newstudio Posted October 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 (edited) ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე სავაჭრო ცენტრების "პასაჟისა" და "კიდობანის" ინდმეწარმეების მასობრივ დაკავებას აპროტესტებს .როგორც პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ განაცხადა, ისეთი სპეცოპერაციები როგორიც გუშინ და გუშინწინ ინდმეწარმეების წინააღმდეგ ჩატარდა, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ტერორისტების, ნარკოდილერების და საშიში რეციდივისტების ჯგუფების გასანეიტრალებლად ტარდება.მისივე განმარტებით, როდესაც პირი საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეს არ წარმოადგენს, მისი დაპატიმრება არ შეიძლება. გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიებას ინდმეწარმეებთან ისე უნდა ეთანამშრომლა, რომ მათი დაკავება არ მომხდარიყო. სპეცოპერაციის საშუალებით მათი დაკავება კი ხელისუფლებას მეწარმეების დასაშინებლად და ფულის გამოსაძალად სჭირდება. "ისინი მზად არიან ციხიდან გამოსახსნელად ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს შავი სალაროს შესავსებად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაკავებულები გირაოში უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინებს ჩადებენ. გაყიდიან ყველაფერს თავისუფლების სანაცვლოდ, მაშინაც კი, როდესაც დანაშაულს ადგილი არა აქვს",-განაცხადა დავით გამყრელიძემ.მისივე თქმით, მალე გავიგებთ ინფორმაციას, რომ ინდმეწარმეები 5 000-10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 2 000-ზე მეტი ინდმეწარმე შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი, ვინაიდან ისინიც იგივე წესით ახდენდნენ თურქეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას. +1 Edited October 6, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 http://b.pix.ge/s/kpvwn.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 უხლი, რომელიც სავაჭრო ცენტრების ~პასაჟისა~ და ~კიდობნის~ ინდმეწარმეებს წაუყენეს, 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ერთ-ერთი დაკავებულის ინგა გათენაძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა, ინდმეწარმეებს ბრალი ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენების მუხლით წაუყენეს, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება და ჯარიმას ან 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინდმეწარმეებისთვის ბრალის წაყენების დროს გამომძიებლებმა მათივე ჩვენებები გამოიყენეს, რომელიც მოწმის სტატუსით მისცეს. ინდმეწარმეები ადასტურებენ, რომ კომპანია ~ტრანსის~ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას ხელი მართლაც მოაწერეს, თუმცა დოკუმენტებში არ ჩაუხედავთ და არ იციან რა ეწერა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთისა და ყალბი საბაჟო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავებულია ~ტრანსის~ მენეჯერი გელა ჩიკვილაძე და თანამშრომლები აკაკი ფიფია და ზაალ კვირიკაძე. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ხვდებით მაინც რა მაგრა გვერხევა ჰა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ხვდებით მაინც რა მაგრა გვერხევა ჰა? მზესუმზირის გამყიდველებსაც რომ მიადგებიან, მერე ვართ ბოხი ხმით სატირლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ხელი მართლაც მოაწერეს, თუმცა დოკუმენტებში არ ჩაუხედავთ და არ იციან რა ეწერაამას რომ იტყვის "ბიზნესმენი" 7 წლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ ადგილას პანღური ალალია მასზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 რატომღაც არ მეცოდებიან - ღმერთო, მაპატიე :kisa ხომ მისცეს მიშას და მის ბანდას ხმები?ხოდა წავიდნენ ეხლა კალმახლიძისას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 kisaხომ მისცეს მიშას და მის ბანდას ხმები?აბა გაყალბდაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ეეე.იცინეთ და რიგში მე ვარ!! ასე ერთ კვირაში თუ არ გამოვჩნდი, ე.ი. მეც დამიჭირეს!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 machkatelaეეე.იცინეთ და რიგში მე ვარ!! ასე ერთ კვირაში თუ არ გამოვჩნდი, ე.ი. მეც დამიჭირეს!!!! და რატომ კიდობანში ბიზნეს საქმიანობას ეწევი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ხვდებით მაინც რა მაგრა გვერხევა ჰა? ვხვდები არა, ვიცი, დღეს ჩემი ახლობლის კომპანიონი დაიჭირეს, როგორც კრიმინალი,ერთს მაღაზია დაულუქეს, მანამდე სუპერ მილიანერ ბიძას წილები ააგლიჯეს, ბიზნესმენები შიშისგან ტრა.. კაკალს ტეხავენ ხოლო მათ უკან დგას ხალხი ვინც სამშუოს კარგავს,მაგათ კიდევ რა უჭირს, გადაიხდიან და იცხოვრებენ, აი ვინც სამუშAოს დაკარგავს და ლუკმა პურს იმათ რა ქნან machkatela და რატომ კიდობანში ბიზნეს საქმიანობას ეწევი?მხოლოდ კიდობანს არ შეეხნენ, ელიავას ბაზრობაც შემოეწეწათ ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე სავაჭრო ცენტრების "პასაჟისა" და "კიდობანის" ინდმეწარმეების მასობრივ დაკავებას აპროტესტებს .როგორც პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ განაცხადა, ისეთი სპეცოპერაციები როგორიც გუშინ და გუშინწინ ინდმეწარმეების წინააღმდეგ ჩატარდა, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ტერორისტების, ნარკოდილერების და საშიში რეციდივისტების ჯგუფების გასანეიტრალებლად ტარდება.მისივე განმარტებით, როდესაც პირი საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეს არ წარმოადგენს, მისი დაპატიმრება არ შეიძლება. გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიებას ინდმეწარმეებთან ისე უნდა ეთანამშრომლა, რომ მათი დაკავება არ მომხდარიყო. სპეცოპერაციის საშუალებით მათი დაკავება კი ხელისუფლებას მეწარმეების დასაშინებლად და ფულის გამოსაძალად სჭირდება. "ისინი მზად არიან ციხიდან გამოსახსნელად ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს შავი სალაროს შესავსებად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაკავებულები გირაოში უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინებს ჩადებენ. გაყიდიან ყველაფერს თავისუფლების სანაცვლოდ, მაშინაც კი, როდესაც დანაშაულს ადგილი არა აქვს",-განაცხადა დავით გამყრელიძემ.მისივე თქმით, მალე გავიგებთ ინფორმაციას, რომ ინდმეწარმეები 5 000-10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 2 000-ზე მეტი ინდმეწარმე შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი, ვინაიდან ისინიც იგივე წესით ახდენდნენ თურქეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას. +1გაკულაკებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 2 000-ზე მეტი ინდმეწარმე შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი, ვინაიდან ისინიც იგივე წესით ახდენდნენ თურქეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას. ალბათ საქონელი კიდევ გაძვირდება. ბარემ პირდაპირ გააკეთოს მთავრობამ რასაც აპირებენ რომ დავისვენოთ და დავწყნარდეთ. ადამიანს წამებით სიკვდილს კონტროლკა ურჩევნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ალბათ საქონელი კიდევ გაძვირდება. ბარემ პირდაპირ გააკეთოს მთავრობამ რასაც აპირებენ რომ დავისვენოთ და დავწყნარდეთ. ადამიანს წამებით სიკვდილს კონტროლკა ურჩევნია.კი, გაძვირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 mtidanSiknadmo ა, ბატონო, ამ დაჭერების რეალური მიზეზიც - ფულის ამოღება ჩვენი ჯიბეებიდან და იმით გიჟის გიჟური კაპრიზების დაფინანსება. მოკლედ, ზრი ვ კორენ, რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 Grigა, ბატონო, ამ დაჭერების რეალური მიზეზიც - ფულის ამოღება ჩვენი ჯიბეებიდან და იმით გიჟის გიჟური კაპრიზების დაფინანსება. კაჟდოე დეისტვიე რავნო პროტივოდესტვიუ მოიმკიან იმისთანას - მალო ნე პოკაჟეტსია ეს "ჩემ ხუჟე ტემ ლუჩშე" პრინციპი პალკა ო დვუხ კონცახ არისსერიოზულად შემეშინდა ხალხი თუ მშიერი დარჩა - წალეკავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.