Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნატო-ს კარი საქართველოსთვის დღემდე ღიაა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg

 

მარგარიტა ანთიძე

 

 

ნატო-ში გაწევრიანების კარი, მიუხედავად ალიანსის ძალისხმევისა გამოასწოროს ურთიერთობები მის რეგიონულ მეტოქე  რუსეთთან დღემდე ღიაა – განაცხადა პარასკევს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტისას რასმუსენმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, მომავალ თვეს ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე ლისაბონში ალიანსი ალბათ  დაადასტურებს დაპირებას, რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართულ ომამდე დადო – საქართველო საბოლოოდ გაწევრიანდება ალიანსში.

 

”მე ველი, რომ ნატო-ს სამიტი ლისაბონში დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ჩვენ 2008 წელს ბუქარესტში დავიკავეთ – საქართველო ნატო-ს წევრი გახდება მაშინვე, როგორც კი დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს” – პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რასმუსენმა.

 

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, ნატო-მ განაცხადა რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ თავი შეიკავა და არ დააყენა ისინი მაშინვე გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

 

ოთხი თვის შემდეგ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარის შეტევას პრო-რუსულ მეამბოხე რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე, რუსეთის, საქართველოს ყოფილი  საბჭოთა  ბატონის მხრიდან, გამანადგურებული კონტრდარტყმა მოჰყვა.

 

კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდა. ასეთ განხეთქილებას ადგილი  1991 წლიდან,  საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან არ ჰქონია.  ურთიერთობები ნატო-სა და რუსეთს შორის ომის შემდეგ გაიყინა და  ამ წლის დასაწყისში აღდგა.

 

რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისთვის მოსკოვსა და თბილისს შორის უკეთესი კავშირების ხელშეწყობისთვის.

 

”ჩემი ხედვა გულისხმობს ევრო-ატლანტიკის რეალური უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებას, სადაც… რუსეთი და საქართველო შესძლებენ მშვიდობასა და ჰარმონიაში თანაარსებობას. მე მჯერა, რომ ნატო-სა და ევროპის კავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობა რუსეთის მომავალია”.

 

ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში იმ საზავო შეთანხმების დარღვევაა, რომელმაც დაასრულა ხუთდღიანი ომი და რუსეთს მოუწოდებენ უარი სთქვას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის მისეულ აღიარებაზე.

 

ნატო-ს რუსეთისგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთში ომი და ირანიდან მომავალი პოტენციური საფრთხე, მეტი მხარდაჭერა სურს. ალიანსმა რუსეთი ლისაბონის ნოემბრის სამიტზე თანმდევ შეხვედრებზე მოლაპარაკებებზე მიიწვია, მაგრამ მოსკოვს ჯერ არ უთქვამს თანხმობა.

 

იმავე პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა მისი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ცხოველი სურვილის შესახებ.

 

”არის ერთი რამ რაზეც საქართველო კომპრომისზე ვერ წავა – ეს თავისუფლებაა. ნატო ჩვენთვის თავისუფლების იდეის სადარაჯოზე დგას და ამიტომაა, რომ დღემდე საქართველოს სახელმწიფოებრიობას  ძალიან მტკიცე მხარდაჭერა აქვს”.

 

ნატო-ს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა იმ ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვას, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობდნენ. მან განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ”თავისუფლებისთვის გაიღეს უმაღლესი საფასური”.

 

ქართული ჯარი ნატო-ს ოპერაციებში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობს, რაც თბილისის ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის ილუსტრაციაა,  რუსეთის წინააღმდეგობისა და იმის მიუხედავად, რომ ალიანსის წევრებს შორის ენთუზიაზმი იკლებს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...