე, ტელეკომპანია თრიალეთის წარმომადგენლები სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ, ხოლო 6 საათზე ტელევიზიის ეთერში გავა თოქ შოუ ცხელი ხაზი, რომელიც მომხდარ ფაქტს შეეხება.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ტელერადიოკომპანია თრიალეთის დირექტორი დააკავეს

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...