planetanews Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე პაატა სულაბერიძე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ. ტურნირს, რომელიც ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა, 44 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათგან გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა და სიმბოლური პრიზით და სიგელით დაჯილდოვდა. ახლო მომავალში, ჭადრაკის ტურნირი, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდება. სასჯელაღსრულების ინფორმაციით, მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts