Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მზერა დასავლეთით, რუმინეთისკენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/the-diplomat-150x22.png

 

საქართველო  სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის დარგების განვითარების საქმეში რუმინეთს როგორც საინვესტიციო პარტნიორს უმიზნებს – მაიკლ ბერდს განუცხადა ლევან მეტრეველმა საქართველოს ელჩმა ბუქარესტში

 

რუმინელ ბიზნესმენებს, რომლებიც ინვესტიციის განსახორციელებელ სივრცეებს ეძებენ, დიდი არჩევანი არა აქვთ. დასავლეთ და ცენტრალურ-ევროპაში ძალიან კონკურენტული გარემოა, ხოლო რუსეთი და უკრაინა ბუქარესტისთვის კულტურულად ძალიან უცხოა. იმ დროს როდესაც  ბულგარეთი, მაკედონია და ალბანეთი შეიძლება ვარიანტებად განიხილებოდეს, რუმინეთში მცხოვრები ინვესტორები  იმ სამ ქვეყანას ასახელებენ, რომელთაც საინვესტიციო სამიზნებაად გადაქცევის ტენდენცია აქვთ, ესენია – მოლდავეთის რესპუბლიკა, სერბეთი და საქართველო – ამ ქვეყნებთან რუმინეთს მტკიცე პოლიტიკური კავშირები აქვს.

 

საქართველო დღეს, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ, იმის მიუხედავად რომ დაძაბულობა სეპარატისტული რესპუბლიკების, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის გამო გრძელდება, იმის დასამტკიცებლად ემზადება, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილურია.

 

ქვეყანა ენერგეტიკის დარგში ქართულ-აზერბაიჯანულ-რუმინული ერთობლივი მილსადენის პროექტის იდეით გამოდის, რომელსაც თან ახლავს თხევადი აირის ტერმინალები შავი ზღვის ორივე მხარეს – კონსტანცაში, ბათუმსა და ყულევში.

 

ლევან მეტრეველი საქართველოს ელჩი ბუქარესტში ამბობს, რომ პროექტი ტექნიკური, გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრისით და ლოგიკურადაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ის მოყვება იმ გრძელ მარშრუტს, რომელიც  აზერბაიჯანული აირის საბადოს,  შაჰ-დენიზის ველს აღმოსავლეთ-ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. ”ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ” – ამბობს მეტრეველი – ”უმოკლესი გზა ა-სა და ბ-ს შორის, ყოველთვის სწორი ხაზია”.

 

საქართველოს ასევე მდიდარი ჰიდრორესურსები აქვს, რასაც კავკასიის მთებიც უწყობს ხელს. ”ათი წლის წინ საქართველოს ენერგეტიკული დეფიცი ჰქონდა, მაგრამ ექვს წელიწადში, ჩვენი მოლოდინით ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას შევძლებთ” – ამბობს მეტრეველი – ”რუმინეთს შეუძლია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციები ჩადოს”.

 

რუმინეთის ჰიდროელექტროსადგურების დიდ ნაწილს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორი კომპანია ფლობს – ”ელექტრა” და ”ჰიდრონერგეტიკა”. რუმინეთის გრძელვადიანი ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ პრივატულად მართულმა ”ჩემპიონებმა” რეგიონული ინვესტიციები განახორციელოს – მათ შორის ბალკანეთში, მოლდავეთის რესპუბლიკაში და შესაძლოა საქართველოშიც.

 

რუსეთის საკითხი

 

მაგრამ პრობელმას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ”ოკუპაცია” ქმნის – როგორ შესძლებს საქართველო ამ პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ინვესტორების დარწმუნებას უსაფრთხოებაში?  ”რუსულ-ქართულ ომში რუსეთის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო – ქვეყნისთვის ინვესტორების ჩამოცილება” – ამბობს მეტრეველი.

 

რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისი სახელმწიფო პასპორტები გასცა, რათა შეესუსტებინა მოქალაქეობა და წაეშლა გამყოფი ხაზი სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის. მეტრეველის აზრით, ქვეყნის გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტის გზა ”დემოკრატია და ლიბერალიზაციაა”. საქართველოს მიზანია საკუთარი მოქალაქეები სოციალური შეღავათებითა და ისეთი ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტებით უზრუნველყოს როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვის სათანადო სისტემა  და ამით სეპარატისტული რესპუბლიკებისთვის მაგალითად იქცეს.  მეტრეველი ამბობს, რომ არსებობს უზარმაზარი განსხვავება  ჩრდილო-აფხაზეთს რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და სამხრეთ-აფხაზეთს შორის, რომელიც საქართველოს კონტროლს ექვემდებარება. ეს განსხვავება ეხება კორუფციას, სიღარიბის ხარისხსა და კანონის უზენაესობის  დონეს, რომელიც  ჩრდილო-აფხაზეთში დაბალია.

 

2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში დასავლეთის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, საქართველო მსოფლიო ბანკის მოწადინებულ მოსწავლედ იქცა. ეს ეხება  ბიზნესის მართვის გამჭვირვალობას – დააწესდა დაბალი კომბინირებული საშემოსავლო  და სოციალური გადასახადი, რომელიც 20%-ს უდრის. ”საქართველოში, იმისდა მიუხედავად ქართველი ხარ თუ უცხოელი, ბიზნესი შეიძლება ორ დღეში დაიწყო”.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007-2008 წლებში გაიზარდა, მაგრამ ომის შემდეგ რომლის დროსაც რუსეთი ღრმად შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე დაეცა. მას შემდეგ დიდი მეზობელი ინარჩუნებს ჯარებს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში. 2009 წელს საქართველოს მშპ 7%-ით შემცირდა, მაგრამ ელჩის თქმით, ის 2010 წელს 4-5%-ით გაიზრდება.

 

პატრიჩიუს პრეცედენტი

 

საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია უმდიდრესმა რუმინელმა დინუ პატრიჩიუმ განახორციელა. ის არის ნავთობისა და აირის კომპანიის ”რომპეტროლის” ყოფილი მფლობელი. 2009 წლის სექტემბერში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ერთად, პატრიჩიუმ საქართველოში სიდიდით მეშვიდე ”სახალხო ბანკი” დაახლოებით ათ მილიონ ევროდ შეიძინა და მას  ”ლიბერთი ბანკი” უწოდა.

 

ახლა საქართველო ძალიანაა მოწადინებული შავ ზღვაზე თავისი ტურისტული ინდუსტრიის პოპულარიზებით. საკურორტო ქალაქი ბათუმი თავს იწონებს ხუთვარსკვლავიანი  ”შერატონით”, ”ჰილტონი” და ”რედისონი” შენდება და ამბობენ, რომ გაიხსნება ”კემპინსკიც”. ასეთი მაღალი კლასის სახელებს რუმინეთის სანაპიროც კი ვერ გაუწევს მეტოქეობას.  ამას წინათ საქართველოს ჯორჯ კოპოსი (სასტუმროების Athenee Palace Hilton Hotel and Ana Hotels Group-ის მფლობელი) ეწვია, რათა ტურისტული პოტენციალი გადაემოწმებინა. ქვეყანა ასევე გეგმავს ამბიციური სააინვესტიციო პროექტის განხორციელებას. პროექტის მიზანია საქართველოს სანაპიროზე ქვიშის ჩამოტანა.

 

საქართველოში 4.1 მილიონი მოსახლეობაა, აქედან 55% სოფლის მეურენეობაშია დასაქმებული. ქვეყანას იაფი სამუშაო ძალა ჰყავს, საშუალო თვიური ხელფასი 150 აშშ დოლარს უდრის. სოფლის მეურნეობაში რუმინელი სპეციალისტები შეიძლება შევიდნენ იმ სივრცეში, რომელიც პარალელურად  რუმინეთშიც არსებობს,  მათ შორისაა სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი და ყურძენი, ხოლო ქვეყნის სამხრეთით – ჩაი და ციტრუსი.

 

არის პოტენციალი ღვინოსა და მინერალურ წ####ბშიც. რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წ####ბზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა და ამ ემბარგოს შემდეგ საქართველომ სამიზნედ დასავლელი და ამერიკელი მომხმარებელი აირჩია. ”რუსულ ბაზარზე ნახევრად ტკბილ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ევროპა უფრო მშრალ ღვინოზეა ორიენტირებული – რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყურძნის სახეობები უნდა შეიცვალოს” – ამბობს მეტრეველი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...