lasha1997 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) „მაპზე უკეთესი მივიღეთ“ განაახლეს.ისაც უთქვამს,რომ კონსტიტუციის შეცვლა მხოლოდ წაადგება საქართველოსო.ასევე ის ტერიტორიები თქვენიაო და ა.შ. აშშ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციას 12:55 07-10-2010 აშშ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაზრდას. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი , რომელიც საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ეხება.განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას აშშ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მთავარ პრინციპებს ეყრდნობა."შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის რეფორმასა და თავდაცვის შესაძლებლობის გაუმჯობესებაში გამოჩენილ ძალისხმევას, მათ შორის ნატო-სთან თავსებადობისა და ავღანეთის "ISAF"-ის ოპერაციაში მონაწილეობის ჩათვლით. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ წარმოებულ იმ სამუშაოს, რომელსაც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეთანხმებული ყოველწლიური ეროვნული პროგრამის თანახმად ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.აქვე საუბარია საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შესახებაც და აღნიშნულია, რომ ამ თემაზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა თბილისში 2009 წლის ნოემბერში გამართა."ჯგუფი აცნობიერებს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და ფოკუსიფრებას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და საარჩევნო პროცესზე, ასევე - მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, გამვჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებებზე და მმართველობის განაწილებაზე, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე. ბოლოდროინდელმა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა ყველა ამ მიმართულებით რეფორმას ხელი შეუწყო", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი http://new.interpressnews.ge/ge/politika/146808-ashsh-mkhars-utcers-evroatlantikur-institutebshi-saqarthvelos-integracias.html Edited October 7, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 ჰილარი კლინტონი - საკონსტიტუციო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას 11:27 07-10-2010 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმა არის ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას . როგორც აშშ-ს სახლწმიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ კლინტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა."საკონსტიტუციო რეფორმა წარმოადგენს საქართველოს შესაძლებლობას, აშენოს იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რასაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიაღწია. იმედი მაქვს, პარლამენტი გააცნობიერებს ამ შესაძლებლობას და საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის შემდეგ დასკვნებს გამოიტანს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სისტემის კონტროლისა და დაბალანსების გაძლიერებისკენ. შეერთებული შტატები მზად არის, ამ პროცესს ხელი შეუწყოს", - განაცხადა კლინტონმა. მისივე თქმით, აშშ ზრუნავს საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოკრატიისთვის და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, ააშენოს უკეთესი მომავალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 lasha1997„მაპზე უკეთესი მივიღეთ“ განაახლეს. მე მგონი, ახლა ახალ - "ნატოზე უკეთესი..." - ფაზაში შევდივართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 აშშ ზრუნავს საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოკრატიისთვის და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, ააშენოს უკეთესი მომავალი.მაგან თავისი ქვეყნის მომავალზე იფიქროს, დედა რო მოედღვნებათ სულ მალე მაგ გათახსირებულებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 lasha1997 მე მგონი, ახლა ახალ - "ნატოზე უკეთესი..." - ფაზაში შევდივართ საქართველოს განადგურების ფაზაში შევდივართ. მხოლოდ ასეთი დასკვნები არის საკმარისი იმისათვის რომ გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, ამერიკას და რუსეთს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდა და აქვთ.საქართველოსგან მალე ჩმორლანდია დარჩება, ან "კორიდორი". ერთი დიდი დერეფანი ვიქნებით და ეგაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 DonCaredoმაგან თავისი ქვეყნის მომავალზე იფიქროს, დედა რო მოედღვნებათ სულ მალე მაგ გათახსირებულებს ამერიკელებზე ლიჩნი ნეპრიაზნი გაქვს? თუ "ნიჩეგო ლიჩნოგო - ეტო ბიზნეს"-ის ამბებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 აგერ პოლნი გახარებისთვის ეს ფაილებიც აქ მივამაგრო.ჩვენი დიდადი პრეზიდენტის თანმდებობით ასეთი მიღწევები მსოფლიო დემოკრატიას არც კი დასიზმრებიაო.ვენაცვალეო იმ ოპოპარტიებს ვინც ამ საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებში მონაწილეობენო. ჰა, ვინ არის რიგში მისას მომდევნო ჯიბის ოპოზიციონერობისა?rcdel0028 ws1 georgia constitutional reform.pdfrcdel0029 ws1 georgia recentupcoming dem reforms.pdf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Hannibal Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 ცარიელი ლაპარაკები არიან რა.რეალურად კი საქმეს იშვიათად თუ აკეთებენ. :umadurismile: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 მე კი ვიცი რასაც გააკეთებენ,მაგრამ ეს მიშისტებისთვის ახალი სტიმულია. მიშას მადლობა უკვე მოუხდია კლინტონშასთვის. მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს მადლობას უხდის 15:23 07-10-2010 ვიდეო აუდიო საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს კიდევ ერთხელ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის . როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, გუშინ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონმა საქართველოს მისამართით მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.მანჯგალაძის თქმით, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის; მნიშვნელოვანი იყო, ასევე, მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. ეეეე წავედი საქმეები მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 მოუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და ოკუპანტების ხსენებით ჩვენს პატივმოყვარეობას ქონი მოუსვა,აფირისტია ეგ ჰილარიც და მთელი დასავლეთი,რამდენი ფუთი სისხლი უნდა დაღვარონ ჩვენებმა ავღანეთში რომ მაგათ რაიმე რეალური გააკეთონ?არაფერსაც არ გააკეთებენ და უნდა გამოვიყვანოთ ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია,ცინიზმია რა ასეთი არაფრის მომტანი ტექსტები.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 არაფერსაც არ გააკეთებენგააკეთეს უკვე დიმპიტაურიძე რომ არ გყავს მთავრობაში. დანარჩენი შენ უნდა გააკეთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Saturnგააკეთეს უკვე დიმპიტაურიძე რომ არ გყავს მთავრობაში. დანარჩენი შენ უნდა გააკეთო. დიმპიტაურიძეს რა უჭირს, მიშიკოზე ნაკლები რითაა ერთი მითხარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 დიმპიტაურიძეს რა უჭირსმაგას თუ ვერ ატყობ დიმპიტაურიძეს რა უჭირს, მაშინ შენც გიჭირს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Saturnმაგას თუ ვერ ატყობ დიმპიტაურიძეს რა უჭირს, მაშინ შენც გიჭირს ვითომ იმაზე მეტი ჭირს რაც მიშიკოს? დიდი დემოკრატი არც ერთია და არც მეორე, რაც შეეხება პიროვნულად,დიმპიტა ბევრად უფრო განათლებულია ვიდრე მიშა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Глава "Ростехнологий": Россия вернет Ирану 167 млн долларов аванса за срыв поставок С-300 http://newsru.com/finance/07oct2010/irancomp.html და ამის შემდეგ ვიღაცას ჰგონია,რომ კლინტონშა ფაიზაღს ბაზრობდა? ეს „ჟესტი“ გაკეთებული იყო,ჩვენი სამხედროების დაღუპვით ავღანეთში ,თორემ ამერიკას მაგარი ვკიდივართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.