babuagiorgi Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 სად და ვისგანაა მიღებული მაგას ექიმი ვერ დააფიქსირებს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ იგი უნდა გამოვიდეს მოწმედ პროცესზე, მაშინ როცა ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა. აი რა სთქვა პაციენტმა, ამის დაფიქსირება კი შეუძლია ნამდვილად."პაციაენტი გადმოცემით " სწერს ექიმი. მოწმედ უნდა გამოვიდეს თუ სასამართლომ მოითხოვა. ამაში არაფერია დარღვევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 Saturn "პაციენტის თქმით"-ო არ წერს, მაგას წერს გამომძიებელი. ექიმი წერს რა და როგორ აქვს დაზიანებული და მისი აზრით რა შეიძლება იყოს დაზიანების მიზეზი. ანუ ვთქვათ თავის ქალა აქვს გატეხილი სავარაუდოდ ბლაგვი საგნის ჩარტყმით, კუჭი აქვს გახეული სავარაუდოდ ბასრი და წვეტიანი საგნით (ანუ დანით) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს (ამას პირდაპირ წერენ, რადგან ტყვია ამოაქვთ, თუ გამჭოლი ჭრილობა აქვს მაინც, რადგან ცხელი ტყვია კანს და ხორცს წვავს და კვალს ტოვებს), თუ ნაცემია დაწერს რომ (მრავლობითი) ჰემატომები, დაბეჟილობები, მოტეხილობები აქვს მიღებული სავარაუდოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით. ჩემზეც დაუწერით მსგავსი დასკვნა და სვებს რომ უწერდნენ მაგ პროცესებსაც დავსწრებულვარ არაერთხელ. "დაზარალებულის განცხადებით" ან "ბრალდებულის განცხადებით", ამას მხოლოდ გამომძიებელი ხმარობს. მოკლედ. ორმა კონტროლიორმა ცემა დამიპირეს შარშანწინ ნუ მე ბილეთი არ მჭირდება მგზავრობის დროს, სხვის გულისთვინ იყო და ბოლო ბოლო ჯერ წავიქეცი წავედი ექიმთან და დამიწერა დაზიანების ცნობაც და თან, რა ვითარებაში და ვისგან იყო მიღებული. უბრალოდ ვალდებულია ექიმმა ეს დააფიქსიროს. ჯერ კომუნისტების დროს იყვნენ ექიმები ვალდებულნი ამის დაფიქსირებისა ხალხოოოოოოოოოოოოოო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 babuagiorgiორმა კონტროლიორმა ცემა დამიპირეს შარშანწინ ნუ მე ბილეთი არ მჭირდება მგზავრობის დროს, სხვის გულისთვინ იყო და ბოლო ბოლო ჯერ წავიქეციდა მერე გაიქეცი? პირიქით არ გერჩია? :018: კაცო მე შენ ქვეყნის გადამტრიალებელი, ბოევიკი, რემბო და რა ვიცი რა აღარ მგონიხარ და ორმა კონტროლიორმა როგორ წაგაქცია, თან ისე რომ ექიმთან წასაყვანი გახდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 babuagiorgi კანონით არაა ვალდებული თუ "ვისგან" ამაზე დაAჟინებით მოგთხოვს პასუხი..."როდის, როგორ და სად" ეს შეიძლება დიაგნოზის დასმის და მკურნალობისთვის იყო საჭირო, მარა მაინც ყველა გეკითხება ვინ იყოო, რომ პოლიციას გადასცეს, რაღაც არაოფიციალური შეთანხმებასავითაა თუ პოლიცია აძალებს არ ვიცი. Saturn მე როგორც ვიცი ფეხი არ აქვს ჯანმრთელად და არა მგონა ეთიკური იყოს მაგაზე ხუმრობა, მარა მჯერა რომ არ იცოდი და იმიტომ იკაიფე მაგაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 analginმე როგორც ვიცი ფეხი არ აქვს ჯანმრთელად და არა მგონა ეთიკური იყოს მაგაზე ხუმრობა, მარა მჯერა რომ არ იცოდი და იმიტომ იკაიფე მაგაზე.უკაცრავად. არ მახსოვდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 babuagiorgi და მერე გაიქეცი? პირიქით არ გერჩია? :018: კაცო მე შენ ქვეყნის გადამტრიალებელი, ბოევიკი, რემბო და რა ვიცი რა აღარ მგონიხარ და ორმა კონტროლიორმა როგორ წაგაქცია, თან ისე რომ ექიმთან წასაყვანი გახდი? ერთი ორმეტრა ნახევარი იყო სიმაღლეში საქმე სჭირდებოდა. ჩემი ამბე რომ ყოფილიყო კიდევ მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში წაქცევა სჯობდა დამიჯერე.მერე კარგი სტატია გამოვიდა "კონტროლორებმა სცემეს ინვალიდი" თან სურათით, პროტეზი ხელში მეკავა. babuagiorgi კანონით არაა ვალდებული თუ "ვისგან" ამაზე დაAჟინებით მოგთხოვს პასუხი..."როდის, როგორ და სად" ეს შეიძლება დიაგნოზის დასმის და მკურნალობისთვის იყო საჭირო, მარა მაინც ყველა გეკითხება ვინ იყოო, რომ პოლიციას გადასცეს, რაღაც არაოფიციალური შეთანხმებასავითაა თუ პოლიცია აძალებს არ ვიცი. ტრავმის მიღების შემთხვევაში ცნობას იღებ თუ გჭირდება.ამ შემთხვევაში ექიმი აფიქსირებს იმას რასაც პაციენტი ეუბნება. რაც ამ ექიმმა გააკეთე. კი არ ამტკიცებს, არამე "პაციენტის თქმით" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 ჯანდაბას თუ დაწერა და პრობლემა იმაშია,რომ ამის გულისთვის გაანთავისუფლეს. მასტერია რა სატურნა სხვა გზით თემის წაყვანაში.ვაფასებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 ტელეკოპანია ,,თრიალეთი“ აკაკი მინაშვილს ღია ეთერს უთმობს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი” ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებას, რომელიც მან პარლამენტის სხდომაზე, „თრიალეთის“ დირექტორის, ჯონი ნანეტაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ, სანამ მგზნებარე განცხადებებს გააკეთებენ დეტალები შეისწავლონ. მინაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ჯონი ნანეტაშვილის ცემის საკითხთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. ,,სანამ მგზნებარე განცხადებებს გააკეთებთ, დეტალები შეისწავლეთ – ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ მას აქვს რაღაც ტიპის იმუნიტეტი, რადგან ტელევიზიის წარმომადგენელია და გადაწყვიტა, რომ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა განეხორციელებინა. ეს დაუმორჩილებლობა არ იყო მარტივი დაუმორჩილებლობა, ეს იყო შეურაცხყოფის ფორმით და შესაბამისად, ეს ადამიანი სასამართლომ დააჯარიმა, ისე როგორც ეს არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა მინაშვილმა. ჩვენ გვაინტერესებს, აკო მინაშვილმა სანამ ამ „მგზნებარე“ განცხადებას გააკეთებდა, შეისწავლა დეტალები, თუ ცალმხრივად, მხოლოდ პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს? გაარკვია დაზარალებულ მხარესთან, რომ იქნებ მართლაც არ ყოფილა დაუმორჩილებლობა და უდანაშაულოდ სცემეს ადამიანი? ეთანხმება თუ არა, პოლიციელების მიერ ბორკილებდადებული, წაქცეული ადამიანის წიხლების ცემით „დასჯას“? გვაინტერესებს, ხომ არ ემსახურებოდა უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადება, პოლიციელების წახალისებას, რომ ასე დასაჯონ ის ხალხი, ვისი თავისუფალი სიტყვაც მათ არ მოეწონებათ? დაზარალებული ჯონი ნანეტაშვილი ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მოხდა პატრულის თანამშრომლების მიერ ბორკილებდადებული, წაქცეული, ადამიანის ტვინის შერყევამდე ცემა. ჩვენ შეგვიძლია ბატონ აკაკი მინაშვილს გავაცნოთ საქმის ვითარება შესაბამისი მტკიცებულებებით. სამწუხაროა, რომ თავად არ დაინტერესებულა საქმის შესწავლით და გამოდის მხოლოდ იმ პოლიციელების დამცველად, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება. Aაქედან გამომდინარე იკვეთება, რომ მინაშვილი არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვას უწყობს ხელს, არამედ საჯაროდ აკეთებს განცხადებას, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. B ბატონ აკაკის იმუნიტეტის შესახებ გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ადამიანს აქვს იმუნიტეტი როდესაც ის დამნაშავე არ არის და უფრო მეტიც, უსამართლობის მსხვერპლია. და ამ იმუნიტეტს ჰქვია - კანონი. A აკაკი მინაშვილმა რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრია, არ მოახდინა რეაგირება არც 25 ივნისს, ქალაქ გორში, სტალინის ძეგლის აღების დროს პოლიციელების მიერ „თრიალეთის“ ჟურნალისტების ცემის ფაქტზე. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს მინაშვილისთვის კანონი მხოლოდ ის არის, რასაც მისსავე პოლიციის თანამშრომლები იტყვიან და არა ის რაც არგუმენტირებული რეალობაა. ტელეკომპანია „თრიალეთი“ პირდაპირ ეთერში იწვევს, ბატონ მინაშვილს, რათა აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, და პირადად დაზარალებულისგან მოისმინოს საქმის დეტალები. ასევე, საშუალება ექნება უპასუხოს მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ დაგროვილ კითხვებზე. ეთერში ვიწვევთ, ნებისმიერ დღეს, რომელსაც თავად გადაწყვიტავს. ჩვენი დიდი სურვილია იცოდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებმა თუ რა მოხდა რეალურად, თუმცა ფაქტია, რომ ამ დროისთვის მათი მხრიდან ობიექტურობის დადგენის სურვილი არ არსებობს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი და უმრავლესობა დაინტერესდება საქმით და გარდა მოსამართალე - პოლიციელების ინტერესებისა, დაიცავს მართალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და იმ ხალხის ინტერესებს, რომლისთვისაც ტელევიზია უკვე 20 წელია მუშაობს. აქვე, ტელეკომპანია „თრიალეთი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველკვირეულად, კვირაში ორჯერ, სრულიად უსასყიდლოდ, ეთერს დაუთმობს ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონის მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. კვირაში ერთი დღე განკუთვნილი იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ხოლო მეორე დღე, ცენტრალური ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის, სამინისტროების და სხვა წარმომადგენლებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 როგორ მაინტერესებს ვინ მივა? უფრო სწორად მივა თუ არა ვინმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.