planetanews Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 „სათანადო გამოცდილების უკმარისობამ“ ითამაშა მთავარი როლი ქართველი მოციგავის სიკვდილში, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის დაწყებამდე, საწვრთნელი ნახტომის შესრულებისას, დაიღუპა, – ნათქვამია საქმის გამომძიებლის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თაობაზე ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი მიმდინარე წლის 12 თებერვალს უცაბედად მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვისტლერის საციგაო ტრასაზე დაშვებისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. ანგარიშში, რომელიც ტრაგიკული შემთხვევიდან 235 დღის შემდეგ გამოქვეყნდა, ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევაა დასახელებული – ქუმარიტაშვილი ლითონის კონტრუქციას 145კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა. გამომძიებელი ტომ პავლოვსკი ანგარიშში წერს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ქართველი სპორტსმენი სათანადო გამოცდილების უკმარისობის გამო დაიღუპა. პავლოვსკიმ ანგარიშში საერთაშორისო საციგაო ფედერაციის (FIL) პრეზიდენტის ჯოზეფ ფენდტის მიერ მომზადებული წერილიც ჩაურთო, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ, ოლიპიური თამაშების დაწყებამდე, ვანკუვერის ოლიპმიადის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით, შეემოწმებინათ ახლადაშენებული ვისტლერის ტრასის დაშვების სიჩქარე. ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურის რეკომენდაცია იყო, რომ „ჩატარებულიყო ყოველმხრივი შემოწმება ვისტლერის ტრასის უსაფრთოხოებაზე“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს, უფრო საფუძვლიანად გამოეკვლიათ და გამოეცადათ ტრასის დიზაინი და კონსტრუქცია. ვანკუვერში 12 თებერვალს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა დამატებით გამოძიების ჩატარება არ იგეგმება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts