planetanews Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში შაქრის ფასმა 5.5%-ით მოიმატა. შაქრის ფასის ზრდა 1 წელია გრძელდება და 12%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი თითქმის უცვლელია. როგორც აგარის შაქრის დირექტორმა ალხან ალიზადემ დღეს ბიზნეს კურიერთან საუბრისას აღნიშნა, ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებში ფასის ზრდა უამინდობის შედეგად ხდება, რადგან შაქრის ლერწმის გარკვეული ნაწილი, უამინდობის გამო, განადგურდა, რამაც ფასის ავტომატური ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნული ტენდენცია არ შენარჩუნდება, შაქრის ფასი მომავალი წლიდან დაიკლებს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით. ქართულ ბაზარზე შაქრის ფასის მატება ლოგიკურად შაქრის შემცველ პროდუქტებზეც გამოიწვევეს ფასების ზრდას. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts