DonCaredo Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 გოროზიას ოღონდ ირიბადგოროზიას რო ტვინი ქონოდა, აი იმ გენერლის შოფერი როცა იყო, მაშინ უნდა ეთქვა იმისთვის რო მიდი აიღეთ სამეგრელო და რუსეთს შეგვიერთეთ, მარა ჩაიფსა მაშინ, ხოდა დაერხევა მაგას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 Lo Jankoსამაგიეროდ მათი უმეტესობა ბელადის მზრუნველ ხელს ხედავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 FRIDRIXგოროზია ბრიუსელში ყოფილარავა სულ დადის ეს კაცი, პრეზიდენტი ხომ არ ჰგონია ტავი?ტან რა ლამაზი და ტანადია - დოუფსო თვალები ევროპას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 kisaტან რა ლამაზი და ტანადია - დოუფსო თვალები ევროპას ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 FRIDRIX Siknadmo რაიო? :irusha:პოლიციის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა დღეს ჩხოროწყუს რაიონში. ქუჩაში გამოსული ორასამდე ადამიანი სამართალდამცავ უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება 2009 წლის აპრილში პოლიციის უმცროსი ინსპექტორის დათო სიჭინავას მიერ, სოფელ კირცხში 29 წლის ელგუჯა ახალაიას მკვლელობას. როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, ძალოვანები საქმის გამოძიების პროცესს შეგნებულად, თანამშრომლის დაცვის მიზნით აჭიანურებენ. ახალაიას მეუღლემ ნატო კემულარიამ „ახალ 7 დღეს“ უთხრა, რომ დამნაშავე დაკითხულიც კი არ არის, მისი მტკიცებით პოლიციამ მკვლელობის თვითმხილველებიც დააშინა. „10 თვის წინ ელგუჯა ჩვენს თანასოფლელებთან ერთად მდინარე „ხობისწყალთან“ იმყოფებოდა. მათ ახლდა პოლიციის თანამშრომელი დათო სიჭინავა, რომელმაც ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილომა მიაყენა, როგორც მოწმეებმა გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა და თავი რიყის ქვას დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი დათო სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფ ბიჭებს სასტიკად აუკრძალა მომხდარზე საუბარი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გვიამბეს ყველაფერი. რამოდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი მდინარემ გამორიყა. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამბობს... ვითხოვთ, დაიკითხოს ლევან კვეკვესკირი, რომლიც ადასტურებს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ... ვეძებთ სამართალს, გვინდა, დაისაჯოს დამნაშავე. ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და იზეიმოს სამართალმა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით – 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე, მატერიალურად გვიჭირს, ამათ კი მკვლელის დაკავება არ უნდათ. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. მოკლული ელგუჯა ახალაიას მამა გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალებით გეგმავს. თამუშა ახალაია: „გამცენ პასუხი, რატომ მოკლეს ჩემი შვილი, და რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ დაასრულებს გამოძიებას, გადავწვავ მათ შენობას და დამნაშავის სახლს. 10 თვეა, წინ და უკან დავდივარ ნორმალური პასუხი არავინ გამცა, რაიონულ პოლიციაში რომ მივალ, სამხარეოში მაგზავნიან, ისინი კიდევ თბილისში გენპროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“. აქციას საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ. უფლებადამცველებმა ახალაიებს თანადგომა აღუთქვეს და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების შეფერხების მიზეზების დასახელება მოსთხოვეს, საპასუხოდ კი ირონია და დაცინვა მიიღეს. კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ჭირისუფალთან ერთად აპროტესტებს ამ უპრეცედენტო უკანონობის ფაქტს. პოლიციის თანამშრომელმა ადამიანი მოკლა, შემდეგ მდინარეში გადააგდო და ამის გამო ის არათუ დააპატიმრეს, არამედ არც კი დაუკითხავთ. თითქმის 1 წელი გავიდა მომხდარიდან, იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო გია ლემონჯავა, რომელიც არის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ახლო ნათესავი. როგორც ხედავთ, ახალაიების კლანი მოდებულია მთელს სამეგრელოს და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლეს, მდინარეში გადააგდეს და ამაზე პასუხი არავინ აგო... საქმეც კი არ აღძრეს. როლანდ ახალაიას კლანს შეუძლია ხალხი დახოცოს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება, ფაქტი არის ერთი, ამ მკვლელობის შემდეგ ლემონჯავა დააწინაურეს და საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მე მაქვს იმედი, რომ სამეგრელო მალე ამოიღებს ხმას და საკადრის პასუხს გასცემს სააკაშვილი–მერაბიშვილი–ახალაის მკვლელთა დაჯგუფებას“. რეგიონში გამეფებული შიშის სინდრომის მიუხედავად, ჩხოროწყუს ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება, ისინი სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან, გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პირველი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაა, რომელიც ჩხოროწყუელებმა გამართეს. ადგილობრივებმა „ახალ 7 დღეს“ შესჩივლეს, რომ ქალაქში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების არარსებობის გამო პროტესტის გამოხატვის ეშინიათ. დღევანდელი დღე ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც რაიონში აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტები, ხოლო ჭირისუფლის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. ზაირა თოდუა, აქციის მონაწილე: „ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. მოხდა ისე, რომ წელიწადი სრულდება და დღემდე ბურუსით არის მოცული ელგუჯა ახალაიას მკვლელობა. გაუბედურებული დარჩნენ ელგუჯა ახალაიას მოხუცი მამა, 27 წლის მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. ის უბედურება, რაც ამ ხალხს თავს დაატყდა, ყველა ქართველის ტკივილი უნდა იყოს. გვჯერა, რომ თქვენი მეშვეობით ამ ამბავს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაიგებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მე არ მინდა, დავიჯერო რომ საქართველოში კიდევ ერთხელ იზეიმებს უსამართლობა... ოჯახმა გასული თვეების განმავლობაში მოიძია დოკუმენტაცია, ესაუბრა მოწმეებს და იციან, თუ როგორ მოხდა ელგუჯას მკვლელობა. მომავალდანგრეული და გაუბედურებული ბავშვები ამბობენ: ჩვენ რომ გავიზრდებით მამის მკვლელს საკუთარი ძალებით გავუსწორდებითო... მე არ მინდა, რომ მკვლელები შეემატონ საქართველოს... პედაგოგი გახლავართ. სოფელ კირცხის სკოლაში ვმუშაობ. ვიცი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აქციაზე ჩემს ყოფნას, მაგრამ უკანონობაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია...“ ტელევიზორში უფრო ემოციურად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 (edited) საინტერესოა მოკლეს ახალაია და ახალაიების კლანი ხელს აფარებს მკვლელს, მოწმეებმა უარი თქვეს ჩვენებაზე,ოჯახმა კი არ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მკვლელს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ეს რა სიტყებიც მოისმინეთ ამას მოვკლავ, იმას გადავწვავ, არის ტიპიური ბაქი-ბუქი, არავინ არავის მომკვლელი არაა, უფრო სწორად, დაზარალებულები არაფრის მაქნისები არ არიან,ის კი არა, სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ გაასაჩივრეს,ეგრეა, ეგ, შიში რომ დაიპყრობს ადამიანს საკუთარი შვილის მკვლელსაც კი პასუხს ვერ მოსთხოვ,არადა იფიქრებ ადამიანი რომ ამის მეტი რაა, თურმე ამის შემდეგაც შეიძლება ადამიანს რაღაცის შეეშინდეს,აი გვირვლიანის დედას არ შეეშინდა, გადაყვა მაგ საქმეს, მაგრამ ვფიქრობ რომ პირნათლად წარსდგა თავისი შვილის წინაშე, მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და თქვენ როგორ ფიქრობთ არ ექნებოდა ბინძური შეთავაზებები, ან იქნებ ვერც გაუბედეს,ხოდა რა ვიცი, ჩმორობა და მშიშორბა დიდი ცოდვაა.ჩმორი და მშიშარა აქაც უბედურია და იქაც კახა მიქაია: აა, კაცი, რომელმაც მთელი სამეგრელო ზემოს სვანეთის ძალოვანი სტრუქტურა ერთ ადგილზე დაიკიდა, გაიხარე Edited October 5, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 Siknadmoიცი რა არ მესმის?მხედრიონს ამ რეგიომა დღემდე არ აპატია ( არც არის საპატიებელი) ამ უსამართლობას რატომ იტანენ?ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქ ვინ იქნება თავზეხელარებული თბილისელი დეგენერატი თუ სხვა ადგილის მაცხოვრებელი.რას წაიჯინეს თავზე ეს აღვირახსნილი კლანები?არარ უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში ეს კლანობია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 არარ უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში ეს კლანობია?არ მორჩება არასოდეს, სანამ რუსეთს არ შევუერთდებით (ან ვინმე სხვას, მარა სხვა არ არის არავინ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 რეგიონში გამეფებული შიშის სინდრომის მიუხედავად, ჩხოროწყუს ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრებაიქაური ვარ და უმჯობესია ზუსტი შეფასებები გავაკეთოთ. არსებობს არა იმდენად შიში, რამდენადაც გაურკვევლობა და პრინციპი- ესენი რომ წავიდნენ მერე .......მიშისტი იქ არ შემხვედრია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 გაურკვევლობა და პრინციპი- ესენი რომ წავიდნენ მერე ...."შეჩვეული ჭირის" სინდრომი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 DonCaredoგოროზიას რო ტვინი ქონოდა, აი იმ გენერლის შოფერი როცა იყო, კსტატი ო პტიჩკახგენერლების შოფრობა ( სხვებიც იყვნენ) არის სუფთა წყლის კოლობრაციონალიზმი ( სამშობლოს ღალატი) დაყველა ქვეყანაში ითვლება დანაშაულადეს მხოლოდ ჩვენი ნაციკებისთვის იყო "არჩამოშლა" - მაგარი სტრანნი ფსიქოლოგია აქვთ - რასაც მე ვაკეთებ ყველაფერი კანონიერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 DonCaredoარ მორჩება არასოდეს, სანამ რუსეთს არ შევუერთდებით კლანები რუსეთში რომაა, ჩვენთან ეგეთი არც დაესიზმრებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 ცხადია რომ იმ მოვაჭრეებს დარღვევები ქონდათ,თუმცა როგორც ირკვევა ეს ლაურა ღაჭავას ფირმის საშუალებით ხორციელდებოდა.შეიძლება კოდუას არტყამენ.რაც შეეხება იმ მოვაჭრეებს,გაუფორმებენ ყველას საპროცესოს,წაართმევენ ფულს და გამოუშვებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 Siknadmoიცი რა არ მესმის?მხედრიონს ამ რეგიომა დღემდე არ აპატია ( არც არის საპატიებელი) ამ უსამართლობას რატომ იტანენ?ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქ ვინ იქნება თავზეხელარებული თბილისელი დეგენერატი თუ სხვა ადგილის მაცხოვრებელი.რას წაიჯინეს თავზე ეს აღვირახსნილი კლანები?არარ უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში ეს კლანობია?არ ვიცით ჩვენ ზუსტად რა მოხდა სამეგრელოში და ეხლა რა ხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2010 იქაური ვარ და უმჯობესია ზუსტი შეფასებები გავაკეთოთ. არსებობს არა იმდენად შიში, რამდენადაც გაურკვევლობა და პრინციპი- ესენი რომ წავიდნენ მერე .......მიშისტი იქ არ შემხვედრია. მიშისტობის სხვადასხვა ფორმა არსებობს,რაც შენ აღწერე ეს მიშიზმის ლატენტური ფორმაა,სვათა შორის ჩემთვის პირადად ყველაზე მეტად მიუღებელიმესმის იმ მიშისტის ვინც ქვეყანას ძარცვავს და ამით ხეირს ნახულობს, მძარცველია და ასეთი გაგება აქვს,მაგრამ დაშინებული, დაჩმორებულ და გამოშიგნულ, გაღატაკებულ ადამიანს ცვლილეები რომ აშინებს მისი ადგილი მონათა ბაზარზეადა არა თავისუფალ საზოგადოებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.