planetanews Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/voiceof-america.jpg დევიდ გოლასტი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ კვლავ მოუწოდა, ისე როგორც ამას ის შეთანხმებები მოითხოვს, რომელმაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ხანმოკლე ომი დაასრულა. ოთხშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ–საქართველოს დიალოგის გახსნაზე გაჟღერებული ეს კომენტარები, როგორც ჩანს მიზნად ისახავდა საქართველოს იმაში დარწმუნებას, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან სხვა მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობის გამო საქართველოს ინტერესებს არ დაივიწყებს. აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე დიალოგის პირველ სხდომაზე, კლინტონმა რუსეთის გახანგრძლივებულ სამხედრო ყოფნას საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კვლავ ოკუპაცია უწოდა. კლინტონმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ მხარდაჭერა 2009 წლის პარტნიორული შეთანხმების მთავარი პრინციპი და ორმხრივი ურთიერთობის „საფუძველია“. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გაიყვანოს მისი არმია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. „საქართველომ კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინა ჩვენს საერთო ძალისხმევაში ჟენევაში ამ პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თვალსაზრისით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს და მზად ვართ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ამ მნიშვნელოვან მიზნებს განამტკიცებს“. ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. საქართველოს შეტევას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებზე რუსეთის სამხედრო პასუხი მოჰყვა როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე მეორე შავი ზღვის სანაპირო რეგიონში, აფხაზეთში. მოგვიანებით რუსეთმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ჟენევაში მოითხოვა, რომ საქართველომ მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, რაზეც თბილისი უარს ამბობს. ობამას ადმინისტრაცია მიესალმა საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ სტრატეგიას ეკონომიკური სტიმულების გზით ქვეყნის მშვდობიან გაერთიანებაზე. თავის განცხადებებში კლინტონმა ხელახლა დაადასტურა აშშ–ს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების მიმართ და განაცხადა, რომ ის ძალიან შეწუხებულია უკანასკნელ დღეებში ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვით ავღანეთში. მან თქვა, რომ საქართველომ პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია, თუმცა განაცხადა, რომ წინ „დიდი სამუშაოა“ ჩასატარებელი 2012 წლის საპარლამენტო და მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა, რომელიც მისი დელეგაციის სახელით საუბრობდა, განაცხადა, რომ საქართველო მიისწრაფვის გახდეს „მისაბაძი მოდელი“ რეფორმებისთვის კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი თქმით „კვლავ პოტ–საბჭოთა სტილში აზროვნებს“ და სადაც კორუფცია ხელისუფლებაში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts