Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე პოზიცია დააფიქსირა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg

 

დესმონდ ბატლერი

 

ოთხშაბათს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლის წინააღმდეგი იქნება, თუკი ოფიციალური მოსკოვი ქართველ მებაჟეებს რუსეთის მოკავშირე ორი სადაო რეგიონის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას არ მისცემს. 

 

ასეთი ხისტი პოზიცია, როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციას რთულ სიტუაციაში ჩააგდებს, რადგან მას სურს რუსეთს მსო–ში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ გასულ კვირაში, ადმინისტრაციამ დამატებით დააიმედა რუსეთი, როდესაც განაცხადა, რომ მოსკოვმა უკვე გადაწყვიტა მასსა და აშშ–ს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხები, რომლებიც ხელს უშლიდა 16 წლის წინ გაწევრიანებაზე შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილებას. 

 

Associated Press–თან ინტევრიუში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი რამ სურს: რუსეთმა მსო–ში გაწევრიანების წინ, ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესები დაიცვას. წესების თანახმად კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ–სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, შეუძლია მასში ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიღებას ვეტო დაადოს.   

 

ქართული მხარის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ საქართველოს მისგან გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთ–საქართველოს სასაზღვრო ზოლის გაკონტროლების უფლების მოპოვება სურს. საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ორივე ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და იქ საკუთარი არმია განათავსა იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით იქიდან ჯარი უნდა გაეყვანა.  

 

„ჩვენ ვემხრობით იმას, რომ რუსეთი მსო–ში ამ ორგანიზაციის წესების დაცვით გაწევრიანდეს“, – განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ საქართველოს აზრით, მსო–ს წესების თანახმად სასაზღვრო ტერიტორიები იმ ქვეყნების მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს, რომელთა შორისაც ეს საზღვარი გადის.  

 

ამ დროს გილაური ვაშინგტონში, ქართული და ამერიკული დელეგაციების ერთდღიან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს ეძღვნებოდა.

 

შეხვედრის გახსნაზე, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხელახლა მოსთხოვა რუსეთს მისი არმიის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

 

გილაურის თქმით, კლინტონის სიტყვები, რომლებშიც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც გაისმა, არის „ის, რასაც ჩვენ მხოლოდ ვისურვებდით“. 

 

საქართველო აშშ–სგან ამ სიტყვებს ელოდა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ ორ სადაო ტერიტორიას არ გადაყლაპავდა. გარდა ამისა, საქართველო ფრთხილად მიუდგა იმ ფაქტს, რომ ობამას ადმინისტრაციამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხს.

 

კლინტონმა 2012–2013 წლებში დაგეგმილი არჩევნები ახსენა და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ მოუწოდა.   

 

„პოლიტიკური კონკურენციის, რესურსების შეგროვებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა მან.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...