Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მოსკოვში ჯერ მერი მოიშორეს, ახლა კი მთავარ სკულპტორს მისწვდნენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

ქეთი ლალი

 

ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ რაც მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ტახტი დაამხეს, რომ ახალი ინტრიგები გაჩაღდა, მათ შორის ისტორიიდან მისი კარის მოქანდაკის ამოშლის მცდელობა

 

ლუჟკოვის მეგობარი ზურაბ წერეთელი მრავალი წელი მერის მფარველობით სარგებლობდა და ამ ხნის განმავლობაში მან ქალაქის იერი შეცვალა, დაუმატა რა მას გიგანტური კონსტრუქციები, რომელთაგან ყველაზე დიდ აგრესიას პეტრე პირველის ქანდაკება იწვევს, რომელიც თხუთმეტსართულიანი სახლის სიმაღლისაა.

 

თავდაპირველად წერეთელს ქრისტოფერ კოლუმბის ქანდაკების გაკეთება და აშშ-ს რომელიმე ქალაქისთვის მისი შეთავაზება სურდა – კოლუმბის დიდებული მოგზაურობის 500 წლისთავის საპატივცემულოდ, რაც 1992 წელს აღინიშნებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში წინადადებაზე უარი განაცხადეს ბალტიმორმა, ნიუ-იორკმა და კიდევ რამდენიმე ქალაქმა, მათ შორის ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბმაც კი. მაშინ წერეთელმა პროექტის მიღებაზე პუერტორიკოელები დაითანხმა, თავად კი პეტრეს პროექტზე დაიწყო მუშაობა, რომელიც თითქმის ზუსტად ისევე გამოიყურებოდა როგორც კოლუმბი, მხოლოდ სხვა თავით.

 

პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ხმაურიანი ჩხუბის შემდეგ გაგდებულმა ლუჟკოვმა წასვლა ვერ მოასწრო (თუმცა მერიაში ის მაინც დადიოდა, თითქოს იმის ნიშნად, რომ ვიღაც პრეზიდენტი მის გაგდებას ვერ შესძლებდა), რომ მუნიციპალური ხელისუფლება პეტრეს ქანდაკებისთვის (წერეთლის მრავალრიცხოვანი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი, რომელიც ლუჟკოვის თვრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში დადგეს) ადგილის შეცვლაზე ალაპარაკდა.

 

სამშაბათს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა ეს საკითხი სხდომაზე ორშაბათს დააყენა. ინფორმაცია არავის უარყვია, თუმცა პეტრესგან გათავისუფლებისთვის, რომელიც 1997 წლიდან მდუმარედ დაჰყურებს „მოსკვა რეკას“ კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც ლუჟკოვმა ის რუსეთის ფლოტის საპატივცემულოდ აღმართა, რომელიც მეფემ ამ ადგილას 300 წლით ადრე შექმნა), მხოლოდ მერის ხელმოწერა საკმარისი არ არის.

 

ათასტონიანი გიგანტის გადატანა შეიძლება 32.7 მილიონი დოლარი დაჯდეს, როგორც ეს სააგენტო „რია-ნოვოსტის“ მოსკოვის საქალაქო დუმას პერსპექტიული განვითარების და ქალაქმშენებლობის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ მოსკვინ-თარხანოვმა აცნობა. ეს იმ თანხის თითქმის ნახევარია, რაც მის შექმნაზე დაიხარჯა.

 

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქანდაკების გადატანაზე ფული უნდა დახარჯოს, ზოგიერთ მოსკოველს ისეთივე შოკში აგდებს, როგორშიც მისი საიდუმლო იერსახე და მისთვის არჩეული ადგილი – კვარცხლბეკი მდინარეზე, რომელზეც ის წყლის მოქცევის დროს ნაპირზე ამოგდებულ ხომალდს ჰგავს.

 

„ეს სიმახინჯე და ქალაქის შეურაცხყოფაა“ – მიაჩნია არქიტექტურული ძეგლების დამცველთა გაერთიანების წევრ ნატალია სამოვერს – „თავდაპირველად მან კოლუმბი გააკეთა, შემდეგ კი ზუსტად ისეთივე ქანდაკება ჩამოასხა. ჩვენ დიდი ხანია ამ გადაწყვეტილებას ველოდით“.

 

შემდეგ სამოვერმა რამდენიმე ნგრევის პირას მყოფი შენობა დაასახელა, მათ შორის მე-17 საუკუნის ვაჭრის სახლი, რომელმაც ერთი წლის წინ სახურავი დაკარგა და მოდერნის სტილის კიდევ ერთი შედევრი, რომელიც სტიქიის წინაშე დაუცველია. სამოვერს მიაჩნია, რომ პეტრე უნდა დაივიწყონ და მოსკოვის წარსულის ხსოვნა უნდა გადაარჩინონ.

 

იგივეს ფიქრობენ სხვა მოსკოველებიც. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ სტუდიაში სატელეფონო ზარები არ წყდება.

 

„გადატანა ძალიან ძვირი დაჯდება, იქნებ უბრალოდ ავაფეთქოთ? ამ ურჩხულს მხოლოდ ასე თუ მოერევი“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

 

მოსკოვის კარნეგი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტრენინმა განაცხადა, რომ ქანდაკება თვრამეტწლიანი პოსტ-საბჭოთა პერიოდის ძეგლია.

 

„მისი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ის ლენინის მავზოლეუმივით არის. ისტორიის ერთ-ერთი ძეგლია, დარჩეს“ – სთქვა მან.

 

მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ლექტორ ნატალია დუშკინას არ მოსწონს, რომ მოსკოვის იერსახე შეიცვალა, მაგრამ ის ტრენინს ეთანხმება, რადგან შიშობს, რომ ხელისუფლება პეტრეს ქანდაკებას ჩაებღაუჭება, რათა მოსკოვის ისტორიულ ცენტრში შენობების ნგრევიდან საყოველთაო ყურადღება გადაიტანოს.

 

„ჩვენ ქალაქის ცენტრის დაცვის გეგმა გვჭირდება“ – ამბობს დუშკინა – „ამაზე უნდა ვიფიქროთ“.

 

რაც შეეხება პეტრეს, სად უნდა წაიღონ ის? იქნებ სანქტ-პეტერბურგში, რომელიც მან სპეციალურად ააშენა, რათა მოსკოვი დაეჩრდილა? დუშკინა ამბობს, რომ ის იქ უნდა გადაიტანონ და  ფინეთის ყურის ცარიელ ნაპირზე უნდა დატოვონ, შორს იმ ისტორიული ქალაქისგან, რომელიც მას ასე უყვარდა.

 

და მან რამდენიმე სტროფი წარმოსთქვა პუშკინის პოემიდან „ბრინჯაოს მხედარი“, რომელიც ყველა რუსმა სკოლის მოსწავლემ ზეპირად იცის. პოემაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ოცნებობდა პეტრე პირველი ახალ ქალაქზე:

 

На берегу пустынных волн // Стоял он, дум великих полн, // И вдаль глядел…

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...