Jump to content
Planeta.Ge

დიდი დაჭერები საქართველოში


Recommended Posts

Grig

დავგუგლე და ამ ვებ-გვერდის მეტი არაფერი არ ამომიგდო

 

http://www.transkargo.com/eng/karayolu.php

სტრანნი კომპანიაა, არავიტარი ინფო არ არის გარდა თურქული ოფისის მისამართის :007:

ეგ კომპანია თურქულია და მაგ ვებ გვერდზე არის ყველანაირი ინფორმაცია გადაზიდვების და ტარიფების შესახებ. მეტი რა უნდა ამოეგდო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 153
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

ეგ კომპანია თურქულია და მაგ ვებ გვერდზე არის ყველანაირი ინფორმაცია გადაზიდვების და ტარიფების შესახებ. მეტი რა უნდა ამოეგდო?

როგორც წესი ( შენ კი უნდა იცოდე ეს) კომპანიის ვებ-გვერდზე იწერება მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

ამ ვებ-გვერდზე არ არაფერი წერი კომპანიის მნეჯმენტის შესახებ, არც მფლობელია მითიტებული არც დაარსების თარიღი

ძალიან არასერიოზულად გამოიყურება - არ გეჩვენება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

აბა ახალი საპყრობილეები რისთვის შენდება ცარიელები რომ იყოს???

 

ყველა თაღლითი გადასახადების დამმალავი იქნება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული

 

ვერ გაგიგია რა არის სიმართლე და რა არის სამართალი

 

სამართალი არის ობობას ქსელი სადაც ძლიერი გლეჯს სუსტი ებმევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

როგორც წესი ( შენ კი უნდა იცოდე ეს) კომპანიის ვებ-გვერდზე იწერება მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

ამ ვებ-გვერდზე არ არაფერი წერი კომპანიის მნეჯმენტის შესახებ, არც მფლობელია მითიტებული არც დაარსების თარიღი

ძალიან არასერიოზულად გამოიყურება - არ გეჩვენება?

თურქულ ვარიანტში წერია ყველაფერი. ინგლისურად არასრულადაა ნათარგმნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

სამართალი არის ობობას ქსელი სადაც ძლიერი გლეჯს სუსტი ებმევა.

არ ვიცოდი ეხლა გავიგებ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი.

დიახ, კელზენის აზრით “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

დიახ, კელზენის აზრით “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”.

კი ბატონო ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსიც ქმედით უნარიანია

 

მთავარია ჯალათის მკლავი როდის დაიღლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. მაგ., მმართველის სურვილით კანონი არჩევნებს ესადაგება და არა პირიქით. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია.

ამრიგად, ჩვენთან მოქმედი სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ.

პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ ტოვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ზნეობასთან

ამ სიტყვის მნიშვნელობა პროკურორმა არ უნდა იცოდეს სასამართლო სუფრა არ არის სადაც სინდისზე ნამუსზე კაცობაზე ლაპარაკობენ და საქართველოს ჰიმნზე მაგიდაზე ადიან

 

giauridia

ეს დეფექტი

აღმოაჩინონ ოპოზიციის იურისტებმა ეს და სხვა დეფექტები მიიღონ მონაწილეობა მის გამოსწორებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბოლო ჯამში მივიღებთ იმ შედეგს რომ ბიზნესს გაანებებენ თავს ბიზნესმენები ან დაიყვანენ მინიმუმამდე,

ხოლო ნაკლებად შეძლებულები დაახვევენ აქედან,

 

თქვენ რა გგონიათ ბიზნესის ტერორი მხოლოდ ბიზნესმენის პრობლემაა???

 

 

ვიცი რამდენიმე ადამიანი რომ უკვე საკმაოდ შეზღუდეს თავისი საქმიანობა, პრაქტიკულად გაჩერებეულები იყვნენ იმის შიშით რომ არ გამოჩენილიყვნენ, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩნენ, ეს ხდება ამ დღეებში,

 

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ამ სიტყვის მნიშვნელობა პროკურორმა არ უნდა იცოდეს სასამართლო სუფრა არ არის სადაც სინდისზე ნამუსზე კაცობაზე ლაპარაკობენ და საქართველოს ჰიმნზე მაგიდაზე ადიან

კანონები ყველა დროსა და სივრცეში ზნეობიდან იკვებება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. მაგ., მმართველის სურვილით კანონი არჩევნებს ესადაგება და არა პირიქით. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია.

ამრიგად, ჩვენთან მოქმედი სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ.

პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ ტოვებს.

ეგრეა, სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველი არის ზნეობა, რომელიც არაა ფარდობითი ცნება, ის ან არია, ან არ არის,

კანონი "თუკი ზნეობაზე დამყარებული არაა ის არის გაბატონებული ფენის იარაღი, რომელსაც გამოიყენებ სუსტის წინააღმდეგ, იმ ადამიანის წინააღმდეგ რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებს არ ფლობს

 

FRIDRIX

 

კანონები ყველა დროსა და სივრცეში ზნეობიდან იკვებება

იყო გამონაკლისები ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშEვიკურ რუსეთში, ასევე იქ სადაც ტირანი მართავდა ქვეყანას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ დაჭერილები არიან თუ გამოუშვეს უკვე?: საპროცესოშეთანხმებასმაილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ადამიანში ღვთის მიერ ჩადებულმა ზნეობამ ამ ცოდვილ მიწაზე სიმართლის ძიება მოითხოვა. სიმართლის დამკვიდრების მცდელობამ კი ადამიანი სამართალის აუცილებლობასთან მიიყვანა.

შესაბამისად, ზნეობამ შვა სამართალი და არა პირიქით.

ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად სამართალს მარადიულ ფასეულობებთან: სიყვარული, ზნეობა, სიმართლე, რელიგია _ საერთო აღარაფერი აქვს.

 

Siknadmo

იყო გამონაკლისები ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშEვიკურ რუსეთში, ასევე იქ სადაც ტირანი მართავდა ქვეყანას

ფაშისტებს და კომუნისტებს შესაბამისად თავისი ზნეობრივი იერარქია ჰქონდათ შექმნილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...