Jump to content
Planeta.Ge

დააკავეს ტელეკომპანიის ხელმძღვბნელი


Recommended Posts

ახალი ინფორმაცია ტვ თრიალეთის ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ცემის თაობაზე.

 

ჯონი ნანეტაშვილის სამედიცინო ცნობის გაცემას ექიმის გათავისუფლება მოჰყვა

 

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექიმი ირაკლი ფირცხალაიშვილი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი, სანდო წყაროს ცნობით, ტელეკოპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის სამედიცინო ცნობის გაცემა გახდა.

ირაკლი ფირცხალაიშვილმა სამედიცინო ჟურნალში ჯონი ნანეტაშვილის სხეულის დაზიანების სიმძიმესთან ერთად დააფიქსირა ისიც, რომ იგი ნაცემი იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ირაკლი ფირცხალაიშვილი გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. ფირცხალაიშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა პასუხი მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააფიქსირა სამედიცინო ჟურნალში, ნანეტაშვილის განცხადება, რომ მისი ცემის ფაქტი მოხდა სამართალდამცავების მიერ.

ტელეკოპანია ,,თრიალეთი“ უკანონოდ მიიჩნევს ჰოსპიტალის ხელმძღვანელის მხრიდან ირაკლი ფირცხალაიშვილის გათავისუფლებას, რადგან მან პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულა.

მივმართავთ, საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველა პოლიტიკოსს, რომ შეისწავლონ ეს საკითხი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, რათა არ მოხდეს პრეცედენტი, რომ ექიმი დაისაჯოს პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ფირცხალაიშვილმა სამედიცინო ჟურნალში ჯონი ნანეტაშვილის სხეულის დაზიანების სიმძიმესთან ერთად დააფიქსირა ისიც, რომ იგი ნაცემი იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ექიმმა შეიძლება ცემის ფაქტი დააფიქსიროს, ეს მისი მოვალეობაა. მაგრამ ვის მიერ იყო ნაცემი როგორ დაადგინა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ექიმმა შეიძლება ცემის ფაქტი დააფიქსიროს, ეს მისი მოვალეობაა. მაგრამ ვის მიერ იყო ნაცემი როგორ დაადგინა?

ავადმყოფი რომ შემოდის მას ეკითხებიან თუ როგორ მიიღო დაზიანებები

ამ გამოკითხვის საფუძველზე ტუ არენიშნება ძალადობის ნიშნები ექიმი ვალდებულია გამოიძახოს პოლიცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონი ნანეტაშვილის სამედიცინო ცნობის გაცემას ექიმის გათავისუფლება მოჰყვა

 

აბა რა ეგონაეგეთ დასკვნას რომ წერდა?

 

ექიმმა შეიძლება ცემის ფაქტი დააფიქსიროს, ეს მისი მოვალეობაა. მაგრამ ვის მიერ იყო ნაცემი როგორ დაადგინა?

 

 

ალბათ ჰკითხა ვინ გაგძუყნაო და იმანც უთხრა რა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ავადმყოფი რომ შემოდის მას ეკითხებიან თუ როგორ მიიღო დაზიანებები

ამ გამოკითხვის საფუძველზე ტუ არენიშნება ძალადობის ნიშნები ექიმი ვალდებულია გამოიძახოს პოლიცია

ეს გასაგებია, მაგრამ ექიმის კომპეტენციაში არ შედის მოკვლევის ჩატარება და თავისი ვერსიების ჩაწერა იმაზე თუ ვინ ცემა დაზარალებული. მან უნდა დადოს დასკვნა სად რა ტიპის დაზიანება აღენიშნება პაციენტს და რისგან შეიძლება იყოს მიღებული ეს დაზიანება.

 

lasha1997

ალბათ ჰკითხა ვინ გაგძუყნაო და იმანც უთხრა რა

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ეს გასაგებია, მაგრამ ექიმის კომპეტენციაში არ შედის მოკვლევის ჩატარება და თავისი ვერსიების ჩაწერა იმაზე თუ ვინ ცემა დაზარალებული. მან უნდა დადოს დასკვნა სად რა ტიპის დაზიანება აღენიშნება პაციენტს და რისგან შეიძლება იყოს მიღებული ეს დაზიანება.

 

 

ეს ასე პოლიციას უნდა რომ იყოს. ისე კი ექიმი ვალდებულია ჩაწეროს სად, რა მდგომარეობაში და რა საგნით მიიღო პაციენტმა ტრავმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს გასაგებია, მაგრამ ექიმის კომპეტენციაში არ შედის მოკვლევის ჩატარება

არაფერ ოკვლევას არ ატარებს - უბრალოდ აღნიშნავს ჟურნალში, რომ პაციენტმა ეს ტქვა და ამგვარი დაზიანებები აღენიშნება

ირაკლი ფირცხალაიშვილმა სამედიცინო ჟურნალში ჯონი ნანეტაშვილის სხეულის დაზიანების სიმძიმესთან ერთად დააფიქსირა ისიც, რომ იგი ნაცემი იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

სად არის აქ მოკვლევა?

ჩაწერა რაც უთხრა პაციენტმა - ეს რა,დანაშაულია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე და მანდ ამ ცნობაში დედის გინება თუ არ იყო მაგ. პოლიციელების, არა და საგინებელი იყო, მაშინ ეს რა განთავისუფლების მიზეზია.

ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა პოლიტიკური ზეწოლა.

ე.ი. უკვე ყველა ექიმს შეეშინდება ცნობის გაცემა და გამოვა ის, რომ პოლიციამ ცემით რომ მოკლას კაცი, არავინ ამას არ დააფიქსირებს. ბრავო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს ასე პოლიციას უნდა რომ იყოს. ისე კი ექიმი ვალდებულია ჩაწეროს სად, რა მდგომარეობაში და რა საგნით მიიღო პაციენტმა ტრავმა.

ექიმს შეუძლია ჩაწეროს ასე: პაციენტის თქმით მან დაზიანება ასე და ასე მიიღო...

 

და არა მტკიცებითი ფორმით. არაა ეგ ექიმის კომპეტენცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ექიმს შეუძლია ჩაწეროს ასე: პაციენტის თქმით მან დაზიანება ასე და ასე მიიღო...

 

და არა მტკიცებითი ფორმით. არაა ეგ ექიმის კომპეტენცია.

:) თქვენ არ ხართ ევროპის სტანდარტებით რომ გინდათ ცხოვრება?

 

მანდ სწერია "პაციაენტი გადმოცემით ნაცემია პოლიციის მიერ" სად არის აქ მტკიცება. გადახედე წინა გვერდზე დევს დასკვნა.

 

მეორე. ეს ცნობა კეთდება ცემის ფაქტის შემდეგ. ამ ცნობაზე დაყრდნობით გამოაქვს განაჩენი სასამართლოს. ყველგან ევროპაშია ეს თუ ამერიკაში ექიმი აფიქსირებს როგორ, სად და ვიცგან არის ტრავმა მიღებული.

ნუ იგონებ რა რამე ახალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მანდ სწერია "პაციაენტი გადმოცემით ნაცემია პოლიციის მიერ" სად არის აქ მტკიცება.

მასე თუ წერია მაშინ სხვა საკითხია. შენმა დადებულმა ინფორმაციამ, რომელიც გვერდის დასაწყისში დევს, შემიყვანა შეცდომაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პაციაენტი გადმოცემით ნაცემია პოლიციის მიერ"

ამ ჩანაწერის გამო რომ ექიმს გაანთავისუფლებენ და მერე ვინმე დაიწყებს მტკიცებას რომ ასეთი ქვეყანა არის დემოკრატიული. გაგრძელება არ მინდა რა.

 

 

:) სევასცორე.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექიმი აფიქსირებს როგორ, სად და ვიცგან არის ტრავმა მიღებული.

სად და ვისგანაა მიღებული მაგას ექიმი ვერ დააფიქსირებს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ იგი უნდა გამოვიდეს მოწმედ პროცესზე, მაშინ როცა ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა. აი რა სთქვა პაციენტმა, ამის დაფიქსირება კი შეუძლია ნამდვილად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

:no:

 

"პაციენტის თქმით"-ო არ წერს, მაგას წერს გამომძიებელი. ექიმი წერს რა და როგორ აქვს დაზიანებული და მისი აზრით რა შეიძლება იყოს დაზიანების მიზეზი. ანუ ვთქვათ თავის ქალა აქვს გატეხილი სავარაუდოდ ბლაგვი საგნის ჩარტყმით, კუჭი აქვს გახეული სავარაუდოდ ბასრი და წვეტიანი საგნით (ანუ დანით) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს (ამას პირდაპირ წერენ, რადგან ტყვია ამოაქვთ, თუ გამჭოლი ჭრილობა აქვს მაინც, რადგან ცხელი ტყვია კანს და ხორცს წვავს და კვალს ტოვებს), თუ ნაცემია დაწერს რომ (მრავლობითი) ჰემატომები, დაბეჟილობები, მოტეხილობები აქვს მიღებული სავარაუდოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით. ჩემზეც დაუწერით მსგავსი დასკვნა და სვებს რომ უწერდნენ მაგ პროცესებსაც დავსწრებულვარ არაერთხელ. "დაზარალებულის განცხადებით" ან "ბრალდებულის განცხადებით", ამას მხოლოდ გამომძიებელი ხმარობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ექიმი წერს რა და როგორ აქვს დაზიანებული და მისი აზრით რა შეიძლება იყოს დაზიანების მიზეზი. ანუ ვთქვათ თავის ქალა აქვს გატეხილი სავარაუდოდ ბლაგვი საგნის ჩარტყმით, კუჭი აქვს გახეული სავარაუდოდ ბასრი და წვეტიანი საგნით (ანუ დანით) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს (ამას პირდაპირ წერენ, რადგან ტყვია ამოაქვთ, თუ გამჭოლი ჭრილობა აქვს მაინც, რადგან ცხელი ტყვია კანს და ხორცს წვავს და კვალს ტოვებს), თუ ნაცემია დაწერს რომ (მრავლობითი) ჰემატომები, დაბეჟილობები, მოტეხილობები აქვს მიღებული სავარაუდოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით.

ხოდა მაგას ვამბობ მეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...