planetanews Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი: დილა მშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეორე შემაჯამებელ შეხვედრაზე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო პრემიერ მინისტრ გილაურს და მის დელეგაციას. ჩვენს დელეგაციებს შეხვედრებით დატვირთული დღე ექნებათ. მაგრამ მანამდე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვედრას რამდენიმე შენიშვნით დაიწყებს. ქალბატონო კლინტონ, სიტყვა თქვენია აშშ სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი: დიდი მადლობა. მინდა მივესალმო პრემიერ მინისტრს და მის გამორჩეულ დელეგაციას აქ, მეორე ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. ჩემი,როგორც სახელმიწიფო მდივნის, ერთ-ერთი მიზანია, გავაღრმავო და გავაფართოვო ჩვენი ურთიერთობები და მოვძებნო საშუალებები, სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებში. როდესაც ახლა ჩემს კოლეგებს ამ ოთახში ვუყურებ, კარგად ვიცი, რომ მე და პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვალთ, თუმცა ყველაზე რთულ სამუშაოს შეასრულებენ ადამიანები ორივე დელეგაციიდან. მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი, შევხვედროდი პრემიერ მინისტრს ივლისში ჩემი საქართველოში ვიზიტისას. მე ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ იურკში, სადაც ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსია. ჩვენი ადრინდელი საუბრები და დღევანდელი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას ადასტურებს. საქართველოს და აშშ ურთიერთობები დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. ქარტიამ, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს 2009 წლის იანვარში, მოგვცა ერთგვარი ჩარჩო ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისთვის და დღეს მე მსურს დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობის, საქართველოს თავდაცვის და დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის. აშშ არ გადათქვამს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს მხარდაჭერა არის ფუნდამენტური პრინციპი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისთვის და ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი. აშშ რჩება ერთგული რჩება საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერაში, რაც აისახა ალიანსის გადაწყვეტილებით,ბუქარესტში და სტრასბურგში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რაც უკავშირდება ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმებს და თანამშრომლობას ნატოსთან. და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას,გააუმჯობესოს თავდაცვის რეფორმა და თავდაცვისუნარიანობა, მათ შორის ნატოს მიზნებთან თავსებადობას და აისაფის პროგრამაში შეტანილ წვლილს, ავღანეთის ოპერაციაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატოსთან. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის, ავღანეთში. შვიდასორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს აისაფში და ისინი მსახურობენ ამერიკის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ ჰელმანდის პროვინციაში და კიდევ 200, ფრანგი ჯარისკაცების გვერდით. ისინი ეხმარებიან ავღანეთს, შექმნან უფრო უსაფრთხო, სტაბილური და ბედნიერი მომავალი და უზრუნველყოფენ ჩვენ საერთო უსაფრთხოებას, ტერორიზმისგან. ღრმად ვწუხვართ, გასულ კვირას ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. მსურს გამოვხატო ჩემი მწუხარება და სოლიდარობა ქართველი ხალხის წინაშე. ეს ჩვენი საერთო დანაკარგია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს,რომ დაასრულოს ოკუპაცია , გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და დაიცვას ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას აიღო. საქართველოს აქვს კონსტრუქციული მიდგომა,ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართოს ამ გამოწვევებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი და მზად ვართ განვახორციელოთ ქმედებები,რომელიც განამტკიცებს ამ მნიშვნელოვან მიზნებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, საქართველოს მომავლის გაუმჯობესებისთვის, როგორც დასავლური ოჯახის წევრის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის. თავისუფალი არჩევნები, ეფექტური ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი და ლეგიტიმატორი ნებისმიერი მთავრობისთვის.ეს ეხება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს. საქართველოში დემოკრატიის კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკანაკსნელი 7 წლის მანძილზე. მაისში ჩატარებული არჩევნები, წარმოადგენს შესამჩნევ პროგრესს.მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავი რამ არის გასაკეთებელი.მათ შორის პოლიტიკური კონკურენციის კუთხით და ანგარიშვალდებულების კუთხით, ეს ეხება ასევე მაისში ჩატარებული არჩევნებისას არსებული დარღვევების საფუძვლიან გამოძიებას. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში,რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი და საპრეზიდენტო არჩევნები,2013 წელს, იქნება ასახვა საქართველოს დემოკრატიის. ეს იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის,არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მიღწევები,რომელიც საქართველომ განახორციელა კორუფციის წინააღმდეგ, უკვე არის მოდელი სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით,რომ თქვენთან ერთად ვიმუშავოთ ამ მიზნების მიღწევისთვის და გთავაზობთ,რომ გავაგრძელოთ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიას. დღევანდელი საქართველოს წინაშე, მთავარი რეფორმა არის კონსტიტუციური რეფორმა. ის იძლევა საქართველოსთვის შესაძლებლობას, ააშენოთ ის,რისკენაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ისწრაფვით. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სათანადოდ ცნობს ამ შესაძლებლობას, მას შემდეგ რაც დაასრულებს საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტის განხილვას. აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, საქართველოს დაბალანსებული მმართველობის გაძლიერებისთვის.და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს,როგორც შეგვიძლია. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერ მინისტრს აქ ყოფნის გამო. ნება მომეცით გავიმეორე,ის,რითიც დავიწყე. ჩვენ ამ პარტნიორობის ერთგულები ვართ და ვზრუნავთ საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას უკეთესი მომავლისკენ. და ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობის განმტკიცებას არა მხოლოდ მთავრობებს შორის, არამედ ადამიანებს შორის. და მხარს ვუჭერთ ცვლილებებს,რომელიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენის მხრივ ჩვენ შეგვძლია ჩვენ ხალხს ვაცნობოთ, მათ შორის ინვესტორებს, რომლებსაც წავაქეზებთ, რომ საქართველოს უფრო ახლოს გაეცნონ, ასევე სხვებს ჩვენ ქვეყანაში,რომლებიც ითხოვენ ისეთივე ცვლილებებს, როგორსაც საქართველო ახორციელებს, რადგან საქართველო მათთვის ერთგვარ ნიმუშად იქცა. დიდი მადლობა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გორდონი: დიდი მადლობა ქალბატონო,პრემიერ მინისტრო, სიტყვა თქვენია საქართველოს პრემიერ მინისტრი,ნიკოლოზ გილაური: უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონო მდივანო, თქვენი სიტყვებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, და კომისიის ხელმძღვანელობა თქვენთან ერთად. უპირველეს ყოვლისა მინდა პერსონალურად მოგიხადოთ მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის ჩვენთვის რთულ პერიოდში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის საერთაშორისო არენაზე. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და თქვენ იმ ფინანსური და ეკონომიური მხარდაჭერისათვის რომელსაც ახორცილებს აშშ საქართველოში. უნდა ითქვას რომ გასული ორი წელი ძალიან რთული იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა და როცა ჩვენ ვაანალიზებთ გაუმჯობესების მიზეზებს, ორი მთვავარი მიზეზი იკვეთება. პირველი ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ასევე აშშ მთვარობის მხარდაჭერა.ფინანსური მხარდაჭერა, - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებაში რომელიც აძლევს საქართველოს დამატებით სტიმულს რომ გახდეს რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი. მეორე ეს არის ის რეფორმები რომელიც გაატარა საქართველოს მთავრობამ გასული ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ ამ რეფორმების მეშვეობით საქართველო იქცა ერთგვარ მისაბაძ მაგალითად რეგიონში. რეგიონში,რომელიც ისევ პოსტსაბჭოურად აზროვნებს, რეგიონში სადაც კორუფცია ისევ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საქართველო გახდა კორუფციასთან ბრძოლის, საბაზრო ეკონომიკის , და ამ ყველაფრის განხორციელებაში მისაბაძი მაგალითი. როგორც არ უნდა იყოს, ამის გასაკეთებლად ჩვენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება . ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ჩვენ გვჭირდება თქვენი დამატებითი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ეკონომიკაში, განათლებაში, და ასევე უშიშროების საკითხებში. უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს განხორციელდება დამატებითი პროგრამები ინფრასტრუქტურისა და განათლების დარგებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობაზე, რომ დაარსდეს საქართველოში ამერიკული უნივესიტეტი, რომელიც იქნება განათლებისა და მეცნიერების ცენტრი რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში. სხვათაშორის, უნდა გითხრათ, რომ სწორად ახლა ჩვენ ჩამოგვყავს ათასი ინგლისურის მასწავლებელი ამერიკიდან და კანადიდან რომლებიც ქართულ სოფლებში მოახდენენ დასავლური აზროვნების გაძლიერებას და რა თქმა უნდა ასწავლიან ინგლისურ ენას, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველო გახდა რეგიონში ენერგიის ცენტრი. ბევრი მილსადენი კვეთს საქართველოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ჩვენ ვართ მთავარი ბირთვი გაზის ექსპორტის კასპიიდან თურქეთისაკენ , შესაბამისად ევროპისაკენ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი ბირთვი ნავთობის ტრანზიტის კუთხით, და ასევე ჩვენ ვართ ქსელში ელექტროენერგიის ექსპორტის რუსეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის და მთელი მეზობელი ქვეყნებისთვის. დამატებითი პროექტები ინფრასტრუქტურის მიმართულებით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო კერძო სექტორისთვის და ასევე იყოს სტრატეგიულად სასარგებლო ევროპისათვის. დასავლური სამყაროსათვის, როგორიც ნავთობის გადამამუშავებაა შავ-ზღვაზე, და ბუნებრივი გაზის ტრანზიტი და გაზსაცავი საქართველოს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, რომელსაც შეუძლია მოგვცეს და აუცილებლად მოგვცემს დამატებით ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპისათვის და მთელი მსოფლიოსათვის. ეს ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს როგორც კერძო სექტორისათვის ასევე სახელმწიფოთაშორისო პროექტებში. კიდევ ერთი სფერო რომელიც უნდა ვახსენო არის უთუოდ უსაფრთხოება და თავდაცვა, და საქართველო და აშშ არიან ძალიან კარგი მოკავშირეები, და ავღანეთი არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა. სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა პირველი წარუმატებლობები რამდენიმე დღის წინ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი სიტყვებისთვის ამ საკითხთან მიმართებაში. NATO არის სხვა საკითხი და ყველამ იცის იმ მისწრაფებების შესახებ რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით, და დიდი მადლობა ამ მისწრაფების მხარდაჭერისათვის. შემდეგი სამიტი ლისაბონში გაიმართება და ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი გაძლიერებული მხარდაჭერისა იქაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ის, რაც განავითარა საქართველოს მთავრობამ და გახდა ცნობილი ყველასათვის საერთაშორისო მასშტაბით, და ის რასაც ყველამ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ ამ ნაბიჯებს. საქართველო თავდადებულად ქმნის საზოგადოებას- თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც დამყარებულია დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავ რეფორმას ვატარებთ. საუკეთესო მაგალითია ურთიერთანამშრომლობა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, რომელიც ზუსტად ახლა ინერგება. ფაქტობრივად, რაზეც ვლაპარაკობთ დაინერგება ამ წლის შემოდგომაზე და ჩვენ ვფიქრობთ ეს უმნიშვნელოვანესი ბიძგი იქნება მომავალში საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. ეს სინამდვილეში გაკეთებული იქნა ამ კომისიათან თანამშრომლობით, და მისი მეშვეობით, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ვფიქრობთ ეს კომისია არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მე ვიმედოვნებ და ვფიქრობ რომ ამ გუნდს რომელიც მომავალში იმუშავებს ექნება ნაყოფიერი დისკუსიები. და იმედი მაქვს კიდევ უფრო პოზიტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოსა და აშშ –ს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო მდივანო სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts