Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბუნდოვანი ვიზიტით ჩამოდის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg

 

ვლადიმერ სოკორი

 

პოსტზე დანიშვნიდან მეცამეტე თვეს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში გაემგზავრა, იმ ქვეყანაში, რომელსაც ნატოს მისიაში ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. რასმუსენის 1 ოქტომბრის ვიზიტი დაემთხვა ოთხი ქართველის (პოლკოვნიკისა და სამი სერჟანტის) გარდაცვალებას ავღანეთის ბრძოლებში ჰელმანდის პროვინციაში. საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც ”სახელმწიფო შეზღუდვების” გარეშე ოპერირებს. ნატოს წევრების უმეტესობამ შემოიღო უამრავი შეზღუდვა, რათა თავი აერიდებინა ავღანეთის საბრძოლო ოპერაციებში სრულმასშტაბიანი  მონაწილეობისგან.

 

რასმუსენმა გახსნა მანამდე უკვე  არსებული და ახლა განახლებული ნატოს ოფისი თბილისში, ეწვია თავდაცვის სამინისტროს, ჩაატარა მოლაპარაკებები მიხეილ სააკშვილთან და მასთან ერთად შემაჯამებელი ბრიფინგი მისცა. ვიზიტის მსვლელობისას რასმუსენმა დეკლარირებული პრინციპების დონეზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით: რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმების მოთხოვნებს, ნატოს წევრები ცდილობენ მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ბოლო პუნქტთან დაკავშირებით რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი, აუცილებელია მხოლოდ ნატოს სტანდარტების შესრულება (Civil Georgia, რუსთავი-2, 1 ოქტომბერი).

 

არაა გასაკვირვი, რომ რუსეთმა ვიზიტს თავისი დაღი დაასვა. რასმუსენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს მისწრაფებას რუსეთთან ”სტრატეგიული პარტნიორობისა” და რწმენაზე დაფუძნებულ იმ იმედსაც, რომლის თანახმად ეს პარტნიორობა საქართველოს უსაფრთხოებასაც განამტკიცებს.

 

ახალი არგუმენტის მოშველიებით (პირველად ამ რაგუმენტმა მის ბოლო რომაულ გამოსვლაში  გაიჟღერა (www.nato.int/cps,  17 სექტემბერი), რასმუსენმა თბილისში განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის განთავსებასთან დაკავშირებით    მასპინძელი ქვეყნის  პრინციპს აამოქმედებს.  იგულისხმება ის, რომ რუსული ჯარი აქ არაკანონიერად იმყოფება, რადგან არა აქვს  მიღებული საქართველოს მთავრობის თანხმობა, რაც გამორიცხულია. შეერთებული შტატებმა და ნატომ ამას წინათ შეიმუშავეს პოზიცია რუსეთთან იმ მომავალი მოლაპარაკებებისათვის, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულებასთან (CFE) დაკავშირებით გაიმართება. განახლებული პოზიცია ხაზს უსვამს მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ის საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე მოლდოვეთში, დნესტრიპირეთში რუსეთის ჯარის განთავსებას უკავშირდება.

 

ამ ტერიტორიებზე დისლოცირებული ჯარი ( 2001- 2002 წლებიდან) მთავარი წინაღობაა 1999 წელს დადებული და ადაპტირებული  CFE ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. 2008 წლის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებითი ჯარების მასობრივი განლაგება კიდევ უფრო ართულებს CFE ხელშეკრულების გარშემო  მოლაპარაკებების განახლებას და მის რატიფიცირებას. მაგრამ აშშ-სა და ნატოს ამჟამად შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით რუსეთთან საერთო პოზიციის გამონახვა  სურთ.  შეეცდებიან თუ არა ისინი მასპინძელი ქვეყნის პრინციპის რეალიზებას  მომავალ მოლაპარაკებებზე, თუ გამოძებნიან ფორმულას, რომელიც ქაღალდზე შეარიგებს რუსეთის გაჭიანურებულ ყოფნას ამ ტერიტორიებზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

რასმუსენის ვიზიტმა, დეკლარირების დონის მიღმა,  რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

 

ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსაც ეხება, რასმუსენს არ უხსენებია არც ამ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები და არც დროში გამოკვეთილი ჰორიზონტი.  ნატო-საქართველოს კომისია, მექნიზმი, რომელიც 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე შეიქმნა, პასიურია. კომისიას, რომელსაც ნატო-საქართველოს ყოველწლიური გეგმის შესრულების მეთვალყურეობის მანდატი გადაეცა, სამეთვალყურეო ბევრი არაფერი აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ჩვეულებრივი შეირაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამები საქართველოსთვის. აშშ და ნატო, რუსეთის პატივისცემის ნიშნად  ინარჩუნებენ არადეკლარირებულ ემბარგოს საქართველოს მიმართ ყველაზე საბაზისო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებითაც კი (EDM,  23 სექტემბერი).  ქართულ ჯარს უფრო იმისთვის წვრთნიან, რომ კონტრ-ამბოხების ოპერაციებში მონაწილეობა  მიიღოს, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისათვის. ამ გარემოებებში ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ჯარი ნატოს სტანდარტებს. მანამდე სანამ, მსგავსი პოლიტიკა ძალაშია, ის პრატქიკულად რუსეთის მიერ საქართველოსთვის ირიბად დაწესებულ ვეტოს ნიშნავს, რომელიც, როგორც ასეთს,  შეუძლებელს ხდის საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის. ამ დროს კი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ რუსეთის მხრიდან არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ვეტო გაწევრაინებაზე და რეპუტაცია ამით გადაირჩინონ.

 

როგორც ჩანს, ნოემბერში, ლისაბონში ნატოს სამიტზე ნატო-საქართველოს შეხვედრა არ შედგება. ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ, 12 ივლისის შეხვერდაზე მიიღო. ასეთ შეხვედრას ნატოს ადრინდელი პრაქტიკის დაცვით, მხოლოდ სამმა ბალტიისპირულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რასმუსენი, იმ არგუმენტით, რომ ის ”უშინაარსო” იქნებოდა,  კომისიის შეხვედრის წინააღმდეგი იყო (EDM,  13 აგვისტო). ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ნატოს თავადაა აქვს ყოველწლიური  გეგმის შესრულების სურვილის დეფიციტი, რაც კონტრასტში მოდის საქართველოს მაღალ მოტივაციასთან.  იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს, ნატოს სამიტმა არა მარტო უნდა დაადასტუროს ბუქარესტის სამიტის ფორმულა ლისაბონში, არამედ ის უფრო კონკრეტული უნდა გახადოს იმპლიმენტაციის ტერმინებში.  თუ ამას ვერ შესძლებს, ნატო (მტრებისა და მეგობრების თვალში) გამოჩნდება ალიანსად, რომელსაც არ ძალუძს დააჯილდოვოს ქვეყანა, რომელსაც მისთვის უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ოპერაციებში ყველაზე დიდი სამხედრო წვლილი შეაქვს.

 

თბილისში რასმუსენმა იმაზე ილაპარაკა, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს ძალისხმევას ავღანეთში, მაგრამ არ უხსენებია საომარი თეატრისათვის გამიზნულ მომარაგების დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გაივლის. უფრო მეტიც, საჯაროდ არ უხსენებიათ არც  საქართველოს სტრატეგიული ფასეულობა ევროპის კონტექსტში. აშშ-სა და ნატოს ფიქსაციამ ავღანეთზე, დებატები საქართველოზე, თავისი ბუნებრივი, ევროპული ჩარჩოების მიღმა დატოვა.  არადა, აშშ-სა და ნატოს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ ევრო-ატლანტიკური და ევროპული პოლიტიკის გაგრძელება იქნება.

 

=36997&tx_ttnews[backPid]=27&cHash=bf9a9b4abc"]ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...