planetanews Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სი-ჯეი ჩივერსი თომას დე ვაალი ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ექსპერტი იმ შფოთიანი პოლიტიკისა და მწვავე კონფლიქტებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიის ქედთან დუღს, ცაში აზიდულ ამ მთებს ”დიდებულ თაღს” უწოდებს, ისეთს, რომელიც ერთდროულად კოლოსალური ღირშესანიშნაობაცაა და ძლევამოსილი ბარიერიც”. ეს კარგად გამოხატული მოსაზრებაა. თოვლით დაფარული ეს მწვერვალები, რომლებიც რუსეთის სამხრეთით აღმართულა და თურქეთს, ირანს, შავ და კასპიის ზღვებს გადაჰყურებს, ყველა თვალსაზრისით ბარიერია, იქნება ეს ტრანსპორტის მოძრაობა, ვაჭრობა, განვითარება, სამხედრო ქმედებანი, ურთიერთობათა აღდგენა, თუ გარე სამყაროსთან უმტკივნეულო ინტეგრაცია. მთის ხალხისა და მათი წარსულის მრავალფეროვნება, მათი განაწყენებისა და უკმაყოფილების სიღრმე, რომელიც შორეულ წარსულში იღებს სათავეს და რომელსაც რესურსებისა და პოზიციისთვის პაექრობაც ამწვავებს, მართლაც ქმნის ბარიერს გაგებისათვის. აი ამ თემას შეეხო დე ვაალი თავის კომპაქტურ, მაგრამ მდიდარ წიგნში ”კავკასია: შესავალი”, სადაც კავკასიის მთების სამხრეთ ნაწილს განიხილავს. ამ სივრცეში მწვავე პრობლემები სამ პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მძიმე დარტყმას აყენებს. სამივე ქვეყნა ე.წ. ”გაყინულმა კონფლიქტებმა” მოიცვა. ეს კონფლიქტები იმ სამი ომის მემკვიდრეობაა, რომელბიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიული და ეთნიკური თვითგამორკვევის გამო გაჩაღდა და გზა გაუხსნა მყიფე ჩიხურ სიტუაციებს, ეს კონფლიქტები კი ჯერაც გადაუწყვეტელი რჩება. (ჩეჩნეთის ომები, რომლებიც მთების ჩრდილოეთით მიმდინარეობდა, თუმცა ხანდახან მისი საცეცები სამხრეთითაც აღწევდა, ამ დისკუსიაში განზრახაა გამოტოვებული). 2008 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრო-რუსულ ანკლავზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევის განხორციელების ბრძანება გასცა, ხოლო რუსეთი სამხედრო ძალით შემოიჭრა საქართველოში და თბილისს, საქართველოს დედაქალაქს მიუახლოვდა, მსოფლიომ დაინახა, თუ რა მალე შეიძლება გაყინული კონფლიქტები ცხლად იქცეს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არა მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, სეპარატისტული ან თუნდაც სულელური ძალადობის წყაროს წარმოადგენენ. ისინი ამავე დროს იმ ენერგეტიკული დერეფნში არიან განლაგებულნი, რომელსაც ნახშირწყალბადი ბაზრებამდე მიაქვს და იმ უიღბლო საჭადრაკო დაფის სათავეშიც მდებარეობენ, რომელიც პოსტ-ცივი-ომის სათამაშო სივრცედ ქცეულა.დე ვაალმა კარგად იცის, რომ ისინი ძალიან საინტერესონი არიან თავისთავად, იმ კუთხეები რეგიონისა, რომელიც ბევრად უფრო მომხიბლავია, ვიდრე მისი პოლიტიკაც კი. თუ ოდესმე არსებულა ადგილი, რომელსაც კომპეტენტური და გაწონასწორებული მრჩეველი სჭირდება, ეს სწორედ ის ადგილია. დე ვაალი ერთ-ერთ მათგანია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კრემლმა დაკარგა მართვის სადავეები კავასიის რეგიონზე, დე ვაალმა, რომელიც ამჟამად ამჟამად ორგანიზაციაში Carnegie Endowment for International Peace-ში ექსპერტის ფუქნქციებს ასრულებს, აქ გარე სამყაროს ნებისმიერ წარმომადგენელზე ხშირად იმოგზაურა და აქაურობაზე ყველაზე მეტი დაწერა. მხოლოდ მოგზაურობა საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ჩამოსულა კავკასიაში და უკან მაინც ვიწრო თვალსაწიერით დაბრუნებულა. კავკასიური სტუმართმოყვარეობა ამის თითქმის სრული გარანტიას იძლევა. მხოლოდ ერთ ჯგუფთან დაახლოება, ამ ერთი ჯგუფის თვალთახედვის გაზიარებას მოიტანს შედეგად. იმისთვის, რომ კავკასია უფრო სრულყოფილად აღიქვა, ყველა მხარეს უნდა მოუსმინო. ამაშია დე ვაალის ძალა. ის მსმენელია და კითხვებსაც მშვიდად სვამს. მოგზაურობებმა და რეგიონის ხანგრძლივმა შესწავლამ მას ბევრ ბანაკში გაუჩინა მეგობარი, შეაიარაღა ის ისეთი საფუძვლიანი მგრძნობელობით, რომელიც მოიცავს კავკასიის კომპლექსურობას, მოთმინებას ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტისას, ნაცვლად საკითხის სწრაფად გამოსწორების ცდუნებისა. მისი წიგნი შეიცავს ისტორიას და ცოდნაზე დაფუძნებულ განსაკუთრებულ სტილს. ”სომხები, მცირეოდენი გაზვიადებით აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა სამხრეთ კავკასიის პატარა, პროვინციულ ქალაქში, 1988 წელს 20 თებერვალს დაიწყო. ეს ის დღე იყო, როდესაც სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბახის, ავტონომიური რეგიონის დედაქალაქში, რეგიონალურმა საბჭომ ხმა მისცა საზღვრების შეცვლას და იმ ტერიტორიის, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, სმოხეთისათვის გადაცემა მოითხოვა. ეს კენჭისყრა იქცა პირველ ლოდად იმ ზვავში, რომელმაც საბჭოთა კავშირის მრავალნაციონალური კონსტრუქცია აღგავა”. მაგრამ კენჭისყრა აგრეთვე სომხურ-აზერბაიჯანული ომის მიზეზიც გახდა. კავკასია არასდროს განიცდიდა მონდომებული მაცნეების ნაკლებობას, რომლებიც რეგიონს და მის სამომავლო ამბიციებს წინააღმდეგობრივ ვარიანტებს სთავაზობდნენ. დე ვაალი სულაც არ არის რეგიონში მოქმედი გავლენიანი შუამავალი, რომელსაც ამისთვის ხელფასს უხდიან. ის არც რეგიონის ერთ რომელიმე მხარეს ერთგულებს, არც რომელიც კონკრეტულ პროგრამას, თუ გეგმას მაგალითად, ნატოში ინტეგრაციას, არც რუსეთისა ან დასავლეთის ახალ მილსადენებს, არც რეგიონის რომელიმე მებრძოლი ოპოზიციური მოძრაობის საარჩევნო პერსპექტივებს უჭერს მხარს. გასაოცარია, თითქმის გამაოგნებელი კავკასიაზე ასე მშვიდი, მოზომილი მსჯელობის ხილვა. სწორედ ამიტომ, „კავკასიას: შესავალი“ დიდი ხნის სიცოცხლე ელის. რატომ? იმიტომ, რომ 1990 წელს დაწყებული ომები არ დამთავრებულა. დე ვაალის წიგნი ახლაც მისასალმებელია და ძალიან სასარგებლო, ხოლო თუ რომელიმე ომი ისევ იფეთქებს ის, უმნიშვნელოვანესი გახდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts