newstudio Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს მათ შორის არიან ქალებიც. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 71 ინდმეწარმე. დაკავებულები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - “კიდობანისა” და “პასაჟის” მოვაჭრეები არიან. როგორც სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები აცხადებენ, დაკავება დღეს დილით ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. მათივ ცნობით, დაკავების ოპერაცია განხორციელდა საბაჟოზე, საცხოვრებელ ბინებში, ზოგი მათგანი დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში და ამის შემდეგ დააკავეს. “კიდობანის” და “პასაჟის” ინდმეწარმეები აცხადებენ, სამართალდამცავებმა დააკავეს იმ სატრანზიტო კომპანიის ხელმძღვანელებიც, რომლებიც თურქეთიდან მათი ტვირთის გადმოზიდვას ახორციელებდნენ. ეს კომპანია არის შპს “ტრანს-კარგო”. გარდა ამისა, ინდმეწარმეები “ტრანს-კარგოს” აბარებდნენ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას, ქვითრებს, იმის დასტურად, რომ თურქეთის სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი ჰქონდათ საქონელი. მოვაჭრეების ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, “ტრანს-კარგო” დოკუმენტაციას ცვლიდა; კომპანიას “ინვოისი” უნდა გამოეწერა ყველა საქონელზე ცალ-ცალკე, რაც 50 ლარი ჯდებოდა, თუმცა “ტრანს-კარეგომ” საერთო ინვოისი გამოწერა რამდენიმე დასახელების საქონელზე, რის შედეგადაც ფინანსური დანაზოგი გააკეთა და თანხები დამალა. როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, “ტრანს-კარგოს” მიერ დოკუმენტაციის შეცვლასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯე არ გაკეთებულა. ტუ არ ვცდები ტრანს-კარგო კოდუების დედის ლაურა გაჩავას ფირმაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ვიდეო http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=05-10-2010%2017:00 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 170 კაცი დაუჭერიათ, სულ გამოშტერდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 newstudioბაზრის მოვაჭრეების 95% რომ განბაჟებასა და სხვა საგდასახადო ოპერაციებში რომ ცამდე მართლები არ არან ეს არახალია, აბსოლუტური უმრავლესობა აწარმოებს შავ ბუღალტერიას, მაგრამ ხელისუფლების მიდგომაა აქ საინტერესო და უმსგავსო. ნუთუ გზები ვერ გამოინახა აქამდე (7 წელი) რომ ბუღალტერია და ნებისმიერი საქმის წარმოება გათეთრდეს? ტყუილია, რომ ხალხია ასეთი და ისეთია, რომ ხალხია გაღორებული. თუ შესაბამის პირობებს და კანონმდებლობას, პრაქტიკასა და მომსახურებას არ შესთავაზებ, ქართველიც მოიპარავს, სომეხიც, ამერიკელიც და იაპონელიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 170 კაცი დაუჭერიათ, სულ გამოშტერდნენ? აბა ბიუჯეტს და ბელადის გართობას შევსება არ სჭირდება? რა გინდათ? დასაჭერი კიდევ ბევრია!!!! ეგენი აშკარად ბელადს მისცემდნენ ხმას არჩევნებზე, ასე რომ ახლა შეუძლიათ დატკბნენ თავიანთი არჩევანით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 proletariაბა ბიუჯეტს და ბელადის გართობას შევსება არ სჭირდება? რა გინდათ? დასაჭერი კიდევ ბევრია!!!! ეგენი აშკარად ბელადს მისცემდნენ ხმას არჩევნებზე, ასე რომ ახლა შეუძლიათ დატკბნენ თავიანთი არჩევანითარ გვინდა რა ასეთი პოსტები... ეს გამოიწვევს ყველა ვარიანტში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას... ზოგმა შეიძLება დახუროს კიდეც ბიზნესი (თუ სხვა შემოსავალი აქვს), უცხოეთიდან კი, იგივე ქართველები არც კი იფიქრებენ აქ თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნას. ძალიან , ძალიან ცუდი ფაქტია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 newstudioქართველები არც კი იფიქრებენ აქ თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნას.მე მაინც ვფიქრობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ზუგდიდში ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს 17:17 - 05.10.2010gorozia_zaza.jpgზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს. "პირWელის" ინფორმაციით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის კინოთეატრ "ატრიუმის" გენერალური დირექტორი თემურ ჩიქოვანი, საკრებულოს ყოფილი წევრი, დევნილთა სახალხო ბანკის ყოფილი მმართველი ირაკლი გოგოხია და ბიზნესმენი ბარამია დააკავეს, რომლებიც საწვავთან დაკავშირებით უკანონო გარიგების წარმოებაში არიან ეჭვმიტანილები. სააგენტოს წყაროს თქმით, სამივე დაკავებული გუბერნატორ გოროზიას გარემოცვის წევრია, მათი ადვოკატი კი, დაზმი შეროზია - დათა და ბაჩო ახალაიების. ეს უკანასკენი ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავს იკავებს და დაკავების დეტალებზე არ საუბრობს. წყაროს ვარაუდით, შესაძლოა, ამ ფაქტს ახლო მომავალში გოროზიას თანამდებობიდან გადაყენებაც მოჰყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირWელი" სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსს თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. სააგენტო გუბერნატორ გოროზიასაც დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 proletari არ გვინდა რა ასეთი პოსტები... ეს გამოიწვევს ყველა ვარიანტში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას... ზოგმა შეიძLება დახუროს კიდეც ბიზნესი (თუ სხვა შემოსავალი აქვს), უცხოეთიდან კი, იგივე ქართველები არც კი იფიქრებენ აქ თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნას. ძალიან , ძალიან ცუდი ფაქტია! და რა ვთქვი მე ცუდი? კანონს რომ არღვევდნენ იცოდნენ...რომ შეპირდნენ არაფერს არ გიზამთ ოღონდ ჩვენი მხარე დაიჭირეთო, ეგეც მოხდებოდა. ჰოდა იმის მაგივრად რომ თავიანთი მუშობა გამოესწორებინათ და ამითი შეეწყოთ ხელი საქართველოს გაძლიერებისათვის, მათ დღევნდელი კვერცხი აირჩიეს და მიიღეს კიდეეც ახლა შემწვარი. სანამ მხოლოდ 2 კაპიკზე იფიქრებენ, თვალებს დახუჭავენ ყველაფერზე და ეგ ჩემი პრობლემა არ არისო, იფიქრებენ, მანამდე ასე მოუვათ. მათი ხელშეწყობიტ არის დღეს რომ პიარ კომპანიაზე დაფუძნებული კარდუსტანი გვაქვს, ახლა დრო ექნებათ დატკბნენ ამითი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 მალე ამ ქვეყანაში დარჩებიან მხოლოდ პოლიციელები და პატიმრები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 "კიდობნის" ხელმძღვანელობის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის მუშაობაში არანაირი ცვლილებები არ არის. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, არც ერთი მაღაზია დალუქული არ არის და ~კიდობანი~ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მათივე განმარტებით, თუ რომელიმე მაღაზია დაკეტილია, ეს მეპატრონის პირადი გადაწყვეტილებაა.ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინდმეწარმეებთან მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულება აკავშირებთ. მათივე თქმით, საქონლის გადმოზიდვასთან და საბაჟოსთან დაკავშირებით დარღვევებს რაც უკავშირდება, ისინი საქმის კურსში არ არიან. სამართალდამცველების მიერ დღეს და გუშინ სხვადასხვა ადგილებზე - საბაჟოზე, ~კიდობნის~ მიმდებარე ტერიტორიაზე და ინდმეწარმეების სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 72-მდე ინდმეწარმე დააკავეს. მათ სასაქონლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დარღვევებში ადანაშაულებენ. დაკავებული არიან ასევე გადამზიდავი კომპანიის ~ტრანს-კარგოს~ თანამშრომლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 (edited) ............................................ Edited October 5, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 newstudio170 კაცი დაუჭერიათ, სულ გამოშტერდნენ? აბა ახალი საპყრობილეები რისთვის შენდება ცარიელები რომ იყოს??? ყველა თაღლითი გადასახადების დამმალავი იქნება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 FRIDRIXაბა ახალი საპყრობილეები რისთვის შენდება ცარიელები რომ იყოს???მალე ამ ქვეყანაში დარჩებიან მხოლოდ პოლიციელები და პატიმრები :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 newstudioტუ არ ვცდები ტრანს-კარგო კოდუების დედის ლაურა გაჩავას ფირმაა მეც მასე ვიცი - მაგი არ დაიჭირეს, არა? მოგი###ნთ დემოკრატია. მოკლედ: სამართალმა კიდევ ერთხელ Y მოჭამა გრიშას ამათ რომ ვუყურებ, იცით რას ვფიქრობ? სტალინს ბევრი კი არა, ცოტა დაუხვრიტავს - უფრო მეტი უნდა დაეხოცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.