dire Posted October 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2010 ლომაია ხელშეუხებელია.არც კი იფიქროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 ამას რატომ არ იჭერს არავინ?ლევან პირველი: `ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესს ვიწყებ" "ჯორჯიან თაიმსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ავსტრიაში მცხოვრებ ყოფილ დეპუტატს, ლევან პირველსა და მის შვილს საქართველოს საკონსულო სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ლევან პირველი კი სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. როგორც `ჯორჯიან თაიმსის~ წყარო იტყობინება, ლევან პირველი თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოს საკონსულოში პასპორტის აღებას ამაოდ ცდილობს. მას საკონსულოს თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზებით პასპორტის გაცემაზე უარს ეუბნებიან. `ჯორჯიან თაიმსისთვის~ ცნობილი გახდა აგრეთვე რამდენიმე საინტერესო დეტალი, რაც უშუალოდ ლევან პირველის პასპორტსა და საქართველოში მის დაბრუნებას ეხება: წყაროს თქმით, ლევან პირველმა ახალი პასპორტის ასაღებად საქართველოს საკონსულოს ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მიაკითხა. მაშინ კონსული მერაბ ღვინაძე იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევან პირველზე პასპორტის გაცემის თანხმობაც გასცა. თუმცა, მალე მინისტრის სავარძელი გელა ბეჟუაშვილმა ჩაიბარა და ავსტრიაში ახალი კონსული, თამარ კიკვიძე მიავლინა. სწორედ აქედან დაიწყო გაუგებრობაც. წყარო ირწმუნება, რომ კიკვიძის კონსულად დანიშვნის მომენტში ლევან პირველის პასპორტი უკვე მზად იყო, მაგრამ ამის შესახებ მას არ შეატყობინეს. მეტიც, ლევან პირველს ახალი განცხადების დაწერა მოსთხოვეს და ამით პასპორტის აღების ვადა ხელოვნურად გაუჭიანურეს. ფაქტობრივად, საკონსულომ მას საქართველოში დაბრუნების უფლება წაართვა. რაც შეეხება ლევან პირველის მცირეწლოვან შვილს, რომელიც პასპორტის მოლოდინში შეეძინა, საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩა. `ჯორჯიან თაიმსი~ შეეცადა გაერკვია, თუ რა გახდა სინამდვილეში პასპორტის არგაცემის საფუძველი და ავსტრიაში საქართველოს კონსულს, თამარ კიკვიძეს დაუკავშირდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან კომენტარისაგან თავი შეიკავა. თამარ კიკვიძე (საქართველოს კონსული ავსტრიაში); `საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის თანახმად, სამინისტროს თანხმობის გარეშე, სამსახურებრივი ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს. `ჯორჯიან თაიმსი~ _ იქნებ ის მაინც გვითხრათ, არის თუ არა მზად ლევან პირველის პასპორტი? თამარ კიკვიძე: `ყველაფერზე თანხმობას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ. ამიტომ, ვერ გიპასუხებთ. თუ თქვენ დაითანხმებთ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, პრობლემა აღარ იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებ.~ ამ მარტივ კითხვაზე პასუხის მისაღებად `ჯორჯიან თაიმსი~ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსაც დაუკავშირდა. თუმცა, ლევან პირველის პასპორტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ვერც დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, არჩილ აბრამიასგან მივიღეთ. არჩილ აბრამია (საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე): `ჩვენმა საკონსულომ არ მისცა ლევან პირველს პასპორტი? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.~ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად `ჯორჯიან თაიმსი~ ავსტრიაში მყოფ ლევან პირველსაც დაუკავშირდა. მან კი წინა ორი რესპოდენტის მსგავსად ჩვენს კითხვებს პასუხი მოკლედ გასცა და საუბარიც ამით დაასრულა. ლევან პირველი: `თითქმის ერთი წელია, რაც საკონსულო პასპორტს არ მაძლევს. ეტყობა მთავრობას არ უნდა, რომ საქართველოში დავბრუნდე. ამიტომ, ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესს ვიწყებ. იქნებ ამ გზით მაინც დავბრუნდეთ მე და ჩემი შვილი საქართველოში.~ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 ლილოს ბაზრობაზე ინდმეწარმეები დააკავეს 11:14 21-10-2010 ლილოს ბაზრობაზე დღეს 15-მდე ინდმეწარმე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა აცნობეს. მოვაჭრეები დაკავებულების მხარდასაჭერად აქციას მართავენ .მათივე ცნობით, ინდმეწარმეები საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დარღვევების ბრალდებით დააკავა.საგამოძიებო სამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.4-5 ოქტომბერს საგამოძიებო სამსახურმა ამავე ბრალდებით ’’პასაჟისა’’ და ’’კიდობანის’’ ინდმეწარმეებიც დააკავა. მათი ნაწილი საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 მათი ნაწილი საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.საინტერესოა რამდენი ჩაატანინეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.