planetanews Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე შუაღამით, ორი ნახევრად გახდილი, შემაშფოთებლად მაღალ ქუსლებზე შემომხტარი, გრძელფეხა რუსი ქალი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში შეიჭრა. გვიანი იყო, მაგრამ თვალისმომჭრელად თეთრ მინი–კაბებში გამოწყობილ, ქერა და შავგრემან ქალბატონებს საქართველოს ლიდერისთვის რთული კითხვები ჰქონდათ მომზადებული და პასუხის გარეშე არსად წასვლას არ აპირებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთის მედია საშუალებას (არც მეტი არც ნაკლები ჟურნალ GQ-ს რუსულენოვან ვერსიას) მისცა და ორმა მედია დივამ, ქსენია სობჩაკმა და ქსენია სოკოლოვამ ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტეს. რატომ ხართ პროვოკაციული რუსეთთან მიმართებაში? რატომ ღეჭავდით ჰალსტუხს? რას ფიქრობთ სარკოზი–მედვედევის შეთანხმებაზე? მაგრამ იმ რუს მკითხველებს, რომლებიც ელოდნენ ისტორიას გრანდიოზულ ბოროტებასა და სიგიჟეზე, სტატიით, რომელიც ორმა ქსენიამ GQ–სთვის დაწერა, ალბათ იმედი გაუცრუვდათ. საქართველოს საპრეზიდენტო სასახლეში ქუსლებით კაკუნის შემდეგ, ორი მედია დამპყრობელი სააკაშვილთან ერთად თვითმფრინავით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საჩვენებელ ქალაქ ბათუმში გაფრინდა. ქალაქის ბნელ ქუჩაში, გოგონები თეორიებს ანვითარებდნენ იმის შესახებ, თუ რომელი იქნებოდა მათგან პირველი, ვისაც სააკაშვილი, რომელსაც რუსული მედია ჩვეულებრივ გამოუსწორებელ მექალთანედ აღწერს, ბუჩქებისკენ წაათრევდა. ამის საპირისპიროდ, მოვლენები პროზაულად განვითარდა: მრავალსაათიანი ტურები შადრევნებთან, საცეკვაო კლუბებსა და იმ ქალაქის სანაპირო ბულვარზე, რომლის გადაქცევასაც სააკაშვილი კავკასიის ბარსელონად იმედოვნებს. როგორც ჩანს, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოვლენები ისეთი პროვოკაციული სცენარით არ განვითარდა, როგორსაც ელოდნენ, სობჩაკმა სიტუაციის დაძაბვა გადაწყვიტა და მაისური ჩაიცვა, რომელზეც რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი (სააკაშვილის საძულველი ფიგურა) იყო გამოსახული. ამ ნაბიჯს პროტესტი პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლებს შორის მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ასეთი შენიშვნის სახით: „როგორ მაისურს ატარებთ ეს თქვენი გემოვნების საკითხია. თუმცა, თავისუფალ ქვეყანაში ასეთი საკითხის გადაწყვეტა თავად შეგიძლიათ“. მოგვიანებით, სოკოლოვა სატელევიზიო ინტერვიუში რუსული „ახალი ამბების“ წამყვანებთან სააკაშვილს იცავდა კიდეც. საქართველოს პიარ–გამარჯვება? რუსული GQ–ს სტატიის მეორე ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის… ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts