Jump to content
Planeta.Ge

დააკავეს ტელეკომპანიის ხელმძღვბნელი


Recommended Posts

ეს ინფო მომაწოდეეს დღეს თელეკომაპანია თრიალეთიდან:

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემ „თრიალეთის“ დირექტორს ექიმებმა ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინეს!

 

ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს,  დღის 12 საათზე, გორის ცენტრში საპატრულო პოლიციამ ტელე-რადიო კოპანია „თრიალეთის“ დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი დააკავა, დაუმორჩილებლობის მოტივით, რის შემდეგაც ის სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს.

პროცესზე ნანეტაშვილმა უარყო დაუმორჩილებლობის ბრალდება და ამტკიცებდა, რომ სასამართლოში მიყვანამდე, პატრულის თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ნანეტაშვილმა მოსამართლეს დაზიანებული ადგილებიც აჩვენა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა არ გაითვალისწინა ნანეტაშვილის ჩვენება და „თრიალეთის“ გენერალურ დირექტორს ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა და 400 ლარით დააჯარიმა.

ჯონი ნანეტაშვილი დაახლოებით,  დღის 12 საათზე, გორის ცენტრში თი-ბი-სი ბანკისკენ  საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, როცა  საპატრულო  მანქანამ გააჩერა.

„პატრულის თანამშრომელმა მითხრა, თითქოს მე საჭესთან მობილურ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ამიტომ უნდა დავეჯარიმებინე.  ვუპასუხე, რომ ეს არ იყო სიმართლე. ამის შემდეგ, მომთხოვა საბარგულის გახსნა, თან, დაუმორჩილებლობისათვის,  დაპატიმრებით დამემუქრა. ამასობაში, საპატრულო მანქანიდან კიდევ ერთი პოლიციელი გადმოვიდა, რომელმაც ხელბორკილი დამადო.  მათ შემოუერთდა პატრულის სხვა თანამშრომლები. გადმომიყვანეს  მანქანიდან მიწაზე მათრიეს, მირტყამდნენ. მანქანის  კაპოტზე თავს მარტყმევინებდნენ" - იხსენებს ჯონი ნანეტაშვილი.

სასამართლო დარბაზიდან გამოსული ჯონი ნანეტაშვილი მის დაკავებას ხელისუფლების მიერ ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

იგი აცხადებს, რომ პატრული ახორციელებდა ხელისუფლების დაკვეთას, იმის გამო, რომ „თრიალეთის“ ეთერში გადის მაესტროს გადაცემები. ასევე, “თრიალეთის” საინფორმაციო გამოშვებები ობიექტური და კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.  არხზე კვირაში ორჯერ გადის თოქ-შოუ “ცხელი ხაზი”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თბილისიდან ჩამოსული პოლიტიკური ლიდერები და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

სასამართლოს შემდეგ, ტელე-რადიო კოპანია „თრიალეთის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციოაციის წარმომადგენელთან ერთად ექსპერტიზის ჩასატარებლად საექსპერტიზო ბიუროს მიმართა, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ ადგილზე არცერთი ექსპერტი არ იმყოფებოდა. 16–დან 18 საათამდე ეძებდნენ და ელოდებოდნენ ექსპერტის მოსვლას, მაგრამ უშედეგოდ.

ამის შემდეგ, ჯონი ნანეტაშვილმა გადაწყვიტა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაევლო სამედიცინო შემოწმება, სადაც ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევების შედეგად ჯონი ნანეტაშვილს ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინდა.

ექიმებმა ჯონი ნანეტაშვილს მედიკამენტები და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

ჰოსპიტალმა აღნიშნული დაზიანებების შესახებ პოლიციის სამმართველოს შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამხარეო პოლიციის თანმშრომლებმა ჯონი ნანეტაშვილს განუცხადეს, რომ საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო ჩვენების მიცემა და დასაკითხად საგამოძიებო განყოფილებაში წაიყვანეს. დაკითხვის დროს ტელე–რადიო კოპანია „თრიალეთის“ დირექტორმა შეუძლოდ იგრძნო თავი და პოლიციელებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენებას სახლში მისცემდა.

,,თრიალეთი“ გმობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს ამ ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

ტელეკოპანია ,,თრიალეთი“ ამ და სხვა არაერთ უკანონო ქმედებას ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის და დაშინების მცდელობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ზეწოლების მიუხედავად, ჩვეული ობიექტურობით და კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციაში თუ ხარ კიდევაც უნდა მგხვდეს, ადრე დისიდენტებით სავსე იყო ციხეები,

ესენი რა, კომუნისტებზე უფრო ჰუმანურები და შეგნებულები არიან ვითომ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციაში თუ ხარ კიდევაც უნდა მგხვდეს, ადრე დისიდენტებით სავსე იყო ციხეები,

ესენი რა, კომუნისტებზე უფრო ჰუმანურები და შეგნებულები არიან ვითომ? :givi:

 

რავი, როგორც ვხედავ არ აკლიათ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემ „თრიალეთის“ დირექტორს ექიმებმა ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინეს!

 

 

აი ეს თუ მართალია,მაგ პოლიციელებს ხელები აქვთ დასამტვრევი,მაგრამ ვინ არის პატრონი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

View Postbabuagiorgi, on Today, 09:41 AM, said:

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემ „თრიალეთის“ დირექტორს ექიმებმა ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინეს!

 

 

 

აი ეს თუ მართალია,მაგ პოლიციელებს ხელები აქვთ დასამტვრევი,მაგრამ ვინ არის პატრონი?

ეხლა შემოვა სატურნი და იტყვის

სამაგიეროდ ეხლა ფანჯრებიდან არ ცვივა ხალხიო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა შემოვა სატურნი და იტყვის

სამაგიეროდ ეხლა ფანჯრებიდან არ ცვივა ხალხიო

 

 

არა, მაგას არ იტყვის.ედიკას დრო სჯობდაო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აი ეს თუ მართალია,მაგ პოლიციელებს ხელები აქვთ დასამტვრევი,მაგრამ ვინ არის პატრონი?

მიეხედებათ მაგათაც...

 

სიჩუმე მოჩვენებითია... ჯერჯერობით აღშფოტებები კუხნის დონეზე შემოიფარგლება... მარა დიდი ხნით ამათ ხელშI? არა მგონია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თრიალეთის ტელეკომპანიიდან გამოგზავნილი წერილის ნაწყვეტი და ლინკი. გადახედეთ ამ ლინკში მოცემულ რეპორტაჟს

 

"mag dgemde gorshi qartlis dgeebi, zeimi da greoba agnishnes, da mag dros chven gavaketet siujeti, sadac avgnishnet rom im dges avganetidan 4 dagupuli chamoasvenes da matgan 2 goridan iyo da am zeimze aravis gaxsenebia isini. an ra dros zeimi iyo, roca glovis dge unda gamoecxadebinat... (am siujets gigzavnit fostit, magram ar vici gamoigzavneba tu ara, da mainc aq linksac chavwer, saitze rom naxot: http://trialeti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=25&info_id=990 ). am siujetma zalian gaamzafra gubernatori. amis meore dges gubernatorebis shekreba iyo prezidenttan da albat iq ganixiles es siujeti da amis mere xdeba es cemis faqti. "

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორის ნანეტაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2004 წლიდან არც ერთი კანონდარღვევის ფაქტი არ რჩება რეაგირების გარეშე და არა აქვს მნიშვნელობა ამ კანონდარღვევას ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაიდენს, თუ თუნდაც მათი გუნდის წევრი.

მინაშვილის მტკიცებით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგად აფასებს მინაშვილი იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში მანქანის გარეთ დატოვება აღარავის უჭირს.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებას ჟურნალისტების ცემის პრაქტიკის გაგრძელება უსაყვედურა და მათ შეახსენა, რომ არც ჟურნალისტების ცემის და, ზოგადად, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები არასოდეს არ გამოძიებულა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/147321-saparlamento-opoziciis-protests-akaki-minashvili-gamoekhmaura.html

 

ერთი სიტყვით, ნაგლი მატყუარა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ჯონი ნანეტაშვილის ახსნა-განმარტება სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

2010 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათისთვის, გამოვედი ტელეკომპანია ,,თრიალეთიდან" და მივდიოდი ბანკში. მანქანით მიმავალმა, შევამჩნიე, რომ ჩემს უკან მოძრაობდა პატრულის მანქანა. სტალინის გამზირზე, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ, შუქნიშანთან, წითელზე მომიწია ავტომანქანის გაჩერება და ამ დროს ტელეფონზე დამირეკეს. მე ერთი წამით ვუპასუხე ტელეფონს და ვთხოვე მერე გადმოერეკათ და გავთიშე. მოძრაობა რომ დავიწყე პატრულმა მანქანის გაჩერება მიბრძანა. მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და პატრულის თანამშრომელს ვკითხე რა დავარღვიე. მათ განმიმარტეს, რომ შუქნიშანზე გაჩერებულზეც კი მობილურზე საუბარი დარღვევად ითვლებოდა და ოქმი უნდა შეედგინათ. მე ვთქვი: ,,მხოლოდ ვუპასუხე და გავთიშე ტელეფონი და მხოლოდ ორი სიტყვის გამო უნდა დამიწეროთ ჯარიმა?" ისინი კი დაპატიმრებით დამემუქრნენ და მანქანაში ჩაჯდომა მომთხოვეს. მე ხელები გამოვუშალე და ვუთხარი ვიცი „თრიალეთის“ გამო ძალიან გინდათ ჩემი დაპატიმრება და ბარემ დამაპატიმრეთო. ერთ-ერთმა პატრულმა ხელი მომკიდა და ჩემი მანქანისკენ წამიყვანა. მე დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი. მანქანიდან იქვე მდგომ პატრულს ვუთხარი, რომ ეს ხომ ტელევიზიის სიუჟეტების გამო მიხდით სამაგიეროს და ეს საქციელი საწყალი ადამიანის საქციელია მეთქი. ამ სიტყვების თქმა დამთავრებული არ მქონდა, რომ მეორე პატრული გამხეცებული მომვარდა და ორივემ ერთად გადმომათრიეს მანქანიდან, წამაქციეს ძირს, ერთ ხელზე ბორკილი დამადეს და ცემა დამიწყეს. ამასობაში პატრულის მეორე ეკიპაჟიც მოვიდა. რომელთა ვინაობაც ამ დრომდე ჩემთვის უცნობია. ისინი შემოუერთდნენ პატრულებს ტარიელ სარაულს და ილია გავაშელს და ერთად ფეხებით ზედ შემდგნენ, უმოწყალოდ მცემდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეორე ხელიც მიმეცა. მე ვთხოვდი რომ ხელი ქვეშ მომიყვა და თუ არ გამიშვებდნენ ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას. მათ მეორე ხელზეც დამადეს ბორკილი. ხელები უკან მქონდა შეკრული და ბორკილზე მოკიდეს ხელი და ასე მიმათრიეს მანქანასთან, სადაც მანქანის რკინაზე დამარტყმევინეს თავი.

ეს ყველაფერი, გამხეცებული პოლიციელების მიერ, გაგრძელდა რამდენიმე წამს თუ წუთს. ასეთ ცემაში და ემოციებში, კიდევ ბევრი რამ არ მახსოვს თუ როგორ მცემდნენ, მაგრამ დაშავებული მაქვს ფეხის ტერფები, მუხლები, მხრები, თავი, კისერი... მქონდა ნეკნების ძლიერი ტკივილი და სხვა... ამის შემდეგ ჩამტენეს პატრულის მანქანაში. ხოლო ჩემი ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. გზაში პიჯაკიდან ნაფეხურები ჩამომფერთხეს მათი ფეხსაცმილის ნაკვალევის წაშლის მიზნით და მიმიყვანეს სასამართლოში, სადაც ჩამსვეს კამერაში. რამდენიმე ხანში, კამერაში შემომაწოდეს სამართალდარღვევის ოქმი, ათი ლარის ჯარიმით.

სასამართლოზე, მოსამართლე დავით პაპუაშვილს ვეუბნებოდი, რომ სასტიკად მცემეს და ვაჩვენებდი დაშავებულ ადგილებს. ვუთხარი, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რომ მანქანაში მჯდომი გადმომათრიეს და რანაირად უნდა გამეწია წინააღმდეგობა, ხოლო შემდეგ, ასფალტზე ვეგდე ბორკილებულ დადებული და 4 პოლიციელი წიხლებს მირტყავდა. მოსამართლემ ყურადღებაც არ მიაქცია ჩემ სიტყვებს და დაადგინა, რომ ვარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევიaს კოდექსის 173-ე მუხლით დამრღვევად ცნობილი და დამაკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმის სახით 400 (ოთხასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და დაუყოვნებლივ გამათავისუფლეს სამართლო სხდომის დარბაზიდან.

მე შემოწმებისათვის მივმართე ექსპერტიზას მაგრამ მითხრეს, რომ არცერთი ექსპერტი ადგილზე არ იყო. თუმცა, სამუშაო საათები იყო.

ამის შემდგომ შემოწმება გავიარე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სადაც შემოწმების შედეგად დამიდგინეს ქალა - ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის კისრის ნაწილის ტრამვა, ტრამვული ცერვიკალგია და ორივე სხივ მაჯის არის ექსკორიაციები. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ვერ გადმომცა გორის სამხედრო ჰოსპიტალმა. მიზეზად დირექტორის არყოფნა დასახელა, რომ მის გარეშე ბეჭდით დამოწმებულ ცნობას ვერ გასცემდნენ.

სამხედრო ჰოსპიტალმა ჩემი დაზიანებების შესახებ შეატყობინა გორის პოლიციის სამმართველოს, რომლებიც მოვიდნენ ჰოსპიტალში და მითხრეს, საქმის აღძვრისათვის საჭირო იყო ჩემთვის ჩვენების ჩამორთმევა და მთხოვეს პოლიციაში გავყოლოდი. პოლიციაში, მე შევიქენი შეუძლოდ და ვთხოვე, საჭიროების შემთხვევაში ჩვენებას სახლში მივცემდი.

სახლში ყოფნისას დამეწყო პირღებინება და კონსულტაციისათვის მივმართე ქარელის საავადმყოფოს, სადაც თავის დაზღვევის მიზნით გავიარე კიდევ ერთი შემოწმება და ექიმებმა იგივე დიაგნოზი დამიდგინეს..

ექსპერტიზისათვის, მე აგრეთვე მივმართე თბილისის დამოუკიდებელ საექსპერტო ბიუროს, სადაც იგივე დაზიანებები და დიაგნოზი დამიდგინეს.

მომდევნო სამუშაო დღეს ცნობის ასაღებად „თრიალეთის“ იურისტმა მიაკითხა ჰოსპიტალს, თუმცა ამჯერად მათ ცნობის გაუცემლობის მიზეზად ჩემი პირადად გამოუცხადებლობა დაასახელეს. მომდევნო დღეს მე თავად გამოვცხადდი მოთხოვნისამებრ, მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, თუმცა ამჯერად უკვე მიზეზად არასამუშაო დღე დასახელდა.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ჩემი განცხადების საფუძველზე, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ჰოსპიტალიდან გადმომეცა მოთხოვნილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (ცნობას დანართის სახით თან ვურთავ 3 ფურცლად).

მე ვფიქრობ, რომ ეს თავდასხმა იყო თავისუფალ ტელევიზიაზე ზეწოლა და იქ გასული სიუჯეტების პასუხი.

ყოველოვე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საქმე, რადგან ჩვენს პრაქტიკაში იყო ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევა, მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არც გამოძიებულა და შესაბამისად რეაგირებაც არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუბერნატორმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენა კი არ მოითხოვა, არამედ პოლიციელთა პოზიცია გაამყარა და მათ მხარედ გამოდის.

post-4236-067904700 1286911034_thumb.jpg

post-4236-050857500 1286911043_thumb.jpg

post-4236-054191100 1286911066_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...